გველების შემლოცველთა სიმღერა

ჩემს ნაცვლად, ეს ზამთარმა ინება, გაიღვიძა.
გაირბინა ფეხისწვერებზე იატაკი და ცის ფრინველივით
სარკმელს მიეჭრა,
სამაგიეროდ, მე ხელთ შევრჩი სპლიყვებს, კოლეჯის კვადრატიან ქვედაბოლოთი.
ხორთუმი და კუდი ზევით, მანქანაში ძლივს ვტევთ,
სახლისაკენ. გაოცდები. გოგონები გვყოლია,
მოსწავლე სპლიყვები.
ჩუუ, ეს ქარი მომაკვდავი დაბრუნდა უკან,
დააჭრიალებს ხერხემლის მალებს, როდესაც დადის.
დაეძებს ადგილს, სადაც უფალს სულს ჩააბარებს.
მგელი თუ მოვა,  მოვიდეს.
მგელზე უფრო საშიშია ადამიანი. გეძინოს უნდა ახლა წესით,
მითხარ რა გაკრთობს,
ეს უჩინარი კონტურები ღამის ჩრდილია. ისე შორია განთიადამდე, ძილს შეიბრუნებ.
სანამ ორსული დედამიწა გადაგორდება.
არც ერთი სიტყვა კრიალოსანს არ შეაწყდება.
დეკემბერი მორიგე შემცვლის, გოგონებს ჯადო დაეხსნებათ.
შენს მანქანაში, რომელიც ჯერ არ გყავს,
დავეტევით ოთხივ ხალვათად და კიდევ ერთის
ადგილიც კი მოიძებნება.
სანამ სპლიყვები მეყოლებოდა,
სულ მარტო ვმგზავრობდი,
გვერდით კი თავისუფალ ადგილას, სიცარიელე არასოდეს მიგვრძვნია.
არც ერთი ახლად დამგზავრებული არ ჯდებოდა, გვედრით, ერთადერთხელ,  მხოლოდ, მახსოვს, ჩქაროსნულ მატარებელს მივყვებოდი ნესტის ქალაში, განწირულად დაუსტვინა მემანქანეს: დამტოვეთ, სადმე. ეგ იყო და სხვა აღარ, კაციშვილს არ გაუჭაჭანებია,
ჩემს გვერდით ადგილს არავინ არასოდეს არსად არ მიეპატრონებოდა, იმიტომ, რომ ისინიც გრძნობდნენ არსებობას?!
 ვინც იყო, იყო.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო