კარი ბჭე - განსვლა

ვიღვიძებ დღეს საუკუნო მკვდარი -
ჟანგიან სარკეებში თვალის რწმუნება.

ვმოძრაობ საუკუნო მკვდარი,
როგორც თბილ,
ახლად ამობრუნებულ მიწის ბორცვში -
ეს ერთი სასწაული, შენს თვალს გაადიდებს,
ობობას გრძელი საცეცები მებჯინება სასულეს.

ვკითხულობ საუკუნო მკვდრის ლოცვებს,
ადის ზეცამდე, ცა კი თითქმის განწირულია.

ნაკლებად სანდო,
გამოგიტყუებს მარტის მზე თბილ-თბილ ღრუდან
უცნობ დაღმართისკენ,
არავინ შედის სადაც მღვიმეში,
სადაც ქალაქის
ქანცგამწყდარი ანგელოზები ცვივიან ცარიელ ხიდებიდან
მდინარის სიღრმისკენ.

სასწაულის სარწმუნოდ:
საუკუნო მკვდარი თვალს ვლულავ,
სიზმრის ელფერით გმოსავენ ელფები
და ხიდები, ბაგირებისგან დაწნულია.

ერთი ერთზე. დღეს პინები არ მოძრაობენ.
დღეს საუკუნო მკვდარი დგება,
სწრაფად იცვამს, გადის ქუჩაში,
გაზაფხულისგან გახრწნილ მზიდან
ჩამოაქვს სითბო -
არ მიმეორო დავიწყებამდე.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო