Posts

Showing posts from August, 2018

მუცოს

Image

ახალი ამბავი

ეს პოეზია ჩემი არ არის, ჩემი არ არის სხვა ფესტივალი, ჩემი არ არის საერთაშორისო შეხვედრები, ვორქშოპები, თავპირისმტვრევა. ჯერ მე უნდა გავიზარდო, ჯერ მე უნდა მოვიცადო დავწურო სათქმელი პოეზიაში და ლექსად ვიქმნა ჩემში ყოველი. ჩემი არ არის ეს პოეზია, გარს რომ მომეკრა დაბადებისთანავე, რადგან დედაჩემი გაეპარა მამას გინეკოლოგთან აბორტზე და მამაჩემმა გამოგვიჭირა გაჩერებაზე. რადგან, მეოთხე გოგო ეს იმედგაცრუებაა ქართველი მამის და სამშობიაროს N პალატაში აღარ მოვიდა მამაჩემი ჩემს წასაყვანად. რადგან, ხუთი წლისას „დედაენის“ წიგნი მომინდა, ავეტირე უფროს დას და აღარ შემხვდა ნოლჯგუფში ძალით მისულს, არც წიგნი, არც ადგილი - მხოლოდ მაღალი კლასელების ზემოდან ცქერა. და დედაჩემის ხელით შეჭრილი თმა იმსახურებდა მუდამ ქილიკს მათი მხრიდან, თვალებიდან. რადგან, ყველა ბიჭი გამირბოდა, თმაში უხვი მოსავლის გამო, ტილების ფერმა ხარობდა ჩემი ხვეული თმის გაუვალ ტევრით. მე მათ არ ვხოცავდი და არ ვტოვებდი მათ სისხლს რვეულების თეთრ ფურცლებზე, რადგან სისხლით ნაწერი მეზიზღებოდა. მე ხ

გვიანი ზაფხული 2. ზღვის კაცი

Image
ზღვას დაატარებს შენი გული, როცა გისმენ. ტალღების პირით ჩურჩულებ ჩემ სახელს: ნატა, ნატა, ნატაა. პულსაცია - ჰორიზონტის დელფინების გადაცურვა, შუაღამისას მთვარის შუქზე. როცა ვმთავრდებით უნაპირობით, ნიჟარები ქვიშას ნატრობენ, თუმცა, მხოლოდ ცუდ ამინდებში, როცა თოვლია, როცა ზღვაზე ცხადდება შტორმი, როცა ზღვა, ისე მღელვარეა ნაპირებს ანგრევს - მესმის შენი გულისცემა.

ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობა

Image

გილგამეშის თვე

პურის სუნი აქვს შენს სიყვარულს, ეა. ოკეანეების შესართავია იგი, დედასთან დაბრუნებაა ( ამა - არ - გი ) . ახალგაღვიძებული ბავშვი დედის მკლავებში - ასეთია სიყვარული, შენ ჩემ მთავარანგელოზო, ეა. მდინარე, შემოდის, ერეკლე, ნამიანი ხელისგულებიდან. ვაშლის ყვავილივით აყვავდა ჩემი გული, ერეკლე და ჩვილის ღიმილივით მიმნდობი ვხდები, შენთვის, ერეკლე. შენს იქეთ აღარაფერია. ნელ-ნელა ერთმანეთის თითებში რომ გაგვღვიძებოდეს, როგორც ყვავილებს – სიზმრის ახდენა.

შაბიამნისფერი

თაღართან მდგარი ჩვენი პაპები,  თითქოს წმინდა მირონს ხარშავენ -  იდგნენ ჩუმად,  მხოლოდ ცას თუ ახედავდნენ შუბლზე მოჩრდილვით. ჩვენი პაპები,  ისეთ წამალს აყენებდნენ, თავადაც სვამდნენ,  როცა უჭირდათ. ვაზებივით როცა ხმებოდნენ.  მდინარის პირას, დაბალ თაღრებთან,  იდგნენ უბრად დილაადრიან, აღმოსავლეთის შეწითლებულ ცას გასცქეროდნენ - ვაზები, როგორც მორჩილი ცხვრები  იდგნენ ნამში და შველას ითხოვდნენ -  იწამლებოდნენ შაბიამნისფრად. ჩვენი პაპები, ბულბულების და კოდალების მესაიდუმლე  ჩუმი კაცები, ნაწისქვილარზე გაშენებულ ვენახის მღვდლები, გვდარაჯობდნენ,  სადაც გინდა წასულიყავი, შუადღის ხვატში, გამლღვალ ორღობეს, ვისაც არ უნდა წასწყდომოდი  წარსაწყმედელებს - მათი თვალები ყველგან გვწვდებოდნენ, ყველგან მოგვსდევდნენ, მათი მზერა მიწისქვეშაც ჩამოგვყვება. ახლა კი სოფლის განაპირას, ღვთისმშობლის საყდრის კალთაზე წვანან საღამოს მზეში ლივლივებენ ზედაშეების სიწმინდეში,  და,ამ ქვევრებს არასოდეს აკლდებათ ღვინო, საზიარებლად.