Posts

Showing posts from August, 2012

ლაზარე

დიდება და ღმერთსაც დიდება, აღარ გვინდა ტალახი, ღმერთო მოგვეც გოროხი. ფეხს დავკრავ და ფრიი, გუმბათს ვარ აკრული დოინჯშემოყრილი, ხელები არც მაღლა, არც ქვევით – რა მაქვს სამადლო და სამათხოვრო, მე ვარ ლაზარე – თიხა-გამომწვარი კაცუნა ქალების სათამაშო. დიდება და ღმერთსაც დიდება, აღარ გვინდა ტალახი, ღმერთო მოგვეც გოროხი. თეთრი თავსაფრები თავზე წაიკარით, თმები დაიმალეთ, ჭინკების დებო, ჭიპთან მაქვს ხელები წრესავით შემორტყმული, ჩემი ქამარ-ხანჯალია, ჩემივე ძალა. მე ვაერთებ ყველა სრუტეს და ყველა ეკვატორს, მე პოლუსების სარტყელზე ვდგავარ. ფეხზე გაიხადეთ ტყავის ქალამნები, ქალებო, მომღერალნო, ფეხშიშველანი და თავდაბურულნი გამომყევით ნელი როკვა-ტაატით, შეხსენით ყველა სახლის ჭიშკარი. მე ვარ ამინდისა და ტაროსის კაცუნა, მე ვარ შუაწელი, ზესკნელის, ქვესკნელის. თუ გსურთ, რომ თქვენი კაცები ომიდან, დაბრუნდნენ უკლებლივ, არც ერთი განაკაწრით, თუ გინდათ, ბერდედებს ნატირალის სურვილი გავუქრო, თუ ლოცულობთ, აკვნის ბალღებს სიკვდილის სუნი მოვაცილო, თუ ნატრობთ

ბარბარე და ტარიელი

Image
ძველი გავაზში ერთ დედაკაცს სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ აქვს.. 1909 წლის 1 ნოემბრის გაზეთ დროებაში ზ. ჩხიკვაძე იუწყებოდა: ძველ გავაზში ერთ დედაკაცს ჰქონია ტყავზე ნაწერი სურათებიანი ვეფხისტყაოსანი, ბოლოში ქრონიკონი ჩუნე (1455) ჩფნე (1555) სწერებია, დედაკაცს ხელნაწერი არ დაუნებებია, მისი სიკვდილის შემდეგ კი ეს ხელნაწერი ვეღარ უპოვიათ. - სად გაქრა ნეტავ? ესეც აუხსნელი ამოცანაა. ზურაბ ჭუმბურიძე. „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ 1983. თბილისი. ნაკადული. ეს ხელნაწერი ბარბარე ბაბოს მზითვი გახლდათ. ბარბარე ბაბო ილუზიონისტი ხომ არ იყო, მომკვდარიყო და მისი საყვარელი ნივთი კი გაექრო, რა ბევრი ფიქრი ამას უნდა, აბა?! როცა გარდაიცვალა და ას წელზე მეტს მოითვლიდა, დატოვა სიტყვა-ანდერძი: თან უნდა ჩამაყოლოთო. მის სიტყვას ვერავინ ვერ გადავიდოდა. ბარბარე ბებო გულთმისნობისა და ნათელხილვის სახელის წყალობით, ბევრი ადამიანის პატივისცემას და შიშს იმსახურებდა. 1910 წელს დაიბადა ბებიაჩემი მარიამ-მანანა, ძველ გავაზში. ექვსი წლისა სკოლაში წავიდა. იმას კარგად ახსოვდა მისი დიდი დიდედის კალთაში მ

http://www.myspace.com/theblissworldofficial/videos/video/100461485

Image
http://www.myspace.com/theblissworldofficial/videos/video/100461485 Add caption

დავითის დახვედრა სულეთში

მესიის მახვილს (2008  წელს, აგვისტოში, სანამ დაიბომბებოდა გორი, გელათში დავით აღმაშენებლის ქვა ატირდა) მამებს ვტიროდი,  ძმებს ვტიროდი, ახლა შვილებს გადავეფარე. ცეცხლის წვიმის ქვეშ, ახლა ლეკვები გამირბიან და მკერდს უშვერენ, ტყვიებს, რომლებსაც გასანთლული ჯვრების სახელით, განათლული მეომრები გზავნიან ჩემსკენ. ოსმალოები, მუსლიმები, არაბები და თურქ-სელჩუკები, დაუნანებლად ვჩეხე და ვჩეხე - თვით ეშმაკთა შემპყრობმა მეფემ და ახლა, ამ დროს, მამებს - აფხაზურად, ძმებს - ოსურად, თან უცრემლოდ,  თან სამშობლოში უსახელო ჯარისკაცის საფლავთან შვილებს სამოთხისკენ გამოვითხოვ. ჩამომდგარა  აგვისტოს ომი, ნაყივჩაღარ  მამულ-დედულში. დამარცხება დიდგორის მერე, ამატირებს მე, ყოვლისმპყრობელს. შვილებო, ჩვენი გამარჯვება იწყება ასე, თავშეწირვით და თავგანწირვით, მოწამეობრივ. მოდით, საფლავის ქვა ავტირდი, მოდით, გეხვევით მეფე დავითი, ქართველებო, ქრისტეს მებრძოლნო, უკუნისამდე დიდებით მოდით.

საჭადრაკო ეტიუდები

"პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდო ჰკიდია". ხალხური ამ სატანურ მარტოობაშიც, რამდენი რამეა: მარცხნიდან, როგორც ჭრაქს  ცაზე, ველოდი ნახევარრკალა მთვარეს. თან აივანზე, თან ახალ მეზობელს, რომელიც თეთრებშია და სამზარეულოში ყავას იმზადებს ვეთამაშები ჭადრაკის პარტიას, აივნიდან. რომელიც არის უხმო, შუაში სანიშნია გზა და ორი საცალფეხო ბილიკი. შავ-თეთრ კადრს ჰგავს, ძველი ფილმიდან. ადამიანები ბრუნდებიან სახლებში, (სოფლებში ამ დროს მოდენიან მინდვრიდან ნახირს, ამ დროს აბუდებს კრუხი წიწილებს. შეღამებამდე სკამზე სხდებიან უბნის ბავშვები, მოხუცების კალთებზე, და იწყება სხვანაირი ამბავი - გადის წინაპრების თავგადასავალი, სოფლის საღამოს კინოთეატრში). 31 ივლისია. მე ვცხოვრობ მარტო. მე სამსახურშიც ცალკე ოთახი მაქვს, იქ მხოლოდ ერთი კაცის მაგიდაა. ცვალებადმა მოღრუბრულობამ გამახსენა მობილური, რომელიც არის ენაჩაგდებული ჩემსავით, რადგან გაგზავნილ ესემესებს არ ეღირსათ უკანა გზაზე პასუხი. ცა გადასერა შროშნების გუნდმა. ისინი მე გაზაფხულზე დავიმახსოვრე, როცა დიდ წვიმას მოჰყვნენ თებერვალში, მოულოდნელად. ვ