შოკოლადის ემი

სამ კვერცხს დავუმატოთ
ერთი ჭიქა შაქარი,
მწარე შოკოლადის ფთილას
ათქვეფილი კვერცხის ცილა.
ვანილი გემოვნებით.
ერთი ციდა -
ცხვა-ცხვა- გამოცხვაააა
შოკოლადის ემი.

ემი, ემი, ემი
შოკოლადის ემი,
ტკბილი, გემრიელი,
ჩასაყლაპი ემი.

ქაფქაფა, როგორ დაძარღვულა,
რძისფერი კაპილარები, სისხლძარღვები
ამოებურცა -
წყალია და თან ქალი.
ბავშვობაში დაბრუნდება ემი.
ის მღერის, როცა ღელავს,
როცა დელფინები
ნაპირისკენ მოცურავენ.
ის მღერის, დაკარგული პაწია
დელფინის ხმაზე.
ის მღერის -  მზის ჩასვლისას
როცა ტალღები იცვლიან ხასიათს.

ემი, ემი, ემი
სიყვარულით მღერი,
შოკოლადის ემი
გადაგეყლაპება
ისე გემრიელი.

ზღვის ნაპირას,
ელის
ემი, ემის ღმერთი.
ინდიელთა კიჩოებს
ბუებს დაკუსულთა,
ადგილი აქვთ ერთი -
გაიყვანენ ზღვითა
ოკეანეს,
ცათა.

ძველ სარდაფში
დუღს და გადმოდის გამომწვარი
თიხის ჭურჭლიდან დაწურული
ყურძნის მაჭარი,
სუფთა სისხლია ჩაგიდგება გულში,
ნამდვილი ხდები.

კეთილი იყოს შენი ფეხი,
ახალ სახლში, ემი.

სამი კვერცხი გათქვიფე
დაამატე შაქარი,
გემოვნებით ვანილი.
ერთი ციდაა -
ინგლისური შოკოლადი
ემი უაინჰაუსის.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო