Posts

Showing posts from January, 2012

სიზმრები - მსოფლიოს გადასარჩენად

Image
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90 თუ ამ ბმულს გაყვებით, კინორეჟისორ კუროსავას შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ და შემოქმედებით ცნობებს ამოიკითხავთ. ჩემი აზრით ეს ადამიანი არის გენიოსი და არის მოვლენილი. მისი სიზმრები, ხუთ ხილვად  გადმოცემული ტელე-ნოველების ერთი მთლიანი ზღაპარი -  მოდელია, მსოფლიოს აპოკალიფსური კოლაფსისგან თავდაღწევისა. ყოველი კადრი, მუსიკა, ფერები ეს არის ადამიანის არსებობისა და მისი მისიის შესანიშნავი აღწერა. ფილოსოფიურად თუ დავინტერესდებით, ჩვენ უხსოვარი დროის ადამიანის მეხსიერების გამონათებასთან გვაქვს საქმე. ქართული ხალხური ზღაპრების მითოსში გაცხადებული სიბრძნე, მსოფლიო კინოშედევრში, იაპონელი ავტორის შემოქმედებაში უცნაურად,  უნებურად არის გამოვლენილი. ადამიანის კოდთან ხო არ გვაქვს საქმე?! იყო და არა იყო რას პრინციპი, ერთხელ ერთ სოფელში, გოგო და ბიჭი, არანაირი კონკრეტიკა, არანაირი სოფლის დასახლება, აქ სამყარო - ბუნება, ხეები, წვიმა და ადამიანები ერთმანეთი

ვაჟა ფშაველა - როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ?

I - ბალღები სადღა არიან ? - იკითხა იოთამმა , როცა სახლში შევიდა , - ისრით იღლიაგაგმირული , ტყავგაუხდელი არჩვი კერაზე დააგდო ისე დაუდევრად , რომ ნადირის წვერმოკაუჭებულმა რქებმა მიწაც კი მოჩიჩქნა . ვერ იყო იოთამი კარგს გუნებაზე : თავიდან ფეხებამდის წურწურით წყალი გასდიოდა , ავდარს დაესველებინა ; მშვილდი და კაპარჭი ( საისრე ) დედაბოძზე წნელით მიმაგრებულს ირმის რქაზე ჩამოჰკიდა და აჩქარებით კერაზე გახურებულს ცეცხლს მიაშურა ; გასათბობად ხელები მიუპყრო ; ტანზე გარექცევ ნაცვამი ჯიხვის ტყავის კალთებიდან ორთქლმა დაუწყო პირისახეზე ადენა ; თბებოდა ცეცხლზე და თანაც ცოლისაგან პასუხს ელოდა , რომელიც იქვე , კერის შორი - ახლოს იწვა არხეინად , ძუ ვეფხვსა ჰგვანდა . გველ - ხოკერასავით სქელი , შავი ნაწნავები ზოგი უკან ბეჭებზე ჰქონდა გადაყრილი , ზოგიც წინ , გულ - მკერდზე ელაგა . პირისახე მოსინულ სპილენძს მიუგავდა . პატარა ბიჭს , იოთამთან ნაყოლს , ძუძუს აწოვებდა . ბავშვი ორის ხელით ჩაჰბღაუჭებოდა და გაშმაგებით სწოვდა