ეპიტაფია


წარღვნის წყალმა ამღვრეულმა
პირი ქნა და ზურგს მაქცია.
ჩანავლულმა ჯოჯოხეთმა უმალ
მცინარ გადმომხედა.
სველი თიხა, შავ-წითელი
გარს სფეროსებრ შემოვიკარ,
ცეცხლის ტაძარს, მოგვთა თვალებს
თაყვანს ვცემ, თან რა მიშავს.
იმის ატანა რომ
იმ სატანას რომ
ტანად რომ
გამიღვივდეს სიტყვასავით
სხვა ნაყოფი გამოიღოს,
გამდონ ხიდად,
ან თონეში წამყუდონ და თავი მტრუსონ,
ან ცულის ტარს ვიწვე მარტოდ,
ან ხარის ტყავს მივგორავდე.
ერთხელ ხელი გამოიღოს,
ჩემზედ, ვინაც ზენაა არსსო.
წამის ფერად ავაყეფე
ეს სოფელი ბინდად მჩენი,
სიტყვა ვთქვი და ხმა გავარდა:
წერამ უწია ვარადას. 



Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო