Posts

Showing posts from October, 2016

მიშგუ ლადეღ სი

თოკზე თვალდახუჭულს უჯოხოდ გამეარა . ცერა თითი ნეკასთან: მომყევი ! შუა თითი არათითს: წვიმის ხმაა , სუნიც მიწას ასდის ბალახის . გადამეყლაპა სულ შემთხვევით ზამთრისპირს   ენა , ხელის ცეცებით   მოგაგენი კი არ განიშნებ , არც გესალმები , თითით გიჩვენებ ( ცუდი ჩვევაა ) ეს ჩემს ენაზე ვლაპარაკობ . თვალი დამიგდე . არათითი ხელისგულს: ორ ლოდს, ამღვრეულ მდინარეში, დევის ახალშობილ ბახალებს , რა უნდა ?! გასაყოფად უნდა განეწყო . კლდის ყვავილებიც ისე ნაზები , ცისფერები და ვარდისფერები – დუმილით რამდენს ბაასობენ. მიკვირს როგორ ეკვრიან კლდეებს , მიწა არ ყოფნით , ცით სააზრდოობენ , მომეც მე   ამათი გაძლება . ხელის ცეცებით გიხსნი, მოგძებნე . აზრი სიტყვებს მაშინ აქვთ მხოლოდ , როცა გულის გზას ადგანან და გულის კარიც იღება მაშინ , როცა ავდარში მოხვდება მგზავრი . ცერა შუათითს , ამათ შუა საჩვენებელი: დაგორებული ხნულებიდან ამოსული ბინდის ჩრდილების პირუჩუმარ პრო