Posts

Showing posts from August, 2017

ყურსასმენის ჰიმნი

  საჯარო მოხელის მოხსენებით ბარათში უეჭველი შესატანია: თხოვნა, ლოცვა, მოხსენება - როგორც გენებოთ. ღმერთო, გკარნახობ, ვკადნიერდები მსურს რომ დავლოცო ყურსაცმელები. ქერუბიმნი კი უკეთ ახსნიან, თუ რატომ ლოცავს რიგითი საჯარო მოხელე ყურსაცმელებს, მათ უბრალოებას რად ასხამს ხოტბას სამუშაო დროს და რად არღვევს შინაგანაწესს?! იქნებ, ამიტომ, მე მოგიყვები, მე ვიქნები მაცნე ახალი, მე მოვყვები, თუ რაოდენ დასანანია, რომ დროს ვკარგავ ახლა ამაზედ: ვოი, ყურსაცმელო წითელო, რამდენ სიტყვას გადამარჩინე, რამდენ წყევლის შხამიან ისარს. რამდენ ზურგის შექცევას და ირიბად ხითხითს. როცა მიყვარდი, შენ, იესო და მამა ანდრია, ავისხლიტე და მაპატიე, თუ ხატებისკენ წამოვიდა ნარ-ეკლიან, მრავალწლოვან ბალახის მგვანი ქალის ენა და მიეჭყლიტა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, ზუსტად იქ, სადაც, ჩვილ იესოს ხელს ხვევს დედაშვილურად, სიყვარულით, სხვა სინაზით და სხვა სიკეთით, რომელიც საჯარო დაწესებულების თეთრ ოთახში არ იძებნება. აქ სიტყვების და აზრების ხაფანგებია, ისე ვერაგი, სიტ