დასასრული რადიოპიესია ფოკუს-მოკუს ფრრ
და ხმა მეოთხე, თვით ფრანსუა ამბობს სიმართლეს ანუ ფრანსუა ვიიონის მონოლოგი
ფრანსუა (ფონი კლასიკა გადადის მძიმე როკში და ბოლოს მესსა აბოლოებს)
- მე, ერთი ვინმე მოხეტიალე უძველეს სკალდთა უგვანო წევრი, პარიზს შორეულ ნათესავს ვახლდი და უნივერსიტეტს დავეწაფე ჩემი ნიჭითა. უცნაური დამყვა ბუნება, თან სასულიეროს მაგისტრს ვითრევ და თან ხელი ჩემი ბანქოს თამაშს გაწაფულია.
ნიჭს, არ აკლია გასაქანი, მაგრამ კვებაც ჭირდება სხეულს, რომ შექმნა რამე ანდერძის მსგავსი. ვინ იცის შენი ყისმათი გიღალატებს, მოუსავლეთს მყის გადაგისვრის.
მე ამიხირდა მამა ჟილი და თანხმლებმა მისმა ბერმა დამიძრო დაშნა, გინახავთ ბერი ვამპირად რამ გარდასახული?! რა უნდა მექნა ჩემი საფრანგეთის დიად პოეტს ხო არ ავაფატრინებდი?! შევუტრიალე მისივე დანა და ასე მოვხვდი სახრჩობელაზედ. მიხსნიდა ლენჩი ლუის ცანცარი, მის ყურს ვატკბობდი ტფილი არშიყა ხუმრობებით, პორნოსაც ვთხზავდი, და ასე სული გამოვიხსენ, მაგრამ მევალეთ რას დაუძვრები?!
და, ამიტომაც, ეს ილეთი გადაკარგვის, სხვა ტყავ-სხეულში შეძრომისა, მე მეკუთვნის. იქნებ გინესის რეკორდების წიგნშიც მოვხვდი, არ მიქექია.
ალი კვალი ჩემი გავაქრე. მხოლოდ რემბოო, ო, აქ ბრძანდებით თქვენც შარლ ბოდლერ, პოლის ვახლავარ, თქვენ მიქარვებთ გულის დარდებს, და პარიზის ზეცას მავიწყებთ, ეს ერთი ხელიც დავარიგოთ ლამაზმანების კარტებისა, შევთხზათ ლექსები, მოვიგონოთ თუ ხელოვანთა სვე-ბედი და ბედი ყორანთა, როგორ ჩამოჰგავს ურთიერთას, ალანმა წერა, ნიკოლოზმა თავის მერანშიც, ვმასხარაობთ კარის პოეტნი, მაგრამ ბალადებს, ლექსებსა და სიმღერებსა კვლავაც ნაირფერთ, რად იწერენ თაობები, რად არ ჰკარგავენ?!
გავუჩინარდი, მაგრამ გავხდი ასე უკვდავი. სწავლული ვიყავ ეკლესიის, მაგრამ ბოშათა ბანაკს ვიცხოვრე, უნდა ფსალმუნნი მეგალობა საკვირაოდ და აჰა, ბედმა ამ უცნაურ სფეროებში, მრგვალ მაგიდასთან შარლ ბოდლერთან მიმწვარ სანთლებთან ბანქოს თამაშში შეგვახვედრა და მეც დავნებდი, განგებას.
შენდობა გეთქვათ, ფრანსუა დე მონკორბიე-ვიიონ-კოკილარ-სქოლარ იგივე ახალი ფოკუსის შემქნელისა.
ძვირფასო მსმენელნო, ვინც ახლა ყურს გვიგდებთ, და ბალადა-პიესით ტკბებით, ტაშის დაკვრას ნუ დაგვზარდებით.
Comments
Post a Comment