Posts

ანგელოსი ესმა ონიანი

მწიფე სუნებით გაბრუებული , მე გრძელთმიანი , საზიზღარ ქვეწარმავალივით მივიზლაზნები შუადღის მზეში , დამდნარ ასფალტში . სად გინდა გასვლა , როცა მარტოობა მხოლოდ სასაფლაოზეა და წიგნების მაღაზიაში . დღეს , ურმებზე დაბარგებულ გლეხების ცნობისმოყვარე მზერის არ მაქვს სურვილი , ისინი, ჭუჭყიან პატარებთან ერთად , ყურძნის წვენით გათხუპნულები , მიყურებენ მე - მოჩვენებას , რომელიც საფლავის ქვებს ეფარება . დღეს წიგნის დღეა , მაგრამ ნატალა ტუჩაბზუებით და მტრულად მიცქერს , მისი ანზორი დახლის ქვევიდან ნეკა თითზე წაზრდილი ფრჩხილით პერსონაჟობას იხდენს - ჟანრი უცვლელი. თუმცა , იმ დროს , აბა, რა ერქვა , საშინელებათა?! მიამიტი დედინაცვლის ასულები . გუდიანი კაცი , გვრიტების შემგროვებელი . მაგრამ , წიგნებისგან შორს , ჩემს ქვეყანაში ქუხდნენ მთები, ზღვას კი ქვიშა გადმოსდიოდა . იყო ომი, და ჯარისკაცები , დაუმარხავნი იწვნენ ცის პირას , ბედის ანაბრად. „ თეთრი სტუმრები “ - ჩუმი წიგნი . აი , რა მსურდა . წამოვედი და შემოდგომის საღამოს , დავემალე იქ , სადა...

ფიჩხს აგროვებენ დემონები გამხმარ სხეულით

უჭირთ კიდურებს ქარებისგან გამოლოკილ ძვალთა ზიდილი , თავს ზევითაც არ არის ძალა - დილ - დილაობით სახლებიდან ეზიდებიან თითო თოთო დ , ავთვალივით გზად მოგორავენ , ო , როგორი რაკარუკია სიცარიელის , კლდეების და სვეტების მხარეს , დამშრალ ტბის გულზე დ ა ა წყობენ , ვინ საკუთარ მძინარე შვილს აცლის ფხასავით , ვინ აცინცლავს უცხო გამვლელს - სისხლგამდინარეს და ძვლების ა გან კოცონს ანთებენ . სიტყვებით მორჩილს , კაცთა ძვლების ცეცხლზე დაწვავენ , ფოსფორისფერი გა ხდება ზეცა - ამ ფერად სიზმარს არ უწერია არც დღეს ახდენა / მე ვუშვებ   ონკანს დილით , უმძრახზე და წყალსაცავ ი ს ფსკერი ი ვსება თევზის ქვირითით .

ესკიზი

თითქოს მოლოდინს შევუპყრივარ, ისე სიჩუმეში ჩავეფალი, მაგონებს მიწის გაყუჩებას, ჩემი ტკივილის სამარხები. გზაშია. გზები თოვლში გაქრნენ, ფრთები მოყინული ზეცას მიეწება. ასე გაუსაძლის უდროობას ჩივის, ჩვილი მარტოობა. როგორ ვუბრძანო საკუთარ მეს, როგორ ვუთხრა ეს საიდუმლო, რომ მე, მეს დავიწყების აღმართს დავადექი?! ბევრად მარტივია, უშენოდ. სურვილების, გრძნობების მიღმა   - სადაც სულერთი სიჩუმე მოფენილა, რაც უდავოა დასარულის ექვივალენტია.

ხეობა

Image
რაც იყავ მიწაში ჩაგდე, ისევ ის ამოგჩიჩქნე. თეთრ მარლებში გაგხვევ, მხარზე გაგიდებ და აი, მაინც, სადამდე გავძლებ?! დაუმარხავი ძვალი სულს მომთხოვ, სული წყალგაღმა დაიწყებ მოთქმას. ნება დამრთოს და მერე მე ვიცი, ჩემმა ქალობამ და გავშლიდი ამ ძვლებს გამოქვაბულში, გავიშლიდი თმას, ბუტბუტით შევულოცავდი. გამო, გა- მო- დით. ხორცს ავასხავდი, ამოვკემსამდი, სულს ვშთაბერდი, ჩავარდნილ თვალს ამოვიყვანდი, თავიდანაც კი დაგართავდი. ასწლოვან უთხოვარას ძირში ხავსიან ქოხმახს აბლაბუდებს გავუქრობდით, ცეცხლს დავანთებდით, გავაცოცხლებდით. რადგან დავრჩით ხეების ანაბარა, რადგან დავრჩით მიწის პირზე, რადგან დავრჩით ალალბედზე, წყალმაც კი არ წაგვიღო.