Posts

Showing posts from September, 2011

ჩემი მინიატურული გეიშა

შემოუსვლელი დღეების მიღმა, როდესაც უცნაურად მომწიფდა მიწა. ფარნებთან, ნოემბრის ღამე შლეიფს ბურუსის აფრიალებს, თეთრ კბილებს აჩენს, და იმორცხვებს. თოვლში თეთრად ამოგანგლული, იღიმება  მწვანე უნაბი. სარკესთან საკეს მწარე წვენით განვაგრძოთ ხილვა: უცხონი წითელკრამიტა ნეკერჩხლის სხვენზე სველი ქოშებით დაბაკუნობენ. გონგის ხმაც მხოლოდ გზადაბნეულ სულს გამო იხმობს. კიმონოს სანამ შევიხსნიდეთ, წელზე ხუთმაგად დახვეულ ქამრით. ათამდე ბრუნვა. ფეხის წვერებზე ვტრიალდებით. ტარაბუაა. იცოდეს ღმერთმა, გადაჭრილ ხეებს ტანი ზარავთ, ისე გრძნობენ მკლავებს, წაკვეთილ ტოტებს, მიწაში ფესვებს - როგორც დარტყმამდე. სახის ოვალი ალუბლისა, თვალები შინდის,             თმა შავი მურყნის, იშვიათობა.             ალმური აჰკრავს, სადაცაა აღმოსავლეთს -             კანი კაკლის წენგოსია,             ენდროს ღერებით და კურდღლის ბეწვით,            ტუჩზე კონტური ბოლო შტრიხია.            ბავშვების შიშით სჯეროდეთ დიდებს            მუდამ,            თოჯინების ნათელ თეატრში,            სუნთქავენ ჰაერს ხის ფ

წამო, მესია

Image
წამომესია მრავალთათვის უცხო რამ ფიქრი : ნებით, არძალით, აშვებულ აფთრებს ლეშზე დაგეშილთ ჩვენს ხორცზე მიყრილთ - ენა გრძელია ზღაპარ ში სიყვარულის ალილუია. დაძღებიან და მინდვრად დაგვყრიან, შორი-ახლოს ყრუ ორბების ორგია, აჰა, ისინი ფრთების ფართხუნით გვძიძგნიან ძვლამდე. სიკვდილ ის ზეზე გადამტანები, გადატანილებს,   უსულოდ ნაქცევ ქანდაკებ ებს გაფიჩხულ კანზე შეეხნენ ღამით, შეეხმიანნენ, მიიწვიეს მსუბუქ ვახშამზე, წითელი ღვინით უმასპინძლეს და დაღლილებმაც გაუსინჯეს გემო, ტკბილი სისხლივით. რა დალევს?   ამ ღამეს, ღალატით დაცემის სუნით, სინანულით ათას ტონ ა გამხდარს ერთ ღამეში თავს გადავლილ ათას საუკუნეს რა გამოლევს. დილით კი ნაგვის ცინკის ბუნკერში, ხელფეხდამტვრეულ ცვილის თოჯინას, რა გასაკვირია, დასცხ ეს და დაიმტვრა, არავინ იკითხავს, თავისით?! იქნებ ძალით?! ახლა ნადირობის სეზონი იხსნება, ასე ეული სულის სულთათანა, მანამდე, ხორცზე დაგეშილ მონადირეთ, ნებით დანებება. ლეშივით გდებას არავინ გაპატიებს, მარეკნი, ბაზიერნი აფთრებს მორეკავენ. სული გამიწვრილდა, რაღა გავაგრძელო, მომენატრე.

სტალაგმიტები - „ კვიპაროსები“ მზის ჩრდილში

Image
ფლეიტისთვის პირველი ჯოჯოხეთისკენ მიქნია პირი, აჰა, ესეც შენი სამოთხე - მხარი ამექცა - არადანი არის მარტივი, დიდხანს წყალში მდომიარეს, ხავსიან პირით ამდევნებია მცურავთა ურდო. აჰა, მეც გხედავ, ცხრაკლიტულის მლეწავი შუბით, ნუ ამომიყვან. რა მედგომება ედემ-ბაღში, სულს მარტოდშობილს. თუ გამაშიშვლებ, ძვალზე ტყავი, თუ მამხილებ და ვის გააკვირვებ?! გინდა შემომმოსო?! განა ძენძით დავფარავ ტკივილს. გინდა ტვირთი განმისუენო?! ის არის, რითიც მიდგია სული ანუ სიცოცხლე. ჟანგიან  საქაჩთან, წყალს არ ვითხოვ, ჭას ჩავძახივარ, უკან ამომძახის: მიყვარდაა, არ უყვარხარ. ფლეიტისთვის მეორე ეს დღეც გადავიდა ყირამალა. ძველი ლექსიდან სტრიქონი - სტალაგნატი, რას მოასწავებს, ვინ იცის, ვინ? სიზმრები კოშმარები, კომშებივით მახჩობელა. ჭრიჭინობელას უყვარს ბაყაყი, გუბის მყარი გაუთავებელი ყავყანით. გამანაყოფიერე  - ბავშვათ მაქციე, პატარა შემოსახლდა, წყალი ჩადგა, ცურავს და ჭიპლარით სამყაროს ვმართავ, სახლში დაბრუნებას ჰგავს მშობიარობა. მე შენ ახლიდან გაგაჩინე, და საიდუმლო დარჩა - ორნი ერთი ს

არაბული გაზაფხული

Image
არაბული გაზაფხულის მინიატურა ნინა პავლოვნას   ჩადრის ნარღვევები იხსნება, მრავლდება. ჯიუტი დუმილით ჩამოვკრეფ ტკბილ-მსხვილ ხურმას, მინდვრის ყვავილებს. ფუტკრების მტვერით ვიღებავ თითებს. სახელდახელოდ დათავისების რიტუალია, შემოგხვდები, მერამდენე ღამეს დავწვებით ზურგით. გიწუნებ ახალცოლის თვალებს შავსა და ცბიერს, ის ჯერ კიდევ ბავშვია. შემოუსვლელი საშვილოსნოთი მკვახე ნესვის მსგავსი. ჩადრის ნარღვევებს ნაკერები უმსხვილდებათ, ჯვრებს გავაკეთებ, დავწნავ გვირგვინებს ვარდკაჭაჭების ძღვენს და საფასურს საქანელაზე ქანაობით გავფანტავ ველად. მუცლით ცეკვისას მესამე ცოლი იკრეფს თეძოებს. მახსენდება, ვერცხლის აიაზმით გამნათლეს. შენ კი სჯულისგან განმაგდე, ძაღლთა პირო. მეათასე ღამეც იქნება თეთრი, არაბული გაზაფხულისა. გადმოაბრუნე ხელისგულები, ქვები კი გულზე. გარიჟრაჟისას, როცა პირველი მგალობელი გამო- იღვიძებს, სისხლიან ჩადრ შემოძარცვული ჩამოვივლი მთავარ ქუჩაზე. გოგონები ითხოვენ დედას, ვიდრემდე დავავიწყდები, ვაჟი კი დედინაცვლის ცისფერ აბრეშუმს კემსავს, სათევზაო ბადეს აკერებს. სხვა დრ

ნატა ვარადას დაგვიანებული „სიზმარი“

Image
რიტა ბაინდურაშვილი ნატა ვარადას დაგვიანებული „ სიზმარი “ „ ერთი საათით გვიან ”   ჰქვია მის დებიუტს , თუმცა   სინამდვილეში დებიუტი   ბევრად უფრო გვიან შედგა , ვიდრე უნდა შემდგარიყო . იმიტომ , რომ   ნატა ვარადა უკვე დიდიხანია ლიტერატურულ წრეებში   ნიჭიერ , ორიგინალურ , ღრმად და მხატვრულად მოაზროვნე პოეტადაა აღიარებული და   თაყვანისმცემელიც ბევრზე ბევრი ჰყავს . ილია ჭავჭავაძის სახლ - მუზეუმში გამართული პრეზენტაციაც   მისი დაგვიანებული დებიუტის აღიარება გახლდათ . თუ რატომ დაგვიანებული , ` ჩვენი მწერლობის ” რედაქტორმა როსტომ ჩხეიძემ   საღამოზე ბრძანა : – ბევრი კარგი წიგნი გამოდის ბოლო დროს ჩვენში , მაგრამ კარგ წიგნებშიც არის გამორჩეული , რომელთა შორისაცაა ეს კრებული . სამწერლო სარბიელზე ეს ნატა ვარადას დებიუტია , რომელიც , წესით , ბევრად ადრე უნდა შემდგარიყო და , ალბათ , კიდევ უფრო დააგვიანდებოდა , რომ არა ჩვენი , მისი მეგობრების , ძალდატანება და ძალისხმევა . კრებული გამოსაცემად დიდი ხანია მზად იყო , მაგრამ შემოქმ