მინიატურა
წმინდა სხეულით `ამოდის, ნათდება”,
ჩამოვატეხე მიმწუხრის ცას ღრუბლის ნაფლეთი,
მოჰგავდი წითურს წყალთა განბანველს.
ვისთანაც, აალებულ შუადღეს,
ისედაც სიყვარულისგან გადახურებულს,
ვინ დაუნთო ცეცხლი?!
შუადღის ამ დამდნარ კვამლში,
დღენაკლული ჩვილების ცოდვას
ახალგაზრდა დედები
ისე აქუცმაცებენ, მტრედებს გაუშლიდნენ
შეჭამანდს გზადაგზა,
გზად რომ უკან დაბრუნებოდნენ,
არც ერთი ცოდვა არ აუკენკავთ,
აღმოსავლეთის ცის დამსერავებს.
გზად რომ უკან დაბრუნებოდნენ
მშიერ სახლებს, ხავსგადაკრულებს,
შიშში გამოხვეულ კაცებისთვის
წითელი სითხე ამომეწმინდათ თვალებიდან -
ესეც მოუნათლავი ჩვილების სფერო.
აგვისტოს პლასტენინის ლურჯ სიბუნდეში
ყვითლად გაყვავდა აკაცია, ცაცია.
აგურის უშენი სახლის ეზოში,
გარეული კატა ახალშობილს ბაძავს -
და ჩხა ვის.
Comments
Post a Comment