ანისული

ashorebul sivrcis gorakebshi ismis preludia nislis. დ. „ჩუმი".

 სულ ცოტაც, ჩამორეკს საათი
დადგება ახალი ცდომილება.
ქარბორალას ატეხენ თითები, 
ქალწული დრაკონის სიმარტოვეს
დავატოლებ ჩემს მარტოობას და როგორც, ჭოგრიტში, ფერად ქვების ტრიალში
მე კოსმიური ხილვების მიღმა
ვულკანის გამღვიძებელ ცეცხლისმფრქვეველს
მძინარე მზეთუნახავი,
ვაშლით ხელში სიზმარში ჩავითრევ.

ის შემოდის შუაღამის აფეთქებაგადახდენილ ქალაქში,
როცა ცა ფოერვერკებად დაიცალა,
ის შემოდის დაბედებისას და ანისულების
თავწაცლილი კონები მოაქვს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო