უთხარი რუსიკოს, იცოცხლოს. (ბავშვობაში, თხილების ბაღი გვქონდა და იქ ვბოდიალობდი. ერთხელ მეზობლის ნაკვეთში, თმაგაშლილი გოგო დავლანდე. ხეებს ეჩურჩულებოდა. თქვეს რომ ქალაქში შეაცდინეს და გაგიჟდა. ადამიანებს აღარ ელაპარაკებოდა. ჩემთან რამდენჯერმე მოვიდა, შუაში მავთულბადე გვყოფდა, მე ამდენჯერვე შემეშინდა და გამოვიქეცი) დრო შეიცვალა. ახლა არავინ თავს აღარ იკლავს, თუ საქმრომ ქორწილამდე მიგატოვა, ახლა ეს არ ითვლება ტრაგედიად - ერთ ღამის შეშლილს, უთხარი, რუსიკოს, მოეშვას მინდორ-მინდორ დარდის ფანტვას, დაჯდეს სახლში და გამოგავოს, გარეცხოს დედის დატოვებული თავისი სამზითვო ბალიშები. მატყლი მდინარეზე ჩაიტანოს, მზეზე გაშალოს და მერე პენტოს. ხალხმაც დაივიწყა ჩვევა, სირცხვილია - თითის გაშვერა შუა მოედანზე მზერების, წყევლის ცეცხლის შემონთება, უთხარი, რუსიკოს იცოცხლოს. პეპლები მისი მართალი დობილები, თეთრები, ჩიტები, მისი ბეღურები, ერთგულები, ხეები მისი გულისნადების ნაყოფებად გამომტანები, უნდა თვითონვე მიატოვოს, ადამიანებს დაუბრუნეს, უთხარი, მოდებულია სოფელს რუსიკოს ლოყების