Posts

ღმერთუნახავები

Image
RmerTunaxavebi hanmeti xanmetebis gerad iTvleba, oRondac amaTma dedam moyara eseni, TviTon ki mamis saxlSi daxvda. xanmetebi jer mosulebi ar iyvnen, yrmobaSive gamoumJRavndaT nayofieri, uxvmosavliani miwebiken ltolva da gaZlierebuli gravitaciis unari. erT adls ise ar datovebdnen, Wridnen da zed ikerebdnen. Tavis saxels rom daarqmevdnen, mere mis SemoRobvas iwyebdnen. Hhanmetas mamisgan datovebul sakarmidamos qorebiviT utrialebdnen, magram hanmeti ris hanmetia, ixtibari waixdinos. misi mTavari ambavi isaa, rom jer daZinebuli aravis unaxavs, TviTon ki Tavis Tavs cota ucnaurad kia da RmerTunaxavad moixseniebs. ase ambobs, RmerTunaxavi me miwaSi ar Cavalo. ki arigebs xanmetTa uxucesi xucesi, Tu ar Caxvedi, RmerTs sada naxavo, magram araferi esmis hanmets. auRia Tavi, auRerebia da cas aSterebuli Tvalebs sulwawymediliviT erT adgils ar aSorebs. xan naklebi CiCini sWirdeba, xan meti, magram mainc Seayare eTers tilia Sedegi. xanmetebi miwis Tvaluwvdeneli adgilebis kacebad arian saxe...

მუნჯის ენა

Image
მუნჯის ენა დედაო , ამომედგეს ისევე ენა , ბგერები ერთმანეთს გადაებას , თოკზე თვალდახუჭულს უჯოხოდ გამეარა . ცერა თითი ნეკასთან: მომყევი ! შუა თითი არათითს: წვიმის ხმაა , სუნიც მიწას ასდის ბალახის . გადამეყლაპა სულ შემთხვევით ზამთრისპირს   ენა , ხელის ცეცებით   მოგაგენი კი არ განიშნებ , არც გესალმები , თითით გიჩვენებ ( ცუდი ჩვევაა ) ეს ჩემს ენაზე ვლაპარაკობ . თვალი დამიგდე . არათითი ხელისგულს: ორ ლოდს, ამღვრეულ მდინარეში, დევის ახალშობილ ბახალებს , რა უნდა ?! გასაყოფად უნდა განეწყო . კლდის ყვავილებიც ისე ნაზები , ცისფერები და ვარდისფერები – დუმილით რამდენს ბაასობენ. მიკვირს როგორ ეკვრიან კლდეებს , მიწა არ ყოფნით , ცით სააზრდოობენ , მომეც მე   ამათი გაძლება . ხელის ცეცებით გიხსნი, მოგძებნე . აზრი სიტყვებს მაშინ აქვთ მხოლოდ , როცა გულის გზას ადგანან და გულის კარიც იღება მაშინ , როცა ავდარში მოხვდება მგზავრი . ცერა შუათითს , ამათ შუა საჩვენებელი: დაგორებული ხნულებიდან ამოსული ბინდის ჩრდილების ...

ფოსტოგრამა

Image
და ასეთ დროს მარტო შენ მჭირდები და შენ საერთოდ დედამიწაზე არ ხარ. Mr.N ძილ-ბურანია გარშემო. არჩევანი ბეწვზე კიდია - ორი ყუნწი, ორი ხავსი - ანკესივით ჩაგდებული დამშრალ ტბაში. მას ტალღები ელანდება, ჩრდილად ადგია წყლის მოწყდომა, მან იცის რომ სიზმრების აცხადება ისე უბრალოდ არ ხდება. უნდა გაიღო გასაღები, უნდა გაიღო, თუ გინდა რომ ჩაგიდგეს წყალი, უარყოფით კი რას მიაღწევ, ხიდზე მდგარს რომ სათამაშო ჩამოგემგზავრა ხისპოლინო, ხისგან გამოჩორკნილი ბავშვი - მიწა უყოფს პირს თუ ცა, ერთია მაინც, ხელს თუ კრავ, ხელისკვრით ვერც იმას შეირჩენ. მოხმობით ძელიც კი მოისხავს ყლორტებს, სურვილი თქვი შენ: სამიდან ერთი მართალია ეს უკვე მოხდა. გამოიძახე ალვის ხე და შენი სახლის წინ, ძელად ჩარგული, დღეს ხედ ხარობს, თუმც უნაყოფო. დაკეტილია პორტი, რადგანაც, გამოაცხადეს: ელოდეთ გრიგალს. ტალღები მშვიდად მიირწევიან, ღუზაჩაშვებულ გემივით ვდგავარ. თითისტარს ბამბის წვრილი ძაფივით ეხვევა სული, რა მორევია, ღმერთუკეებს უკან მიაქვთ სიტყვები, ქამანდები. მავრონერის ჯადვარები თუ გახმებიან.

ოფოფ(ებ)ის გაცოცხლების საათი

Image
ღამეს ალუბალი ძილში უაყვავდა, ყვავები შეესიენ დასალიერს - დათბება უკვე. ახალაშენებულ  უნივერმაღის ვიტრინის  მინას თოხლო დისკო გაედღაბნა - ერთად აწიკწიკებულ ათასობით კედლის საათის სარქველი ათასფრად დაიფანტა იატაკზე. სკოლის გაცდენა აღმოჩენად მივითვალე. აქ დროები არეულია, დედამიწის განედიც და ორი პოლუსიც, ჰორიზონტი, პორალური ღამეებიც, ამ ოთხ კედელს შორის მოთავსდა. არჩევანმა  გვერდით ჩაიარა, ღარიბულ ქოხში დასახლდა. ჰო, ჩვენ გვქონდა  მრგვალი, ყვითელი თუ კი გაქვს ერთი.  რა საჭიროა, მეორე თან ისიც კედელზე, ისიც გაკრული. კლდე სიტყვების იქეთ დიდი ტრამალია, გაბედავ, გახვალ, ივლი და ივლი, თუ. თეთრი მგელი თავის ლეკვებს არ ასეირნებს უმთვარო ღამეს, ბუკნაჭოტი სულებს არ დასდევს ბინდის პირზე მაშინ. ისევე პირუკუ დგახარ, დაგიღამდება. არადანი ნიშნავს წაგებას. ცოცხით მფრინავ კუდიან ბებერს, რომელიც სულაც არ არის უშნო, ის ბალახების ნახარშს იღებს ყოველ უზმოზე, გაფუებულ ქალწულივით ტყის ბილიკებზე ფრთხილად მავალ მონადირეს დაემგზავ...

:(

Image
წამომაყენე დედა, ბავშვი თუ ტირის, მაშინ მაინც, შემიხსენი ორივ მაჯაზე, სტერილური თეთრი ბინტები, შეშლივით წევს მიცვალებული და ივედრება - შია ჩემს შვილს, მინდა ვაჭამო - უფარდო სახლში გაურბიხარ უსაშველობას, ეზოში ჩხიკვი ხმელ ქერქებისგან იშენებს ბუდეს, ნუში კი განზე გამდგარა და თავშესაფარში ჩაბარებულ მშობელივით. სიბერისგან ჩუმად ყვავილობს.

რელიეფი „პიეტა”

Image
ეს დღეც გადავიდა ყირამალა, მკლავები ერთმანეთზე გადახიდე - ქურუმმა აღსავლენი მოიხადე, თუ ეს ქალწულობა სახადია. მზის გარდა ვერც ვერავინ შეამჩნია. სანამ მიწისმიღმა, ცხენის ძუას გამოგაბამენ და თმით გათრევენ შენ უკვე ცათამიღმა გადასულხარ, სურვილს უკანასკნელს შეუსრულებ მამას, აბა რაა, ნაბოლარა. მზერა მიღმიერში გადამალე, მოხუცი უცინარი ვითომ ფშვინავს, შენი იარაღი - ჩუმად ყოფნა, ყველა დანარჩენი განზე დარჩა, არცერთი ბგერა აღარ დაგცდა, კვარცხბეკზე თმა რომ გაიშალა, თითქოს ბაღს ატამი აუყვავდა, პირველი მზის სხივი მოშიშვლებულ ოქრომკერდს დაეცა, უეცრად და სასახლის ცისარტყელა კარიც გატყდა. ბოლოქანქარა ბიჭო-გოგიები, მოლაღურებია სამოთხის ჩიტები, დანარჩენნი გალობენ, გალობენ, დილაა და ზღვათა და უდაბნოთა ქართა ქარიშხალთა მიღმა კიდევ ერთი ნაბოლარა ტაძრის მელნისფერ მარტოობას საკმევლის კვამლით მალავს: შენ უკვე ცათამიღმა გადასულხარ, ყვითელი ზამბახები დამშრალ გუგებიდან ამოდიან - მეომრებს დასახევი რაღა დარჩათ.

Sacrkal nirvana

Image
ორ დღეს პირი არა მბანა დედამა ჩემმა. ყველა გვერდს მივლის გვერდს ჩამივლის არავინ. გათოვდა. მთა ალუბლად აყვავდა. ამ ღამის დღესა გამასწარი. პატარ-პატარა ბიძგებით, დიდი სიკვდილები დამიმსხვრიე, პრიმიტიულად და ყირამალა. ორ დღეს პირი არა მბანა დედამა ჩემმა ყველა გვერდს მივლის გვერდს ჩამივლის არავინ. მინდოდა მტერი –ადამიანი. აგურის სახლების, ყველა საბუხრის მოჩვენებას გლამურ-გამურულ ჟესტებით გაეშვი თვალები ამდის შუბლზე ან ზურგზე ხელად მაჩნდება. დამცინ-მხარხარებს, ყველა კატა და ყველა ძაღლი, გამზრდელ ვიტამინებით გაჭყეპილი. რად მინდოდა მტერი - ადამიანები?! კედელ-კედელ. ორ დღეს პირი არა მბანა დედამა ჩემმა ყველა გვერდს მივლის გვერდს ჩამივლის არავინ. ჩიხ-ჩიხ, ახლა უკვე ფრთა აშლილსა ვეღარც მნახავ, ვეღარც გნახავ. ამ ქალაქის გზები აღმართ-დაღმართისა, დაივიწყე. რა კარგია, ჩაესახლე ახალ სამყაროს, შეხვედრის შიში გადამფრენ ჩიტებს გადაყვა, სული სულ. რა უთავბოლოდ ერთმანეთში ვიკარგებოდით სულ-სულ ჩიხია.