Posts

Showing posts from October, 2012

უშვილო ნინა და მართა

შილდაში, დედაჩემის დედინაცვლის მხარეს, უფანჯრო ოთახის ირმის თავიანი კარადა როგორ იყურებოდა, კავკასიონის ქედივით დაქრუშული, ჭინკებშეჩენილი და ნისლით გაბრუებული. ადუღებულ რძეში ვცურავდით, აივანზე, სადაც სუსხი და მწვერვალებზე დადებული უკვდავი თოვლის სითეთრე გვეხვეოდა და გვწვავდა, როგორ ჰგავდა ეზოში დანთებულ კოცონს მწვადისთვის, ცეცხლზე და ყინულზე ერთნაირად გიწითლდება ხელ-ფეხი, ერთნაირად გვწვავს ორივე. ცეცხლი და ყინული. ნინა დედაჩემის მამის მესამე ცოლი, სომხის ოქროსკბილა ქალი, უცნაური სიცილით ჩემდანახავი, უშვილო. ის ცოცხალი იყო, როცა ერთ აღდგომას, როცა 18 წლის მოწიფული ქალიშვილი გახლდით, წავედით მე და დედა შილდაში, დედის მშობლების საფლავებისთვის წითელკვერცხებიანი და სანთლებიანი მოწნული კალათით. დედაჩემი - წითელქუდა, სასაფლაოს გზაზე წითლდებოდა, ღუოდა, სიხარულისგან, დღეების დარჩა თავის დედას, დედამისი სისხლისგან დაიცალა, მდინარეზე რეცხავდა ჩვილის საფენებს და   ისე გაცივდა, 28 წლისამ მიატოვა სამი პატარა. დედაჩემს მივყავარ

ქუთაისი, ნისლი, გელათი, 27 ოქტომბერი

Image
 * მიმოვიშალეთ ჩვენც, ჩვენი სიმარტოვის ნანგრევებისკენ. * მიაგორებენ თეთრ ანგელოზებს ლურჯი ღრუბლები ტბის ზედაპირზე. ალვის ხეების აგრაგნილ სიყვითლეში წითელკრამიტა სახლების საკვამურები ამოუშვებენ იისფერ დამწყვდეულ ნისლებს - სისხლისდენასავით არ წყდება წვიმა, ადამიანები იფუთნებიან ერთმანეთის  სიმყუდროვეთში. * რძე გადმოვიდა - ნისლის ქაფში იხარშება მწვანე ხეობა. წმინდა მეფის საფლავი კი სიჩუმეთი ითხოვს შენდობას. მისი ასეთი უბრალოება, მასტერკლასია, ყოვლისმპყრობელის ფეხქვეშ გაგება, უნებურად ლოცვის ბურანში ფიქრით გაგხვევს და გაგაშიშვლებს. * თეძომდე ნაწნავების კეფამდე აჭრა ათი ათასი წლის გაწამება - მე შენი სული მსურს, გურანდუხტ. * მთელი ჩემი არსება, ჩატენილი, თხილის სამტვრევ რკინის ხელსაწყოს ატყდება, ღამის სპირალში ჩათრეული ბუკნაჭოტივით. * მამაჩემი მესეფია,  თუმცა ყოფილი,    მე - მესეფის ასული. იმდენ ხნის წინათ, გავუმითოსე. ოქტომბრის ბოლოს გაჩნდა, შუა მესეფობას, სახლის   სააბაზანოს მორიელია,

ანუ ჭიდილი მეფისტოფელის დასადგენად უთავო წიგნის ამბავში

Image
ანუ ჭიდილი მეფისტოფელის დასადგენად უთავო წიგნის ამბავში ჩემი სახლის ბიბლიოთეკიდან დღეს ერთ ძველ წიგნს ამოვარჩევ და გაგაცნობთ. ეს წიგნი პაპის მამას შეუძენია და საოჯახო ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს იკავებს. თუმცა, სიძველის გამო, მისი ფურცლები შემოდგომის ფოთლებს ძალიან ჰგავს, გადაშლი და ისინი ერთმანეთს შორდებიან. წიგნს არც გარეკანი შემორჩა და არც სამწუხაროდ მთარგმნელის სახელი და გვარი და არც  გამოცემის  დრო არ შემორჩენია. თუმცა, გოეთეს „ფაუსტი” რომ არის ეს შიდა გვერდებზეც წერია და წინასიტყვაობაშიც, სადაც მთარგმნელი გერმანელ გენიოს აცნობს ქართველ მკითხველს. ზაფხულის მიწურულს, შემოდგომის ჩვილობას წავედი სოფელში, სადაც ჩემი პაპის აშენებული მშვენიერი სახლი მაქვს. იქ იმდენი წაუკითხავი წიგნი მელოდება ყოველთვის, რომ ახალი წიგნების ყიდვის საჭიროებას ვერასოდეს ვერ ვხედავ, თუმცა წასვლამდე წიგნების მაღაზიებში მაინც შევისეირნე და დავით წერედიანის „ფაუსტის” ყიდვაც მოვინდომე, თუმცა მოხდა საოცარი რამ: მე ამ წიგნს ვერც ერთ მაღაზიაში ვერ მივაგენი. მოკლედ, ისევ ძველი წიგნების იმედად,