გაგრძელება რადიოპიესა ფოკუს-მოკუს-ფრრ


ლუი (გაკვირვებული) -      ეს ახლა შეთხზე?!
ფრანსუა -     დამოძღვრისაა, ეს ბალადა და შენ მოგიძღვენ. სხვა რა ძღვენი შემიძლია აქედან, მეფევ.
ლუი - მაშვინ, ხო კაი. მიბოძებია შენთვის სიცოცხლე, სიმართლეს ამბობს ეს გაიძვერა, დღეს სიმართლეს ვინ გაგაგონებს?! მისი ფასი ათასი ევრო. ახლა მე გავწევ  ერთ კონცერტზე და ჩემს იზაბოს დავამღერებ, ანუ ბალადას ჩავაწერინებ კარის მხოხავ ორდენთა მლოკავ ცრუ მგოსანთ და მერე კი ვიმღერებთ ესე:
შხამის ლესვა, ყაჩაღობა,
გული ხელით, სული კბილით,
,,არ დამასწრონ”! – უნდო ყოფა,
,,არ წამასწრონ”! – უნდო ძილი
ნუთუ გვიღირს? ნუთუ გვიღირს
ვამჯობინოთ გმინვა ღიღინს?
   ეტლის ხრიგინის ხმა. ცხენთა ფრუტუნი. ყაყანიმარსელიოზა. შეძახილები:        
   - გაუმარჯოს საფრანგეთს!

მეექვსე ხილვა.
   
სიჩუმე. მაგიდას სამი მამაკაცი უზის. არტურ რემბო,  პოლ ვერლენი  და შარლ ბოდლერი.

რემბო (ქალის წვრილი ხმა) -      რომელი, საათია? რომელი საათია.. 
ვერლენი (ჩახლეჩილი ხმა) - ახლა რა თქმა უნდა..
ბოდლერი (დენდის ხმა)  სად არის თოვლი შარშანწინდელი
ვერლენი -    თრობის, ღვინისა, ფრანსუას საათია.
რემბო -       მაშ, ჩვენს წინაპარს, დავუთმოთ სიტყვა. განა სხვამ უფრო მეტი იცის მის შესახებ, როგორც თავად მან უწყის?!
ბოდლერ -   სად არის თოვლი შარშანწინდელი ან გარდასული ქალბატონები?
ვერლენი -    ჰა, ძმანო, მისი სულიც დაიძრა.
ეპილოგი
და ხმა მეოთხე, თვით ფრანსუა ამბობს სიმართლეს ანუ  ფრანსუა ვიიონის მონოლოგი

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო