პარაბელუმ



შუაღამეს ლოცვა წასკდა,
საცაა, უეცრად გაწვიმებამ ჩააჩუმა მძინარე
ბავშვები -
ხმაგაკმენდილი ღამის მწერები
და იქცნენ ანგელოზებად.


ზღვა მაგნიტია,
ეს მწუხარე თეთრი პილიგრიმი,
დაძარღვულ თითებით
ისე მიზიდავს აღმოსავლეთის
ქვესკნელის მკვიდრს,
არადა, თითქოს არაფერი აღარ სულდგმულობს სტიქიისას
სიცოცხლე რომ ხედ გადაიქცა
და ფესვები ცას გაუვიდა, იმ ჟამის მეთქმის.
ისე მიზიდავს თავისკენ, სიზმრად მაწყდება
მღვრიე ტალღებით, ჩემს სამყოფელსაც წყლად კურთხევისას
მოქცევას მოსთხოვს.
მაშინ, შემთხვევით,დაკარგულს ბავშვობაში
არეული შინა ომების გამო,
მქონდა ჩემი სახლი და მყუდროება,
ცეცხლს რომ არ შთაენთქა ხის კიბეები.
რომ მქონდეს ახლაც სიცოცხლის ნატამალი
ქაფქაფა ტალღებს მივეცემოდი.
ახლა კი რაა, ერთი შეხედვით,
მომატივტივებს თეთრი ვეშაპი.
თუ ცა ზღვად გამო,
ზღვა გამო, გა
მრიყავს.ჯერ თუ არ ჰყავს,
მგონი წამიღებს.

უხსოვარ დროის მიწის ჯავრს იყრის ახლა,
გაიმძღვარებს თავის მეომრებს.
გამომაჯავრებს -
ღმერთის წრეზე გაიმეორებს,
ვაშლის ბაღი როგორ ვარჩიე,
როგორ გახმა ხეები სიტყვების არარსებობით.
მეთქვა. მომბეზრდი, მოსაწყენი შექმენი კაცი.
ქაფქაფა უძირო ფსკერს, შლამსა და მარჯანს,
მზეს მარგალიტთა ტახტი უშენა.
მეც ვიმეორებ, წრეს ვადგავარ,
წეროსავით ფარგალს ვერკალვი.

ზღვა მაგნიტია. მიწას გავუყოფ,
ღალატთან კი კვლავ დავმარცხდები.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო