Posts

Showing posts from March, 2012

ორი სავარჯიშო ქალებისთვის

კვირტები მარტში ..შენც აფეთქდები ვიცი, კვირტების გელის ბედი, სულში ჩამიღვრი იმედს, როგორც სიყვარულს შვენის. ო. ჭილაძე მარტმა დედამიწას წამოუარა - სამშობიარო ტკივილები, წყლის დაღვრა. აბა, შენ როგორ წარმოიდგენ, მილიარდი კვირტის ქარიშხალი, ერთ უმთვარო ღამეს, ტყეების და გორაკების მანძილს გადასცდება?! ეს ძალაა, გეომაგნიტის, როცა მზეზე ფეთქდება მონატრება. ჩვენც, მიწის შვილნი, კვირტებივით ამოხეთქილნი, ზოგიც უკვე შემოდგომის ფერში მიხრწნილი, ხერხემლის გასწვრივ შავი ჩიტების ტატუირებით, ოდნავ გულთან გარბენილი ბასრი ჩხვლეტით და ცრემლოვან მღვიმეებს მიღმა ვირტუალურად ვამჩნევთ - ჰადესს ეპარება ჯოჯოხეთიდან ატლასის ბროწეულისფერი კაბით, მწვანეთვალება პერსეფონე და დედასთან გარბის. ჩვენც კი ვგრძნობთ, მიწის წყალნარევი ადამის შვილნი, რომ რაღაც ხდება ჯადოსნური, იხსნება ჯადო. თიხა იმღვრევა. ფრინველები უბრუნდებიან ზამთრის ყინვისგან გამომშრალ ბუდეს; ყვავილები მიწას ჭრიან ნაზი ყლორტებით ამოდიან - ოკეანეთა გაგიჟებებს მისცენ დასტური. აბა, ახლა წარმოიდგინე, რა ხდება ცაში?! იერარქიით დაწყობილნი, ოქროს საკრავით ა

მთელი ჩემი ამბავი

Image
ეს ჩემი ქოხია. მთელი მარტოობის ღამეები, ძილისწინა პოსტები ამ ქოხში მაქვს გატარებული. ვცხოვროვდით ბედნიერად - ციყვები, დათუნიები, სოფლის უპატრონო ძაღლები, საქათმიდან გამოპარული მამლები, მუნჯი გიო, ჩემი კლასელი ღარიბი ბიჭი, რომელსაც დახეული ფეხსაცმელების სრცხვენოდა ხოლმე.

უმსგავსის მონოლოგი

რ აღაზე უნდა ვწერო ? საკუთარი თავიღა შემომრჩა ან მასზე უკეთ ვინ ვიცი . მით უმეტეს , ახალი წლის ოთხი უქმე დღე მხოლოდ , მხოლოდ ამოკეტილმა გავატარე და ეს ყველაზე ნამდვილი ახალი წელი , იძულებითი სასჯელით მოვიყვანე . აი . ასე . ამათ ეგონათ რომ ვარ , იმათ ეგონათ რომ ვათენებ თანამშრომლებთან , იმას ეგონა , რომ მარტო არ ვარ და იმას კიდევ ეგონა , რომ ფორუმელ (: დ ) მეგობრებთან ერთად ვილოცები სადმე შობის საყდარში . და რატომღა წერ ? აბა , რა ვაკეთო ? იცი , რა არი , როცა ხვდები , რომ შენს ნებაზე ხარ მიშვებული , რაც შენი მთელი ბავშვობიდან დღემდე , ყველგან თანმდევი სურვილია და სისხლი ჩააქციე მოგეპოვებინა , ეს თავისუფლება , როცა საკუთარ თავთანაც კი მეზობელივით გრძნობ თავს და საკუთარ სახლშიც , სტუმრად გგონია თავი , გინდა ახალი რამ გამოიგონო და ამიტომაც იწყებ წერას . მაინცდამაინც ვერლიბრი რატომ ? რა უცნაურია . აბა სხვა რა ? რადგან მთელი ცხოვრებაა ვერლიბრი . ეს ოდნავ პოეტური და ოდნავ პროზაული გაე

ავენტურა

ჩემი სამსახურის ციხის მსგავს საკანში მოისმის გაზაფხულის ჩიტის გალობა. მთელი ზამთარი, საღამოსპირზე, ძაღლი ჰყეფდა, ახლა კი დილის ყავის დროს ამ მხიარულ ჩიტთან ერთად მომიწევს ყოფნა. რა გაეწყობა?! ბუნების კანონი - დაბრუნების აჟიოტაჟი ფრინველებში, როგორც დედობა ჩემს გამოგონილ რეალობაში.

კიდობანი

Image
ადექ და წადი, გაიდე მხარზე, ჟანგიანი ბირდაბირი, მიადექ, მუხის ხეების ფერდობს, ღამიან, ნაყოფი რომ არ მოუსხამს გახარებიდან, ამოარჩიე . მოიშველიე გრძნეულობა, მთვარეულობა ბავშვობისას, მოიშველიე, უკაცრიელს გამოიხმე შენი დობილი შავი ქალის წითელი დები . მთას ბრმა თვალში ჩაუვარდე, ბუმბერაზ კლდეებს გულზე დაეცე, მარხილს შეება, მუხა მოგქონდეს, ზარივით ექო  გამოგადევნონ. ზვავი ჩამოწვეს იმ დილით ბანზე, მიწამაც გითხრას ბანი და გაჩნდეს, ჭრილობასავით ღია სამარე. ხედავდე, გზაზე მკვდარი სისხლის მდინარეები ავსებენ სახლებს, ტივტივებენ ემბრიონები ჩვენი შვილების, თითქოს წითელ ღვინოში ჩალბა გამხმარი პური -  დედაბ ერ ს ხელზე გალეული სანთლის თითები დაეწყო ტუჩზე. გამიკეთე კიდობანი, არ მომაბრუნებ ასე წამსვლელს ანუ არჩევან ში გიცვლი არადანს.