Posts

რელიეფი „პიეტა”

Image
ეს დღეც გადავიდა ყირამალა, მკლავები ერთმანეთზე გადახიდე - ქურუმმა აღსავლენი მოიხადე, თუ ეს ქალწულობა სახადია. მზის გარდა ვერც ვერავინ შეამჩნია. სანამ მიწისმიღმა, ცხენის ძუას გამოგაბამენ და თმით გათრევენ შენ უკვე ცათამიღმა გადასულხარ, სურვილს უკანასკნელს შეუსრულებ მამას, აბა რაა, ნაბოლარა. მზერა მიღმიერში გადამალე, მოხუცი უცინარი ვითომ ფშვინავს, შენი იარაღი - ჩუმად ყოფნა, ყველა დანარჩენი განზე დარჩა, არცერთი ბგერა აღარ დაგცდა, კვარცხბეკზე თმა რომ გაიშალა, თითქოს ბაღს ატამი აუყვავდა, პირველი მზის სხივი მოშიშვლებულ ოქრომკერდს დაეცა, უეცრად და სასახლის ცისარტყელა კარიც გატყდა. ბოლოქანქარა ბიჭო-გოგიები, მოლაღურებია სამოთხის ჩიტები, დანარჩენნი გალობენ, გალობენ, დილაა და ზღვათა და უდაბნოთა ქართა ქარიშხალთა მიღმა კიდევ ერთი ნაბოლარა ტაძრის მელნისფერ მარტოობას საკმევლის კვამლით მალავს: შენ უკვე ცათამიღმა გადასულხარ, ყვითელი ზამბახები დამშრალ გუგებიდან ამოდიან - მეომრებს დასახევი რაღა დარჩათ.

Sacrkal nirvana

Image
ორ დღეს პირი არა მბანა დედამა ჩემმა. ყველა გვერდს მივლის გვერდს ჩამივლის არავინ. გათოვდა. მთა ალუბლად აყვავდა. ამ ღამის დღესა გამასწარი. პატარ-პატარა ბიძგებით, დიდი სიკვდილები დამიმსხვრიე, პრიმიტიულად და ყირამალა. ორ დღეს პირი არა მბანა დედამა ჩემმა ყველა გვერდს მივლის გვერდს ჩამივლის არავინ. მინდოდა მტერი –ადამიანი. აგურის სახლების, ყველა საბუხრის მოჩვენებას გლამურ-გამურულ ჟესტებით გაეშვი თვალები ამდის შუბლზე ან ზურგზე ხელად მაჩნდება. დამცინ-მხარხარებს, ყველა კატა და ყველა ძაღლი, გამზრდელ ვიტამინებით გაჭყეპილი. რად მინდოდა მტერი - ადამიანები?! კედელ-კედელ. ორ დღეს პირი არა მბანა დედამა ჩემმა ყველა გვერდს მივლის გვერდს ჩამივლის არავინ. ჩიხ-ჩიხ, ახლა უკვე ფრთა აშლილსა ვეღარც მნახავ, ვეღარც გნახავ. ამ ქალაქის გზები აღმართ-დაღმართისა, დაივიწყე. რა კარგია, ჩაესახლე ახალ სამყაროს, შეხვედრის შიში გადამფრენ ჩიტებს გადაყვა, სული სულ. რა უთავბოლოდ ერთმანეთში ვიკარგებოდით სულ-სულ ჩიხია.

ese

Image

ტვიფრი

Image
ნინო სადღობელაშვილს „თავშესაფარს“. მცხეთაში, სამეფო ბაღის მცველის სახლში 9 თვიანი ცხოვრების შემდეგ წმ. ნინო გავიდა ქალაქის ზღუდის გარეთ და დაბინავდა ერთ მაყვლის ეკალ–ბარდით შებურულ ადგილას. იქ შექმნა მან ვაზის ნასხლევისაგან ჯვრის გამოსახულება და ფარულად ლოცულობდა სამი წელი და ახდენდა მრავალ კურნებას (დღეს სწორედ იმ მაყვლოვანის ადგილას არის ზემო ეკლესიის, ანუ სამთავროს საკურთხეველი). ამ ხნის განმავლობაში, სასწაულებრივი კურნების ძალის წყალობით, წმინდანმა დაიმოწაფა შვიდი ქალი, რომელთა შორის იყო სიდონიაც, აბიათარ მღვდლის ასული. მასწავენ მე, თუ ვითარ ვმსახურებდე მას სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ღმრთისმოსაობითა პატივსგცემდე შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უფროსადკურთხეულო მარია! შენთა წმიდათა ლოცუათა შევვედრებთ თავსა ჩემსა ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისასა. ამინ. ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „შეუწველი მაყვალი“ შემოდგომაზე, უჟმური და მოჟამული დღეების, კვირეების და თვეების განმავლობაში, მუხლუხიანი ტრაქტორით ბინდში ბრუნდებოდა ხმაურით და მიწაზე კბილანების კვალს ...

ეს იცი

Image
ეს დღეებია, პალიასტომის ტბაზე ფრინველების დიდი გადაფრენაა. კრასნოდარის მხარეში ყინვებია, ჩვენთან კი სითბოა და მათ აქეთ გადმოინაცვლეს. კარავი.ჯი ყვითელი ბურთი ჩაქრა /არც კი ვიცი/ ამოვიდა ეს სიზმარი საწოლის რიკულზე?! იქნებ, ის ამბავი, ერთმანეთისთვის მოსაყოლი რომ დაგვრჩა /თუ ზაფხულის ვაშლივით შემოვინახეთ/ ზამთრისთვის ბუხართან ჩამომსხდრებს, მორიგეობით, ორი წითელი მხარე ჩამოგვეთალა და გვეყურებინა ცეცხლის ენებისთვის, გვესმინა თოვლის სიჩუმესთვის. მარტო ვიღვიძებ ან ჯერ კიდევ, ღამის განათებადარჩენილ გარეუბნის მოღრუბლული პროფილის შემხედვარე, რა ამბავია: ან რატომ? რატომ უნდა გამახსენდეს, მაინც და მაინც, ძილის წინ მოსაყოლი, რომ ვერ მოვასწარით, /ერთმანეთისთვის გადაგვეცვალა ერთმანეთში/ და ზამთარში ხეზე შერჩენილ ნაყოფივით, გადამწიფდა - დიდი ხნის წინ დაგივიწყე. აი, ამიტომ, არც კი ვიცი, მქონდა კი შენთვის რამე მოსაყოლი მით უმეტეს ძილის წინ?! და ამიტომაც, ნიჟარაზე მეტად დაკირული მტევნებით, სიბნელეში, ამ დაკირული მტევნებით, ონკანს ვაღებ და წყლის ჭავლს ვატან სიზმარს ამ ღამისას, რომელიც გგავდა. დილის სუსხი...

ჭალას

Image
რამდენ რამეს ინახავს ჭალა, ჭალა ზამთრისა. რამდენ შეხვედრას, რამდენ ჩუმ ტირილს. რამდენი კაცის გზაში დარჩენას. ეს ხეებიც, ფითრის, შავ დარდის, უნდო სახლებით გადავსებულნი, ხომ მაინც დგანან, სხვა მოგონების ერთგულ დარაჯად?! კენწეროებში ჩახიდვიათ მწვანეთვალება, მოქვითქვითე გამლღვალ ყინულად. მთვარე ძველი და მთვარე ახალი, დღენაკლული და მუცელგავსილი, ჭალაში დადის ერთი ცალი – აგროვებს შეშლილ მარტო სულებს და ალიონს გათქვეფილ მზედ ზეცას აბარებს. გზა აგრევია, ამ ჭალაში წინაპარო, განა ღმერთი შემოგკვდომია? აბა, ასეთი რა არცოდვისთვის, ვისჯები განა?! ან ბილიკ-ბილიკ, ხან ხეებ-ხეებ, მოიძურწება, თავის დროს ელის. წლევანდელი. სამი ყმაწვილის გულისპირად. ტბას დაემჩნევა. გაზაფხულია პირშეწმენდილი. ტყიდან ჩამოკრეფილ პირველ ყოჩივარდებს ჩამოყვებიან ბავშვის თვალებით. ჩვენ ხურდებად გამოვისყიდით. იესო. შენაც, ჯვარნაცვამი. იქ, ტბის ნაპირას მდგახარ ხალხში. თვალიდან თვალში ცრემლგადარგული. ხევებიც ნისლებჩაყლაპულნი, გამშრალტბის ხახა დაფჩენილი. იესო. შენაც, ჩუმი, ჩუმი. მზის ამოსვლისას, ამ ჭალაში, მეც გავერიე მონატრებად, მოგ...

პოეზიის კუნძულის სამი ქალთევზის მემკვიდრეობა

Image
მე შენ არ გეტყვი მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან. ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს? ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს. ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს; სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს. ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად, მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად! [ალექსანდრე ჭავჭავაძე] მარიჯან *** თავი დაიხრჩო სიმხიარულემ თავი დაიხრჩო სიმხიარულემ ჩემს ბრინჯაოსფერ შიშველ მკლავებზე, როცა შევნიშნე, რომ დაფარულად შენი ღიმილი სხვას შესთავაზე. ხომ იცი, ვგავარ ველურ წარმართებს და სურვილები მძლავრად მერევა... მაშ, როგორ ფიქრობ, მე ვინ წამართმევს შენს თავს და შენთან ბედნიერებას? მრავალ სიმებით გადამეხლართე თერთმეტ ზაფხულის მზიან რკალებით... და როცა სხვასთან ღამეს გაათევ, მიცქერ ნაცემი ძაღლის თვალებით. ო, მე ეგ ხედვა ძლიერ მაღონებს და მაგონდება დრო შორეული, ჩემთვის წირავდი ქართულ მადონებს, და მიცქეროდი წყალმორეული. მე მახსოვს შენი სხვა გამოხედვა, მშვიდ...