სხვისი სამკუთხა ბარათები
2000 წლის აგვისტო,
თბილისი.
მეტროსადგურის კიბეებიდან ქუჩის კუთხემდე ერთად ვიარეთ. ჩუმად, უბრად. აბა, რა უნდა გვეთქვა ერთმანეთს არ ვიცნობდით. _ მერე, მერე ტროლეიბუსზე ავიდა და... ღია ჩანთიდან ფურცლები გადმოუცვივდა. ნაბიჯს ავუჩქარე. მივუახლოვდი ადგილს, სადაც ფურცლები დაცვივდა. ისინი სამკუთხედის ფორმად გადაეკეცათ. ყვითელი ფერის ქაღალდები, რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, ბაბუის გამოგზავნილია ალბათ, სამამულო ომიდან-მეთქი. ასეთი სამკუთხა წერილები ბებიის პატარა ზანდუკში მქონდა ნანახი, რომლებიც საერთო კონვერტში ეწყო და ზემოდან ლამაზად ეწერა: `არჩილის უკანასკნელი წერილები ფრონტიდან”.
`..დღეს შენი დაბადების დღეა. ძალიან ლამაზია ზღვა. ლურჯად ლივლივებს. ვუყურებ და თითქოს შენი უძირო თვალები შემომციცინებენ, შემომხარიან.
თათო, უკვე დიდი გოგო ხარ. ეხუმრები, თხუტმეტი წლის ხდები. შენი თვალების დატოვება მარტოდ აღარ ღირს. ყველანი აქეთ გამოვიკრიფეთ. მალე ჩამოვალთ, ყველანი... დათო, მიშა, მე.
მაპატიე, ძალიან დაბნეული ვარ. როცა ჩამოვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. სხვათა შორის, ისეთი ამბები გადაგვხდა თავს, რომ მომავალი თაობები ჩვენზე, როგორც გმირებზე, ლექსებს დაწერენ, თავისუფლად.
დაბადების დღეს, გილოცავ. არ მოიწყინო, უჩემოდ. გოგონებს მოკითხვა გადაეცი და შენს ყველა მეგობარსაც. ძალიან მენატრებით. დედას ეს წერილი არ ანახო, გთხოვ მეორე წააკითხე.”.
*
სახლში დამნაშავე ბავშვივით აწურულ-დაწურული, გაოგნებული მივდივარ. გადავწყვიტე გაზეთში განცხადება გამოვაქვენო და დაკარგული-ნაპოვნი წერილები ადრესატს დავუბრუნო. მანამდე კი, თავს ვერ ვერევი, ბავშვობიდან მიყვარს სხვისი წერილების კითხვა.
წერილი, 1992 წლის აპრილი
გამარჯობათ ძვირფასებო!
თქვენმა უმიზეზო წუხილმა და ვაი-ვიშმა სული ამიფორიაქა. აქ იმდენი ბიჭები ვართ, რომ... მარტო კი არ გეგონო, დე? ერთი ჩვენი ძველი უბნელია, ალბათ გეხსომებათ დეიდა ლიზა, მისი დისშვილი ლადო თუ გახსოვთ? პატარა, შავი, გამურულს, რომ ვეძახდით. ახლა, ჩემზე მაღალი და ვაჟკაცი. მე და ვლადიმერი ძალიან დავმეგობრდით. დე, გუშინ მთხოვა, დედის წერილი წამაკითხეო. ობოლი ბიჭი ვარ და დედა ცუდს არაფერს მოგწერდა, მისი ლოცვა მეც შემეწევაო. დე, წავაკითხე.. წუხელ დაჭრეს ამ ნაძირლებმა. თქვენსკენ გადმოიყვანეს. თათუ, იქნებ მომიხერხო, რესპუბლიკურში დააწვენდნენ, ადი და ინახულე.
ბევრს ვეღარაფერს მოგწერთ. ამ ბიჭს ორი კვირის მერე შეგიძლიათ წერილი გამოატანოთ. ძალიან მენატრებით. მამას უთხარით, შვილი ომში გაიპარა, ბუჩქებში კი არ შემძვრალაო. ნახეთ თუ გამარჯვებული არ ჩამოვიდე.
თქვენი `გმირი” დემეტრე.
Pპ.ს. თათუ, გულწრფელად მომიკითხე, ვინც მომიკითხა და ჩემს მაგივრად აკოცე.

წერილი, აგვისტო. 92 წ.
სიყვარული და სიხარული თათულიკას!
ფრონტიდან გმოძღვრავ: მოიქეცი ისე, როგორც ეს კეთილშობილ ქალიშვილს შეეფერება. შენი იმედი მაქვს ცხოვრებაში.
თათუუ, ხუმრობა იქეთ იყოს და იცი, დილის ძილი როგორ მიყვარდა. ახლა ყველაზე მეტად დედა, შენ და ძილი მენატრებით. თუმცა, მამამ რა დამიშავა. ხო, მართლა, მამას ისევ აგზავნი ხოლმე დილაობით რძეზე და არაჟანზე? არ უთხრათ, ეწყინება.
თათ! ლადომ მითხრა, რომ შენი და საოცარი გოგოაო. შენ არ გეხსომება, მაშინ სულ `თოთო” იყავი.
ჩვენ _ მე, შენ და ლადო ერთ ეზოში რომ ვცხოვრობდით, მთაწმინდაზე. ის გახსოვს, ომობანას რომ ვთამაშობდით ხოლმე?
გახსოვს? ჩვნ ხის თოფებით და ქვის ტყვიებით, შენ ბებიის `აფთიაჩკათი” _ ჩვენი პატარა მედდა. ერთხელ, მახსოვს, ორპირი სროლის დროს `დავიჭერი”. შენ პირდაპირ მტრის ბანაკზე გადაირბინე, რომ ჩემამდე მოსულიყავი. ლადომ ქვა გესროლა. შენ დაგავიწყდა რომ ვთამაობდით, გაბრაზებულმა იყვირე: `და-ძმა ბრძოლის ველზე გმირულად დავეცითო” და მიწაზე დაწექი. თამაში დიდი ხნის დამთავრებული იყო, სახლში რომ ავედით. ჩაის სმისას ყურში ჩამჩურჩულე, `მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე მომაკვდავი მენახეო!” მაშინ, შენ ხუთის იყავი, მე კი 11-ის, როგორ მოიფიქრე ის სიტყვები, თათუშკი?
დემეტრე.
#3. 28 აგვისტო. 92 წელი
მოგესალმები ფერია!
ჩემი კეთილი ანგელოზი, თათულიკა. შენი წერილები ამ გიჟურ ომში, ჭკუიდან გადასულ ბიჭებს თოვლის გუნდის ხელა ცრემლებს გვაფრქვევინებს. ლადო მთლად გადარეულია. საწყალი ჩვენი ვლადიმერა. ჩემთან კი ერიდება შენზე ლაპარაკს. გუშინ მიშა მიყვებოდა, ღრუბლებს ზემოთაც კი დაფრინავსო. თათ, დიდი მადლობა, ასე წვრილად, რომ დამიწერე უბნის ამბები, მაგრამ შენი გულმავიწყობის მიკვირს. რატომ აუქციე გვერდი და გაჩუმდი, როცა ინგას მოკითხვას წერდი, იმ ამბავს, რომ... ინგა გათხოვდა? იცოდი ხო ძმას გულს რომ ატკენდი?.. ეჰ, თათუ, ჩემო ბავშვო, ინგა ძალიან ჭკვიანი გოგონაა. წინასწარ ჭვრეტს მომავალს. ვინ იცის იქნება და სწორადაც კი მოიქცა! გათხოვება უნდოდა ქალს, ბევრი შვილები უნდა გაუჩინოს სამშობლოს და მამულიშვილებად აღუზარდოს.
თათ! თუ კიდევ მოვიდეს დედამისთან, აუცილებლად მიულოცე ჩემს მაგივრად და უთხარი, დემეტრე ჩამოფრინდება თუ არა, `სეიშელის კუნძულებიდან”, მაშინვე უკლებლივ დაგიბრუნებს ყველა, იმ სამიჯნურო წერილს, ბავშვობაში, რომ უგზავნიდი-თქო. აი, ეს სიტყვები გადაეცი ჩემს მაგივრად.
თათულიკ!
მისმინე. ახლა სიყვარულისათვის ნამდვილად არ მცალია. ბიჭები ხელიდან მეცლება. გუშინ პიტნა აგვიფეთქდა ნაღმზე. თემოს გვამი ძლივს წამოვიღეთ შტაბის ტერიტორიამდე. ტყვია ზურგიდან ჰქონდა ნასროლი. სრულ ჭკუაზე მყოფს ვერავის ნახავ აქ, ომში. მაგრამ, მგონი არც მაქეთ დარჩნენ ნორმალურები. სასაცილო საჩუქრებს გვიგზავნიან, ყოვლად გამოუსედაგარებს და ბზიფის ხეობაში გადასაყრელებს. ჰო, თათ, არ მინდა ამ ყველაფერს რომ გიყვები. შენ ერთი ის უნდა იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება და ეს ომიც, როგორც ყველა სხვა ომი ოდესმე დამთავრდება. ჯარისკაცები დავბრუნდებით და ჩვენს ქუჩებს მოვეფინებით. ისევ, ქალაქელ უდარდელ ბიჭებად ვიქცევით და სამშობლოს სიყვარულს სადღეგრძელოებით გამოვხატავთ. არ დაიჯერო, რომ... ბიჭები არ მანებებენ, და სახელებს გიწერენ: გიო, დათო, ლევანი, ზვიადი, ზაზა, ლექსო, რომა, გიგი, ლადო, გეგა... მე კი დავამატებ, გმირები: მიშა, ბოლოკა, ბურძლგა, ლევანი, რატი, ბესო, გიო, ვალერი, კახა... `ჩემი თაობა, ეს უსაქმური და არაფრისმაქნისი ბიჭები, როგორი ტრაგიკული ბედის მქონენი აღმოვჩნდით”.
თათუკი, გკოცნი უამრავს. თუ ვინმე გაწყენინებს, დაიმახსოვრე, ჩემს ჩამოსვლამდე. დედას კიდევ რაიმე მოუხერხე, ძალიან გთხოვ, სიზმრების წიგნი უყიდე და აუხსენი, რომ წითელი ხარი უბრალოდ კორიდას ნიშნავს და არა _ რასაც დედა ფიქრობს.
გეხვევით შორიდან. თქვენი „მებრძოლი, მძელთამძლე და უებრო ვაჟკაცი“.
დემეტრე.
*
უკვე ორი თვე გასულა მას შემდეგ რაც განცხადება გამოვაქვეყნე. არავინ რომ არ გამომხმაურებია? მე კი თათუს გამო ვიტანჯები. წერილები რომ დაეკარგა, მერე სინდისი არ მასვენებს, ისინი ხომ მე ვიპოვნე და დემეტრე... დემეტრეზე ვფიქრობ, თითქმის ყოველწამს... გადავწყვიტე, თათუს ხმა მივაწვდინო. თბილისი პატარა ქალაქია. მანამდე კი, ამ სამკუთხა ბარათებს საერთო კონვერტში ვაწყობ და ზემოდან ფანქრით ვაწერ, `დ ე მ ე ტ რ ე “, მერე ფეხაკრებით მივდივარ ბებოს ნაქონ ზანდუკთან, ვხსნი და სათუთად ვაწყობ მისი ძმის, სამამულო ფრონტიდან გამოგზავნილ უკანასკნელ, გახუნებული წერილების გვერდით.
#4, 1992 წელი, სექტემბერი
გამარჯობა თათ!
ძვირფასო დაო, შენმა წერილმა დღეს მთელი დღე გაღიმებული მატარა. ბიჭებმა ვეღარ გცნობთ დემეტრე, რა გემართებაო?! არაფერი, რა უნდა მემართებოდეს? თათ! უთბილისოდ ვეღარ ვძლებ, არა და რა ვქნა? სამშობლოს მოღალატეც ვერ გავხდები. ახლა კი, არ შეგეშინდეს, მაგრამ უნდა იცოდე, აქ ძალიან ცუდი ამბები ხდება. სოხუმი განწირულ ქალაქს ჰგავს. იმედი გადაწურულია, მაგრამ ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. თათუ, შენ ასეთ რაღაცეებზე არ იფიქრო, ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, აფხაზებმა აფხაზეთს უღალატეს და საქართველოსაც ბევრი მოღალატე შვილი აღმოაჩნდა, მაინც ღმერთის იმედი უნდა გქონდეს. ძაან კაი, თუ ქაშვეთში მოძღვართან დადიხარ. თათუ, თათუ, თათულიკა... ღმერთი არ გაგიწყრეს და არ თქვა იმ შენს მოძღვართან, რომ მე, აქ ხალხს ვხოცავ, არ შემაჩვენოს შენმა მოძღვარმა. ჰო, სულ გადამავიწყდა სექტემბერი, რომ მოვიდა და სწავლა დაიწყე. აბა, შენ იცი, მოგაქვს თუ არა სკოლიდან ხუთიანებით დამძიმებული ჩანთა? დაიწყეთ `შატალოზე” ბოტანიკურში წასვლა, თუ არ? თათ, გილოცავ ახალ სასწავლო წელს! კარგად ისწავლე! ისე, ჩემს ოთახში ბევრი საინტერესო წიგნია და რომ ჩამოვალ, იცოდე ყველა წაკითხული უნდა გქონდეს.
დედიკო და მამიკო!
ჩემო ძვირფასებო!
თქვენ დაგიბრუნდებათ, ნამდვილი გმირი და სამშობლოსათვის თავდადებული თქვენივე დემეტრე. დედა, სიცოცხლეს მირჩევნიხართ შენ და თათუ! არ გავიგო შენი ტირილი. დე, ცოცხალი ადამიანის ტირილი ვის გაუგონია?
მოკლედ, ათასი ბოდიში ოჯახს. გპირდებით, დამთავრდება თუ არა ომი, პირდაპირ მაჩაბლის 11-ში ჩამოვფრინდები.
დემეტრე.
პ. ს.
თათუკი!
ლადო არ დამივიწყო. ხშირად ადი კუკიის სასაფლაოზე და სანთლები აუნთე უბედურ ბიჭს. მერე, მერე მე რომ ჩამოვალ, ერთად მოვინახულოთ ხოლმე...

Comments
Post a Comment