Posts

იემენი. მერცხლები

Image
თბილისში ნუში აყვავდა, ახლა მთაწმინდას წაეკიდა ცეცხლი უეცრად, წითელი ზღვის მეკობრეების შიში მითხარი, რამ გაგიჩინა?! გავარვარებულ ცაზე ჩნდება ნამდვილი ბოლი, ეს მზის ჩასვლაა საღამოობით. შაჰიდის ქალებს შენ თვალებში უყურებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამოიცნო ქამარს რამდენი ხელნაკეთი ბომბი ამშვენებს. სანაში ცხელა გაუსაძლისად, ალბათ საღამო მოსაწყენია, ვერც მოსაწევი შველის შენს დარდებს, რომ ვერ ბრუნდები ამერიკის სანაპიროზე, გესიზმრება ფილადელფია. შავი ზღვისკენაც არ მოძრაობს არცერთი გემი. -გადამარჩინე, მუხლზე დგახარ, სპეციალური დავალებით დატყვევებული - გაზაფხულია და თბილისში აყვავდა ნუში, ხანძარი ახლა მთაწმინდისკენ მიიწევს ცეკვით. მე შენ გასწავლი გზას, რომელიც დავიმახსოვრე, სპარსეთის ავი ყურეებიდან რითიც ბევრჯერ გამოვაღწიე, იქ, სადაც ვიცი იზამთრებენ ჩვენი სახლის შავი მერცხლები. მათ ისიც ახსოვთ, ახლა დროა შინ დაბრუნების, გამოყვებიან გემებს, აქეთკენ, აღმოსავლეთის ლეღვივით მდნარ სიცხეებს რომ გამოეპარონ, მათ მეკობრეთა შიში არ აქვთ, შენ შეგიძლია ჩვენ მერცხალსაც გამოაყოლო, - გადამარჩინე.

წმინდა თვის სული - (ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“)

მიხეილ ჯავახიშვილის წაკითხვა რომ შეძლო, ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ წაკითხული უნდა გქონდეს. ვასილ ბარნოვის გადაკითხვას თუ გადაწყვეტ ოთარ ჩხეიძე წაიკითხე.  ოთარ ჩხეიძის 24 რომანიდან  „ ბორიაყი “ 1974 წელს გამოქვეყნდა . არის ასეთი საკულტო ნაწარმოებები და მწერლებიც არიან ასეთები. ერის მთავარ გენეტიკურ კოდსა და სხვა, სულიერ კონსტიტუციას რომ განასახიერებენ სიტყვაში. არის ასეთი მწერალი ოთარ ჩხეიძე, რომელიც დროისადმი უშიშრობით გამორჩეული კალამი ჰქონდა, მისი 24 რომანიდან „ბორიაყს“ სხვა ნიშიც აქვს და რაღაც კიდევ სხვა, დიდისა და დიადის, მთავარისა და უმთავრესის, წმინდასა და ტკივილიანი ცოდვისგან გასხვავებული. მატარებელი თუ უფრო კია მზიდავი, განზოგადოებული ქართველი ერისა და კაცისა სულიერი საუნჯისა. აი, როგორ ამოუყივლია ილია ჭავჭავაძის კაცია ადამიანს, მიხეილ ჯავახიშვილის გივი შადურისა თუ ვასილ ბარნოვის რომანების სხვადასხვა სულების უკვდავ არსს  „ბორიაყში“. აბა, როგორო?! ჯერ მოდი ისიც ვთქვათ, რომ არის ფილმი „ნატვრის ხე“, რომელმაც თაობები მორალურად გამოაცოცხლა, გიორგი ლეონიძის მსუყე სიტყვამ ფილმში იხარა .

წერილები ოდისევსს

Image
  პოეტური კრებული, მეექვსე წიგნი ნატა  ვარადა  -  წერილები ოდისევსს

ნინო დარბაისელი-სტრონი - ჟურნალი ცისკარი, 2023, #2 - ნატა ვარადა

  ნინო დარბაისელი-სტრონი - ჟურნალი ცისკარი, 2023, #2 ნატა ვარადა ეს არ არის ჩემი პირველი წერილი ნატა ვარადას შემოქმედების შესახებ. რიგით მგონი მესამეა და სულ მეჩვენება, რომ ბოლომდე ვერ ვთქვი ჩემი სიტყვა, სათქმელი ამ უნიკალური ავტორის შესახებ. რაღაც ასპექტი, რაღაც მთავარი სულ მოუხელთებელი მრჩება. აი, ახლაც ახლიდან შევუდექი საქმეს და დარწმუნებული არა ვარ, წარმატებით დავძლევ თუ არა ამოცანას. ჯერ შევეცდები, როგორც იტყვიან, მოედანი გავითავისუფლო, ანუ წინასწარვე მოვიშორო ის მხარეები, პლასტები მისი პოეზიისა, რომელიც, ჩემი ფიქრით. არაფერს განსაკუთრებით საყურადღებოს არ გვპირდება. იგი წერს თავისუფალი ლექსით. მისი თავისუფალი ლექსი არ გამოირჩევა დიდად კომპოზიციისა თუ სხვა მხარეების ორიგინალობით, აღარ მახსოვს, რითმიანი ლექსი თუ განმიხილავს მისი ადრე. აქ მარტივად აღვნიშნავ, რომ არც კონვენციური ლექსია მისი სტიქია, თავისი უამრავი ფორმითა და გამოსახვის საშუალებებით. არც სათქმელი გვეძლევა, ტექსტში ღიად გაცხადებული... რაღა დაგვრჩა? - თითქოს არაფერი, არა? მაგრამ ნატა ვარადა

მაქმანები

Image
გამოდებული ვარ , ცასა და მიწას , სიყვარულის გაქრობის , გახლავართ ჯადოქარი ... არა , ოჰ , არა მორჩენისა , დაამების , ანაც დრამების , პირიქით - გაქრობის . როგორც ცირკის კლოუნი , ბაც , ბაც , საახალწლო ნომერი - სიყვარულის გაქრობა ერთი ხელის მოსმით . გულძმარვაა ერთად ჰაერის შესუნთქვა - მაინც რა საუცხოო ამბავი გამოცხვა . მე ვითომ შენთვის დავიბადე და გადაგედე სისხლნაკლებობად . დეკემბრის ჩუმმა გათენებამ როგორ ფრთხილად შემოიხედა გადახსნილ ფარდების ხავერდის ღიობიდან - ერთად თენდებოდა - ვითომ . და ვინმე თუ მოვა , ფრინველივით აფართხალებული გულით , მაშინ , ფეხისწვერებზე დავდგები , და არა ყირაზე , ხელებს მოვხვევ , მის ზურგს უკან გადავიხედავ , რადგან ყველა ბიჭს , თან აფრასავით მოყვება ერთი გოგო , ერთი გულისწყვეტა - იალქანივით , არც ერთ მომაკვდავზე ფეხით არ შევდგები , თუნდაც ფეხისწვერებით . შენ მოგქონდა ხელისგულებით უმძრახის წყალი და მე პირში ჩავიგუბე , დაე , ეს სნეულება იყოს

რუსები შვილებით თბილისში

Image
  როგორ ვსუნთქავდი ამ ქალაქში უშენოდ, პოეზიის და წერის გარეშე, ბედნიერებას შეთავსებით - შენ კი მაპატიე. ამასობაში, ათასი რუსი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა ქალაქის მთავარ ქუჩების გადაკვეთაზე, ზებრაზე, შუქნიშნებთანაც, თან სულ ქერაულვაშით, სპორტული აღნაგობით, ღია ცისფერი თვალებით პატარა აჩიკუდა გოგონებით - მელაკუდები, ნაქსოვ, ლამაზ ქვედაკაბებში. ესენი იყვნენ, აფხაზეთის მარადმწვანე ტყეებში, აყვავებულ   მაგნოლიებში, მწიფე ფორთოხლებში, მარილიან შავ ზღვაში ჩვენ შავტუხა ბიჭებს რომ ხოცავდნენ?! ესენი არ იყვნენ?! თუ ესენი იყვნენ, მაშინ როგორღა ახლა, როგორც ყვავილები, უჭირავთ ხელებით პატარა გოგო-შვილები. რატომ მოდიან ეს რუსი კაცები ძველი თბილისის ქვაფენილებზე, თან გამოუწვდიათ პატარა მელაკუდები, ხორბლისფერა მხიარული ბაიები. მივხვდი, მათ სურთ პატიება გამომთხოვონ. როგორც მე შენ, როცა ერთხელ დავიბრალე, რომ უდარდელად შემეძლო ამ ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თვალი ამერიდებინა გაძინძგლული კაცისთვის, როცა ის სკოლის მოსწავლე გამხდა

თოვლის ლეოპარდები

Image
" არ ვიცი ვის დავურეკო . არავინ მახსოვს ".   Forever Tango - A Evaristo Carriego - Carlos Gavito & Marcela Duran თამაზ ბაძაღუას     წარმოიდგინე ?! წარმოიდგინე , რა ამბავია , დიდი ხნის მერე , დიდი ხნის შემდეგ : თავს აღწევს დახრუკულ სიბნელეს , გამთენიას ამოდის აწურული სხეულით , თითქოს ემალებოდეს ვინმეს , რომ თავიდან დაუძვრეს . კიდევაც იცოდეს შენსკენ გადმოხრილმა - მწვანე კუნძულზე , დამლაშებულ შავი ზღვის სიახლოვეს , რა მშვიდად გძინავს მომღიმარს , გადამწიფებულ ფორთოხალივით ქალთან . წარმოიდგინე , წარმოიდგინე ?! როგორ მოირწევა ხავსიან სამოსით , თოვლის ლეოპარდები ახატია მწვანე კაბის საზურგეს . თავდაღწეული ლაბირინთის ფსკერს , დიდი ხნის მერეღა , თითქოს შეხვედრამდე , ის უკვე მიხვდა - თუნდაც , რომ უკან არ მოეხედა , ან უფრო ადრე გამოპარვოდა მინოტავრის ჯავშნიან გონებას , სხვადასხვა განზომილებაში დავრჩებოდით - ო , სხვისად .   ასევე , ის ამბავია , რომ .. გ