კრუნჩხვა. ანარეკლებით



I.
რა ფაფუკიია კომშის ფოთოლი,
ციყვის კუდი, ნაზი ნატი.
თოვლის მოსვლის დროს,
მელაკუდებთბილად გაიღვიძებენ.

შენ კი როგორი მარტივი ხარ,
თუკი დაბადებიდან სიკვდილამდე არავის ყავხარ.
ობოლ ბავშვივით დაგტოვეს და ადგები შენით,
შენთვის წახვალ.

გზა-გზა მიხაკებივით  შარა გზაზე,
თითო თითოდ,
რბილ სხეულზე ნორჩად დაყრილ თბილი სუნთქვის
მიკვრა ცახცახით -
მამის სხეული ჯერაც თბილია. შენ კი ცივდები.

აქეთ, პოლუსზე, ქარბუქები ქალებივით აშარდებიან,
მთის ჭიუხებთა მწვერვალებზე აშლიან ბუდეს,
თოვლის კაცების
გაგიტაცებს მზის სხივი დაღმა.
 სადამდის არავინ გეყვარება.
ვიდრემდე არავის ჰყავხარ.  მიწამდის.



II.
თბილისის დროით გარეთ სიცივეა,
სახლში კი ცალ-
ცალი ღამის ბუკიოტის უცხადობა.
პატარაობის დროინდელი შიში დაბრძენდა:
ქარი შვილებთან,
სხვენში თამაშობს ვარსკვლავების
თანავარსკვალევდს დაახრიგინებს საბუხრეში ანაც
მარტოა და ანარეკლი ჩემი სარკეში, ვიღაცის თავს
ისე მახსენებს, ისე ვიხსენებ:
- ძველად, ეზოს კარს გვიმტრევდა ქარი.
დამალ-დახუჭობანა სიბნელეში -
სხვენში ქარების პრინცესა ვარსკვლავებით მოთამაშე,
დილით პაპაჩემის ცარიელი  სათაგური.
წარსულის დროით სიყვარული.

ღამეში ცალ-ცალობა - დამისიზმრებ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო