Posts

მიშგუ ლადეღ სი

თოკზე თვალდახუჭულს უჯოხოდ გამეარა . ცერა თითი ნეკასთან: მომყევი ! შუა თითი არათითს: წვიმის ხმაა , სუნიც მიწას ასდის ბალახის . გადამეყლაპა სულ შემთხვევით ზამთრისპირს   ენა , ხელის ცეცებით   მოგაგენი კი არ განიშნებ , არც გესალმები , თითით გიჩვენებ ( ცუდი ჩვევაა ) ეს ჩემს ენაზე ვლაპარაკობ . თვალი დამიგდე . არათითი ხელისგულს: ორ ლოდს, ამღვრეულ მდინარეში, დევის ახალშობილ ბახალებს , რა უნდა ?! გასაყოფად უნდა განეწყო . კლდის ყვავილებიც ისე ნაზები , ცისფერები და ვარდისფერები – დუმილით რამდენს ბაასობენ. მიკვირს როგორ ეკვრიან კლდეებს , მიწა არ ყოფნით , ცით სააზრდოობენ , მომეც მე   ამათი გაძლება . ხელის ცეცებით გიხსნი, მოგძებნე . აზრი სიტყვებს მაშინ აქვთ მხოლოდ , როცა გულის გზას ადგანან და გულის კარიც იღება მაშინ , როცა ავდარში მოხვდება მგზავრი . ცერა შუათითს , ამათ შუა საჩვენებელი: დაგორებული ხნულებიდან ამოსული ბინდის ჩრდილების ...

დაბადებული ქრისტეშობისთვეს. ჩემი პოლარული თოვლის კაცი

Image
დროის კანონზომიერების თანახმად რამე მაინც უნდა შეცვლილიყო , სულ ცოტა , რაღაც . თუნდაც მე . ბინდბუნდში წამოვარდნების გასახედნად , გულგრილობის მოსაშინაურებლად - უკან , ბავშვობისკენ გავბრუნდი . არც გზა ამებნა და არც რა . ყველაფერი ისევე დამხვდა . / რა გული ამოვიგდე საგულედან/ , ყველაფერი ძველებურადაა . მთებს თოვლის ნაბდები წამოუხურავთ , ნელ - ნელა თრთვილი ჩამოვა ქვევით . მეზობლის მსხლის ფითრები გაფუმფულებულან , მწვანე მზეები . ყველაფერი ძველებურადაა . მელანქოლიური შუადღე მამლის ღობეზე შეფრენით , კვამლმოდებულ ნასიმინდარს გადაფარებული შემოდგომური ბოსტნეულის სევდა , ტკბილი სიცივე . ვფიქრობ : თოვლის კაციც ისევე უჩინარია , მარტო . მგავს თუ ვგავარ . მთის ჩიტებს შემოუსევს მკვახე ხურმას , გამიკენკავს სიზმრებს . მან ყველაფერი იცის ჩემზე , არაფერს მიყვება . არაფერს მიყვება , არადა ყველაფერი იცის . მეც წყალს ჩავიგუბებ , ხელს ჩავიქნევ , წავალ . როგორ გავზარდე ჩემივე თავი , თმა დავუწანი , ხელ...