Posts

Showing posts from 2016

ქარბუქთა თვეში

Image
თამარნიკელაოს ქარბუქთა თვეში თვით სიკვდილი ვიმშობიარე . სიყვარულზე ცხრა თვის ფეხმძიმე , სულ შემთხვევით , მიწის ზევით ( გა)დავურჩი სუდართ მომხვეველს , ვინც დიდთვლობაში მოყოლილ ცოცხლებს , აპატიოსნებს , ზვავისგან ( გა ) წმენდს . მწვერვალებიდან ჩამომასვენებს . ქარბუქთა დედა უცხო ენაზე, მისი შვილების ზარის ხმაზე , იავნანას თეთრად მითენებს ხევში გაჩხერილს , რადგან ქარაფებს გა და ვეკიდე ფრენის სწავლისას ან ღრუბლებიდან ხეთა მწკრივებს გამოვე დე მოულოდნელად , როგორც სულყველა ზღაპრის ბოლო – ქარბუქთა თვეში გასუდრული , საკუთარ თავსაც გამოვეტირე . ყინვა - სიცივემ გადამხადა ყვავილთა ფარდა , ნისლებში რბილად მწოლიარემ მზისთვის ვილოცე .

მტრების საკითხავი

 ყველა ჩემ მაწყევარს, ვინც უფალს არ მაშორებს აი, ერთი და ორი და ხელის გაწვდენაზე ჭრელი ჩიტივით დასკუპდა ჩემი მტერი. ალალად მიყურებს, მიცინის,   - მივლის. გარეშემო. მომარხულეა ჩემი მტერი, მკაცრად იცავს მძიმე მარხვას, ცარიელ ზეთზე, პურზეა. მისი ლოცვა კი მიწაშია ჩაკირული, დედამისის თეთრ ძვლებს თუ შეაჟრჟოლებს. ერთი ხელის გაწვდენაზე დასკუპებული მიყურებს, როგორც მწვანე გველი ნაცრისფერ ბოცვერს, და მიცინის ეშმაკურად, ვხედავ მის კბილებში გაჩრილ ჩვილების ხორცს. ღმერთო, შეარგე. ამას უნდა ჭირის დღედ მიქციოს დილა, მოსული არ არის, ღვარძლის წითელ ყვავილებს ჩამოთესავს, ჩემი სულის შესაწუხებლად. პირიდან სცვივა წყევლის დაჩირული სიტყვები, ნაკუწებად ჩამომჭკნარი, გზა-გზა დაკრეფილი, ნასხვისარი. ჩემი მრავალშვილიანი მტერი თვალებით მჭამს. ყვითელ კბილებში შვილების ხორცი მოუჩანს. და : ანგელოზი ერთია - სიკეთეებად ისახებიან ჩემი ჭირის დღეები .

მიშგუ ლადეღ სი

თოკზე თვალდახუჭულს უჯოხოდ გამეარა . ცერა თითი ნეკასთან: მომყევი ! შუა თითი არათითს: წვიმის ხმაა , სუნიც მიწას ასდის ბალახის . გადამეყლაპა სულ შემთხვევით ზამთრისპირს   ენა , ხელის ცეცებით   მოგაგენი კი არ განიშნებ , არც გესალმები , თითით გიჩვენებ ( ცუდი ჩვევაა ) ეს ჩემს ენაზე ვლაპარაკობ . თვალი დამიგდე . არათითი ხელისგულს: ორ ლოდს, ამღვრეულ მდინარეში, დევის ახალშობილ ბახალებს , რა უნდა ?! გასაყოფად უნდა განეწყო . კლდის ყვავილებიც ისე ნაზები , ცისფერები და ვარდისფერები – დუმილით რამდენს ბაასობენ. მიკვირს როგორ ეკვრიან კლდეებს , მიწა არ ყოფნით , ცით სააზრდოობენ , მომეც მე   ამათი გაძლება . ხელის ცეცებით გიხსნი, მოგძებნე . აზრი სიტყვებს მაშინ აქვთ მხოლოდ , როცა გულის გზას ადგანან და გულის კარიც იღება მაშინ , როცა ავდარში მოხვდება მგზავრი . ცერა შუათითს , ამათ შუა საჩვენებელი: დაგორებული ხნულებიდან ამოსული ბინდის ჩრდილების პირუჩუმარ პრო