Posts

Showing posts from May, 2014

აკრძალული კადრები

13 მაისი ყოველწლიური აღდგომა , სოფელში ბიძაშვილის მობრუნება სასაფლაოდან მიწიანი ხელებით , თვალის ვერ გასწორება მის სახეზე : „ აი , მე ვისი სურათი მაქვს ტელეფონში " - გულის ამოვარდნა ა ყოველწლიური აღდგომა , ორშაბათს იქაც გასასვლელები ვართ , იქ აურობაც მისახედია. ამ სახლში კი გაიბზარა საძინებლის ის კედელი, სადაც ხის საწოლი დგას, ხის რიკულებიანი საწოლი. პატარა ბიჭის. ცარიელი. ბაბუშერას გზა   აეროდრომი აბალახდა, ბაბუშერას აეროდრომი, აბალახდა, როგორც ეზო-კარი. უპატრონოთა. სასაფლაო ბაბუშერასი უპატრონოთა. ცა გაიხსნება, გვერდი გვერდით, მხარი-მხარსაა ძმათა სამარეები, მიწა ერთია. გაიხსნება, „ლაზარე გამო“. ეს მეორედ მოსვლაა, ანუ დაბრუნება. არჩევანი კი ასეთია, დედების მოსვლა აბალახებულ ბაბუშერას აეროდრომზე, დედების ფრთებიდან ყვავილების აბიბინება. მიწა ერთია. მკვდრები აქედან ფეხს არ იცვლიან. ადრე თუ გვიან, დაბრუნება გვიწერია, სისხლით წმინდანის.   კალენდარი ჩემი თავიდან ამოსული, გლუვ სარკეებ