ჩემი ბირთვული ომი


სპარსელი მლოცველის ნაღვლისფერი ჩალმა, ერთკეცად,
თვალებში სუფიური სიტკბოთი.
თბილისის თებერვალში,
შირაზის სისხლისფერა ვარდებმა კოკრებად გაიშალეს-
ჩამოვიხედე მუსლიმის სულში და
აღმოსავლეთის სიმხურვალეში ჩემი წინაპრების სისხლია
გადამდნარი -
ჩვენს შორის ფეთქდება ბირთვული ბომბი -
შენ გადარჩები და როდესაც ნახავ იესოს,
გადაეცი: მისკენ მიმავალს
გაზაფხულზე უეცარმა ყინვამ მომისწრო.

Comments