Posts

Showing posts from June, 2012

ზაფხულის სიჩუმით თენებები

1. სახლ-კარ დავსილო წელიწადის პირველი თვე გაზაფხულისა, ორანტა მახსენდება, ხანდახან, როცა აღარ ვმოძრაობ თვითმარქვია მკვდარი, სახლში ვდევარ უსარგებლო, გაუქმებულ ნივთივით. როცა გარეთ, ასე მოშორებით, ჩიტები, ცა და ადამიანები შეხმატკბილებულად პასტორალობენ, აი, მაშინ, თუ გამახსენდება, მახსენდება, ხანდახან, რომ დიდი მინდორი მაწვება ზემოდან და გაშლილა მდელო მთელ სხეულზე. რომ წყაროც ვარ და კორომიც, ერთდროულად. ბალახების ფესვებს მე ვზრდი, მე ვასაფლავებ უპატრონო გველის წიწილებს, მე ვაბუდებ საღამოობით ნიჟარებიდან გადმოცვენილ ბებერ ლოკოკინებს, წყალქვეშეთში. ხანდახან, მგონია, რომ სადაცაა ჩავვარდები, ჩავიზნიქები, მიწაც ვრბილდები ხშირ წვიმებისგან. რომ სურვილმა წამომიაროს და ასე ავდგე, წამოვდგე და ფეხი გავშალო, გადმოვყარო იფნის ხეების ფუღუროებიდან ჭალაში გაფუყული ყვითელი ბარტყები, წყლები დავღვარო. რომ წამოვიღო აყვავებული ველური აკაციები და მწიფე ლეღვის ნაყოფები, დახეთქილები შუა მზისგან გზაგზა დავფანტო. განა, ამასაც ვფიქრობ, არ გამაჩერებენ! გამაჩერებენ, ხელს შემავლებენ, აბა როგორიაო, აბა, ვინ წამომდგარ

რაბია

Image
„რომ არ ესწრაფა ცად აღმართულს ფრთოსან გველებზე ” , „ევრიპილუსის ქალაქი, სად ქალნი კოსისა   რქით შეიმოსნენ..“ მედეას ლტოლვა. ოვიდიუს. რამადანის თვე 1. არ ვიცი ვინ ვარ , ვინ ვიყავი , რა მერქვა ქვეყნად , რატომ განქარდა ჩემი სახელი , რატომ არავის აღარ ახსოვს ის სილამაზე , თმამოკვეცილად , უსახელო ხომ არ გაჩნდები ?! როცა გინდა შეამჩნიო შენს თვალში რიდე , გადექი განზე და შეხედე სულის მზერით , ხედავ , როგორ ჰგავს შენს სხეულში გამხმარი ხე გვალვის ნაყოფს , ეს სიყვარულიც აპოკალიპტურ მხეცის სახით გამოიჩინე , გამოისახე , როგორც საშიში ხანძარი , წითელი , რომელიც ცეცხლის ენით გწვავდა , შიგნით და მიჯრით , დაგეშილი ასე მიუშვი და რქები და ეშვები ძლოვან სხეულზე წანაზარდები გადაუმსხვირე , რომ ამის შემდგომ , ადგე ისევ , გააგრძელო გზა , და როგორც სიტკბობება ბავშვის სიწმინდე , შემოუშვა გულში , სადაც მეოთხე დადებითი სისხლის ანალიზით იქცე ანგელოზად , ოღონდ ჯერ სიყვარული - მასხარა დაცინვით მოიცილე , მოიწვი .

რამადანის თვე

Image
და როგორც ბავშვი ფიქალი ქვით რამადანის თვეს შუა შუკაში თხილებს ამტვრევს ასე ვიმსხვრევი ხერხემალში და თვეც იცვლება

ასე. რიტუალური ხელბორკილებით

Image

qevanas განხილვა ნატა ვარადას ვთხოვდები

\"ვარადას ჭორები. შვიდის ხუთ წუთზე, ოპერის წინ, გაჩერებაზე, ხუთი წუთით დავაგვიანე. ამიტომაც, მთელი ხუთი თვე, ოპერასთან, ხუთი წუთით ჩამომდგარს, ცარიელი აფიშის კითხვა მერგო სასჯელად. შემდეგი სპექტაკლი.. როგორც წესი, დიდი კარგვის სეზონი ასეთ წამიან დაგვიანებებს მოსდევს. ცარიელი აფიშის კითხვა - როგორც სასჯელი - კარგი დეტალია. დგას გოგო და ვხედავ ამ გოგოს. რა ვუყოთ ახალ ჩვევებს თუ მივეჩვიეთ? რომელ ურნაში გადავუძახოთ? გაუძლებს ბოძზე აკრული მწვანე? ჩემი ბავშვობის საფოსტო ყუთს რომ მაგონებს, დაუზარებლად. ბავშვობის საფოსტო ყუთი და ბავშვობიდან შემორჩენილი უსუფთავესი მოგონებებიც ეფექტურია, მაგრამ ამ ნაწყვეტში თითქოს არაფრის მომცემი ჩემთვის - საფოსტო ყუთი დიდი ქალაქიდან მოსული წერილებით სავსე უნდა იყოს, კავშირი - უფრო დიდ სამყაროსთან, წყურვილი ინფორმაციის, ემოციების, როლეიც მოგდის სხვა ქალაქიდან.. აქ კი ბოძზე აკრულ მწვანეს, რაც, მთლად კარგად ვერც ვიცანი, აფიშაა თუ სულ სხვა რამე, ვერ გადავაბი... შენს ნადგომ სივრცეში იდგა სუნი, რომლითაც დავ

Eeskizi nata varadas poeziaze

    Ggiorgi kekeliZe   nata varadam, romlis poeziasac, me mgoni, daarsebis dRidan vaqveynebT lib.ge -ze da romlis ideac gaxlvaT ,,literaturuli palitris” mkiTxvelis winaSe warmodgenili proeqti, gamogitydebiT, pirvelad Cemi yuradReba fsevdonimiT miiqcia, romelic Tavidan ratomRca araqarTuli gvari megona (vTqvaT Nnerudas gavleniT).   mere da mere, roca natas poezias ufro dawvrilebiT gavecani, anu gvar-saxelis gamocanas gavcdi, davaskveni: Tu ki literaturis TeoriaSi SemovitanT axali tipis cnebas, maSin misi Semoqmedeba namdvilad ,,tragikul narativs” miekuTvneba. Ees aris sakuTari biografiis, gnebavT yovledRiuri yofis furcelze gaSiSvleba, erTgvari mxatvruli eqsibicionizmi, rig SemTxvevaSi cota provokaciuli, zogan monotonuric, xan ki tropuli da saTanado.   vTqvaT Zalian originaluri saTauri, ukve metafora : ,, A Crdilebis welTaRricxvamde”, anac : ,,obobebis gabmuls siCumes vwmend riJraJamde” (es idiomaturi metyvelebis mSvenieri nimuSia, erTis mxriv gabmuli (rogorc Zafi) da meores mxr

დაგეროტიპი

Kventin kompsoni - ნატა ვარადა -  7.08.2007 თვე - დეკემბერი ( ქრისტეშობის თვე) ამინდი - თოვლი მთიან სოფელში მუსიკა - შუბერტის სიმფონიები, ხანდახან ჯაზიც, ვოკალურიც და ინსტუმენტულიც( დინა ვაშინგტონი, ელა. .) მხატვრობა - ამადეო მოდილიანი, მატისი, ირაკლი ფარჯიანი წიგნი - დავითნი ფრინველი - ბეღურა ყვავილი - ზამბახი ინსტრუმენტი - ვიოლონჩელო ფილმი - ნატვრის ხე რეჟისორი -მიქელანჯელო ანტონიონი ტბა - ძალიან მწვანე, თითქმის ველურ, გაუვალ გარემოში, ნამცეცუნას ნატა ვარადა ფერი-ძალიან ლურჯი. ხმა-რხევადი ბგერების არითმია. მუსიკა-"ფორთიშედის" ტონლობაში. მდგომარეობა-ასინქრონი, და მუდამ სინქრონში დაბრუნების მცდელობა. ამინდი-ქარიანი, შიგადაშიგ წვიმს, შეიძლება მზემაც გამოანათოს ხანდახან. კადრი-გული, რომელშიც ადამიანებია ჩახატული და კიდევ გაიზრდება. ფონი-ოკეანე. ფრაგმენტი-"ლაზარეს აღდგინება". თამთას ,, გულბაგუნა გოგო” (ვარადა) პროფესია - სერიოზული ქალია ქალაქი - დედაქალაქი ბავშვობის სახლი - ისე უნდა ვკითხო ფრაზა - მენატრება ცისფერი ყვავილი.

3

3. აჰა, ქათმისფეხება ხის სახლის ალქაჯის ტიპიკონი: მწვანე მინის კოლბებისათვის გვირილების ნახარშს ირმის რძეში ვაზავებ, სხეული უნდა დოლბანდებით შემოვიხვიო და მილიონი წლების მერეც, დაგხვდე ასეთი, ნესვისფერი და ტანზე ატმის მსგავსი ბუსუსით. აჰა, ქოთანში მჯდარი, გადამფრენი უცხო ქალ-ფრინველი, სიყვარულს ბალახივით მოვცელ და ვახმობ, რომ სიჯიუტით გავაძლიერო. როდესაც ზღვის თავზე, ქაფიან ტალღებზე პლანეტას   არხეინად მივაფრენ, ვერცხლის ღერები ნიავზე მეშლება. მზეში ბურთი მეთამაშე, ერთი სიტყვით რომ შემაჩერო: ძეგლი. ეს თამაში ხომ შენთვისაა.

ლაზარეთი. დაო სიდონია

გამახსენდა: სიზმარი იყო, მაგრამ, რადგან გამახსენდა, ვამბობ მაინც, ჩემი რა მიდის. რადგან ღია ვაგონში ვზივარ და სამადგილიან სკამზე მივყუჟულვარ, რა ბევრი ტვინის ჭყლეტვა ამას უნდა, მეტროპოლიტენით ვმგზავრობ. ვის ვემალები აზზე   ვერ მოვდივარ, მაგრამ აშკარად კი ძებნაში მყოფს ვგავარ, ჩემი აწურული და ასევე დაწურული სიფათისა და მხრების ერთდროულად შემხედვარე. ამავე დროს, ასე ერთნაირად სიფათჩამოღვრემილსა და მხრებაწურულს, შესაბრალისი სახე მაქვს და გული მეკუმშება, სიზმარში, ისე, თითქოს ცხადში ვიყო, ასე. - ზუზუნა, ზუზუნა, ზუზუნა - მესმის ხმა და თვალებით ვიხედები. თავი მოპირდაპირე მხარეს მაქვს მიტრიალებული, სად ეშმაკებისკენ, მე რა ვიცი, აბა?! გამოვიხედე, ხო მაინც, როგორც იყო და რას ვხედავ, მამა ანდრია არ არის?! თვითონ მამა ანდრიაა, თავისი ლამაზი ფეხებით მობრძანებული. ეგრევე გონება გამეხსნა და გამახსენდა, ხო სიზმარში ვარ, მაგრამ მაინც, რომ მე მამა ელიზბარს ვემალები, ჩემს მოძღვარს. იმიტომ, რომ წინა საღამოს ცუდი ინფორმაცია მომცეს. ჩემმა კაცმა, უმსგავსად კი ჟღერს, მაგრამ ხო, ვინც მიყვარს,

VARADA MUDRA

Image

განსაწმენდელი

3 დ. სოფელში უეცრად წავიდა დენი, მოვიდა შიში და უკუნეთი. წაიღო ხმაური ელექტროენერგიამ, ჩამოწვა სიჩუმე და დროში შევცურეთ. ამ წამიერ განსაწმენდელში დაბრუნებამ -„შუქი ჩაქრა“, (მოვარდა დიდი ძაბვა, გადაწვა ყველა ნათურა) აწ და ამიერ სიბნელემ მოაძებნინა ბავშვს თავის დედა, დედას ქმარი, ქმარს საქონელი, ძაღლს ეზო-კარი, მოხუცს სკამი, ქურდს ბნელი ღამე უცნობ ციდან მიეცა, ის რაც უნდოდა, გასაოცარი, კაცი ურემით შემოიგრაგნა, ურემზე თივა და დედაბერი უდევს და გზაზე მიჭრიალობს წაბლასთან ერთად, მათი მეცხვარე ნაგაზი კი უბნის პატარა გოშია ძაღლებს ხმასაც კი არ სცემს. ბებერ მგელზე დაგეშილია. მრავალ ჟამი ერ. უშუქობაა, რა ვაკეთოთ, აქრობენ ლამპებს და საწოლისკენ იბარგება მთელი სოფელი, ქათმებივით შეიბუდებენ შებინდებულზე, ბინდისფერია, ყველა თავის საძინებელს მიუბრუნდა როგორც საკანს, მხოლოდ სახლის კაცს დერეფნის ტახტზე მიწოლილს ნახავთ, ყარაულობს უმთვარო ღამეს, სანამ ვარსკვლავნი დაასწრებენ მანტიორის გრძელთითა ხელებს, ჩასაქრობად. ცის კაბადონზე აინთებიან. საღათას ძილით წაღებულმა სოფელმა, ჩაბნელებულ ჩვენს უკუღმართ დროში

ბოროტებისთვის წესის აგება

Image
ნატა ვარადა ნატა ვარადა - ბოროტებისთვის წესის აგება / Nata Varada – “Kötülük kurallarının inşası” მიხეილ ჯავახიშილმა, პატიმრობის დროს, დაკითხვისას წარმოსთქვა სიტყვა: "მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ თუ თქვენთვის ზვარაკია საჭირო, მე მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო... თქვენ მე მომსპობთ... მაგრამ იმას ვერასდროს ვერ მოსპობთ რაც მე დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე მე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს თქვენ ვერასოდეს აღმოფხვრით. მე გამანადგურებთ, იმას კი ვერ მოსპობთ". ბოროტებისთვის წესის აგება „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!” „ლამბალო და ყაშა”. მიხეილ ჯავახიშვილი. 1925 წელი.   1921 წლის 25 თებერვალი, რუსეთის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიული თარიღია. მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“, სადაც ცარიზმის ერთმორწმუნეობის ფარსია   მხილებული, მიხეილ ჯავახიშვილმა 1925 წელს