Posts

Butco

Image
2010.07.28 სიტკბო ჩაუდგა და სითხე გასდის გადამწიფებულ ლეღვის ნაყოფებს, სდის თეთრი წვენი - რძეა, აპურებს წყალქვეშ ნამყოფებს. შიშველი ტერფით აბიჯებ ქვიშრობს, სურნელი ქვევით ქვესკნელში დგება - მღვრიე ოფლის და დაქცეულ თესლის. მზესუმზირები მზეს იწურავენ მოჭრილ თავების გვირგვინებიდან. მთვარე არსიდან დაგვნათის. ვიწვებით ყინვის სიჭახჭახეში და დემონთა ხორკლიან ენებს ვახვედრებთ ტყავ ახეულ ძვალ ხელის გულებს. ჩვენ, ბეწვის ხიდზე სისხლდენით დავდნით. ჩვენი ორგაზმები საშოდან ამოლოკეთ. ახლა კი როგორც ჩვილნი, ვჩხავივართ და უცხოები კალთას გვისვამენ, რომ ამოვჩიჩქნოთ ჭანგებისგან ამძვრალი ხორცნი. ჩამოაღწია შენმა სუნმა. ცხვირის ნესტოებს ვბერავ მიყვარხარ - ძუძუს დვრილები გადამეხსნა, ხსენით მევსება მდის. ნედლ ფიჭვს ხომ ისევ დასცვივდება ბავშვივით ნაყოფები. გადაღმა ხე და ბუჩქი, ბალახი გახმა. ხმა: მე კი ვირწყვები, შენით ნასუნთქი ჰაერიც კი ნოტიოვდება.

ჯერ ხეები, ქვები. მდინარეები. ჩვენც

Image
ივლისი. გაჩვილდა შემოდგომა. - ჯერ ჩვენ - შრიალებენ ტანწვრილი ნეკერჩხლები. ქვებიც დათლილები, დგანან გვდარაჯობენ. ასე ჩამოქანცულ დილას ამ ზაფხულის გვერდი ავუარე, ალვას ავაცქერდი. თავი მოწიწებით მერე დავუხარე, მე ხომ ისევ მახსოვს, შუა ბავშვობაში, ხევთან მდგარი ალვა უყვავილო, ფოთოლს ათი ათას ერთხმად აამტვერებს, მამის განრისხებულ გულს რომ გააყოლოს: ერთი. დაკვრა. მეორეც. აცდეს გოგოს ცრემლი. ცულსა ცუნცულასა ტარი გადაუტყდეს. ქვები?! პაპის ძალას ქვები აწონიდნენ. თავს აიმჩვილებდნენ. როცა გწამს ისევ მოგყვება ჯანი და ქვებსაც გადაზიდავ ბაღიდან ეზოში - ესე იგი ცოცხლობ. აქ: მშიერი ლეკვივით ავეკარი მღვრიე მდინარის დამშრალ კალაპოტს. იქ: დედაჩემი უეცრად გამიბავშვდა. ჯიუტად მოითხოვს, ტკბილეულს, გასართობს. უკბილო - მხედავს და გულღიად იცინის - მე უნდა ვიშვილო! ტანით ვგრძნობ: ივლისი. ჩვილდება შემოდგომა. მორჩილად ჩაბრუნების უსულო მდგომთა იწყება სპექტაკლი- ჩვენთვის, სულიერთა გადაღლილ არსებების, ადამის ცოდვიან მოდგმა-ჯილაგისთვის. 2010.17.07

Marka. საკრის მეორე მხარე

Image
დელფოს ორაკულს სარკოფაგდახშულს შავუხრწნელი სხეულით გაუმჭირვალე ჰაერია. თეთრი ფრთის ბუმბული _ პარანოია . ნაცრად სიტყვები დავბადე , ფიჩხის კონა მოვიგროვე ხელისგულებში , გავრბივარ ტაფობისკენ დამშრალ ტბასთან დასახლებულთა ჭერახდილ კოშკში , თმამოკვეცილს   აჩეკინებ გველწიწილებს .. სხვა გზა არც ( მ ) აქვს .. ხმა არ გაიღო , სიზმარია გამო, იფხიზლე : დაცვივდა ნედლად აგროვებული წკნელები - სიტყვა , რაც არ გითქვამს , მიყვარხარ , კოცონი შემომხმარ გულით დაინთო .. არ დაგავიწყდე ! არ დაგავიწყდეს , ჩვენ წყალში ვცხოვრობთ და ხმელეთი ფსკერი არის წყალმცენარეთა მყიფე ნიადაგი და ჩვენი შვილები ქალწულს რომ ჩამესახნენ და დაუგრძელდათ კიდურები, ეს მახინჯი ქვირითი მოგეც საჭმელად ყლაპე , ყლაპე გადაგეყლაპა.   ამოგაზიდდა და მოედვნენ აისბერგების ოკეანეს , თეთრ ტაიგას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ ციმბირული ნაძვებია ჩემი ჩვილები, იასონ ! წყლად მესიზმრე. ისევ , ისევ ისე , ცხადში ფიქრად გადაგჭერი , სიზმარში დროც კი გაიყინა . არაფერი ...

კათაკმეველთა

Image
ხმა 1. სოჰრაია ჩვენ ხორცი გვესხა, სანამ ვიყავით. დღეს თხელი ძვლები, თეთრ გარსაკრავით გრძელი თმის ბეწვით გადავიფარეთ. ნაქმარისაკენ დედაზარდლიან სოფლის მოედნამდე დაწყობილან ქვა ღორღიან ხელისგულებს მალავენ უკან. ზიზღის მზერებით, ანგელოზებად გარდავისახეთ. სოჰრაია, აი მე ვარ, ეს ხვეული, გრძელი თმით და შავი კანით, მოღალატე და დედობა წართმეული, არას ვდარდობ - უკანასკენლ წამსაც, როცა განვეშორე სულით სხეულს - არას ვნანობ - მართალი ვარ. ჩემი ოთხი შვილით ვდგავარ მეუფის წინ. ორი გოგო, ორიც ბიჭი. ოთხი ფრთა მაქვს, სხეულს ვწონი - თეთრი ძვლები მდინარის ქვეშ - სული ზეცას. - ცეცხლი რომ დაენთოთ შავ-შავი მორების მოზიდეს ტყეები, ბიჭებმა შავტუხა კლდე-ღრეზე, საცალო ბილიკს გაუტიეს პატარა გუდებით გამოზიდეს სიპი და წვერ თლილი ნაშალი. პატივი - პირველად მიუგდეს მამილოს, თან სიტყვით. წყევლაა. სიკვდილი წინ და წინ, წინდაწინ - ტკივილი განელდეს. ჩვენ ვიცით. ერთმანეთს თვალებით ვუღიმით. მადლობა. და მერე შვილების აცდენილ ქვებს შორის ცრემლები სისხლამდე, წითელ ალისგან ალესილ ხვატში გაწოლილა დედაზარდლიან. სოფელი, რა ენა გრ...

***

Image
რადგან მე მოვკვდი ჩემი მკვდრები დაბრუნდნენ სახლში, ძველ სკივრებიდან ჩრჩილნაჭამი ტანსაცმელი ცას გაუფინეს, მერე მოირგეს. ნასხვისარივით ეკიდათ ტანზე, გამხდარიყვნენ წოლით მიწაში. ხორცი მაინც ამოესხათ - გასანთლული თითები რომ შემახეს თმაზე, იმ ცარიელი ორმოებისკენ გავიწიე, სადაც ერთმანეთს სხეულს პურივით უწილადებდნენ.

ანგელოზად ქცევის გენოგრამა

Image
კლასობანა ვის უნდა? ვის უნდა კლასობანაა - არავის. ვისია ვისია ეს ბალღი - შავ-შავი დედაბრის უკბილო. თავშალით. ძაფივით თვალები ამოყვნენ მოგუდულ ხმის ბგერებს - ამაღამ გამოვშუშდები. ვისია ეს ბალღი, ეს ბალღი ვისია?! დილაა. ქალაქი მღვიმევში ჩაითრევს წყალივით მოდონდლო არსებებს, ჩაიხვევს შეიწოვს და მერე, აღმართზე მზეა ან შეშრობა. სხეულით როგორმე ატარო ცოდვა და ვნება და სხვა ბევრიც, ტელეფონს შინას თუ გარეთას დუმილი დაედო სასჯელად, ელფოსტის ახალი გზავნილი ციფრების გარეშე. ვისია ეს ბალღი, ქალებო, ეს ბალღი ნეტაი ვისია?! მომყვება შავ-შავი თვალები უსახო ბებერი ქალისა და ხმა კედლებზე ხავსივით ექოა! ციგნების ქალები ბავშვებით ზურგზე და პარმაღზე თოვაა. ციგნების პალატკებს ჩამორჩი - მეჯერა, ან იქნებ მართლაცდა, დამტოვეს.. არავინ დღეს აღარ გიკითხავს, რა დროა, სადა ხარ, იქნება, მიწაზე ფეხს ვეღარ აკარებ, ცალფეხზე დგომაც კი მოგბეზრდა, იქნება, მეზობელ ქალაქში, სადგურზე წითელი ტუჩსაცხით, აჟურულ კოლგოტკით ქუჩისკენ მძღოლები გაძლევენ მოწმობას შენც გასცემ.. იქნება, ხურდისთვის, თავჩახრით დგახარ ხელ არა. არც ენა. ცალ ...

ავთენტურია

Image
ამინდი იცვლება, მდინარეც მოდიდდა. აცივდა. რუკა აქვთ გაშლილი მოგზაურთ; ვიშ, დედი, ვიშ, ქა. - პასკა, პასკა ცხვი. ქალაქი დაფარა ღრუბლების, გაფანტულ ფარას ჰგავს. ვიშ დედი, ვიშ ქა. ცად. - პასკა, პასკა ცხვი. ბარაბა, ბარაბამ, ბარაბაას - ბრბო ჭექს და.. ბიჭები სამჭედლოს ქურასთან კაცებს ახალ ამბებს აცნობენ: მამილოო, უცნობი ცისთვალას ჭრილობთა ნაკვალევს გავყევით მალულად, ბილიკებს. ნაპირებს. ტროტუარს სისხლი ყვავილებად დაემჩნა. მჭედლების, ლურსმნებს რომ სჭედავენ - ხელები ჰაერში შეშდება. ალი ლუ ია - ცისთვალა, ცისთვალა, ცისთვალა, საათი ექვსია. დედაოო. ვიშ დედი, ვიშ ქაა. - უბრალოს თვალი მოვკარით. მითხარით - პასკა, პასკა ცხვი. შვილი დავკარგე ქალებო, აქეთ არ ჩამოუვლია?! გამო-ცხვა.