ჩეხური ბოტასები, ავღანური მწვანე
თორმეტი წლის ორი თიხისფერი გოგონა, სკოლისკენ მიმავალ გზას ადგას და მზეს სახეს უმარჯვებს.
ორივეს, ფეხზე ყავისფერი და მწვანე ფერებით გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი აცვია და ორივე, მალი-მალ იხედება ქვევით, იქ, სადაც ფეხები მიწას ებჯინება და იქ, სადაც ახალი ბოტასები სიახლით ყვირიან.
- ჩეხოსლოვაკიიდან გამოგვიგზავნეს, ასე ვუთხრათ, პრინციპში ასეც არ არის რო?! - გადაულაპარაკა მწვანეთვალებამ ცისფერთვალას და გაიღიმა.
- სანდლებსაც რომ ნახავენ ზაფხულში, ზაფხულში რა, ორ კვირაში, მერე ნახე ამათი.
- ხო, თან ასეთი აქ ვის დაელანდება.
- გიკვირს ისე ხო?! უნახავოო; - უთხრა ეს ცისფერთვალებამ და თავში წამოარტყა.
მწვანეთვალებამ და ხორბლისფერთმიანმა დას შეაგინა, შენი კარგიც და წყაროსთან შეჩერდა.
ჩხუბმა იხსნა ისინი.
სახლში შესულები არ იყვნენ, სკოლიდან რომ ბრუნდებოდნენ, ხეირიანად, რომ ოჯახის ყველა წევრმა სათითაოდ შეჰყმუვლა: ხომ არაფერი დაგცდენიათ?!
მაშინ, საბჭოთა კავშირის კრემლი, მავზოლეუმში, ლენინის მუმიით სარფიან გამოფენა-გაყიდვით ვაჭრობდა და გაგანია შიში და ტერორი მძვინვარებდა კრემლის პროვინციებში, მაგრამ ჩუუმი, ნიღაბამოფარებული, იდუმალი და მოჩურჩულე.
ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები რომ შეიჭრნენ, გოგონების ბიძა, ბებიის დისშვილი იქ, ჯარში მსახურობდა და თან ახლდა ტანკებს, მერე ახლადშერთული ცოლიც გადაიყვანა და იქ გააგრძელა ჯარისკაცული მოვალეობის აღსრულება. მსახურობდა. ორი გოგონა ეყოლათ და საქართველოში დარჩენილ ნათესავებს, რომლებიც უცნაურად ერთფეროვან სამოსს ატარებდნენ, ხანდახან ჩეხურ ანუ ევროპულ საჩუქრებს უგზავნიდნენ. თუმცა ეს ამბავი ყველამ იცოდა, მაინც გასაიდუმლოებული იყო, ნუ, ყოველი შემთხვევისთვის, ეშმაკს არ ეძინა.
ვერაფრით გაეგო ნესვისფერ ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც მწვანეთვალები ჰქონდა, რატო უნდა მოეტყუებინა საუკეთესო მეგობარი, კლასელი ხუთოსანი მარიამი?!
სახლში დარიგებული სიტყვებით: გორის ბაზარში მიყიდეს ამ შემოდგომას, მეც და ჩემს დასაც.
ჩეხეთში წასვლა ოცნებათ ექცათ.
ღამით, კარლსონს როცა მორიგეობით უკითხავდნენ ერთმანეთს, თან გულში ამას ფიქრობდნენ: სადაც კარლსონის სხვენია, იქედან, ალბათ, ახლოსაა ჩეხოსლოვაკია და ჩვენი ნათესავი ახმედიც, მგონი, რა ბედნიერია.
ერთ-ერთ ზაფხულს, არდადეგების დროს, ეს ჩეხური ოჯახი მთლიანი შემადგენლობით ცოტა ხნით დაბრუნდა სამშობლოში.
გოგონებიც წამოეყვანათ, რაღაც არაქართული იერის ბავშვები.
- პრაღაში, სახურავები სახლებს და სასახლეებს, ზუსტად ასეთი აქვს, - თქვა ერთმა ქერა კიკინებიანმა გოგომ და ხელი ფიფქია და შვიდი გნომის ილუსტრირებულ გამოცემაში, ბოროტი დედინაცვლის კოშკს დაადო.
ორგოგონა განვცვიფრდა.
- ჩეხოსლოვაკია გნომების?
ეს მაღალ კლდოვან მიუვალ ციხე-სიმაგრის უცნაურ წვეტებიანი კოშკურა სასახლე, ბოროტი დედინაცვლის,ამათთვის მაშინდელი საშინელებათა ფილმი გახლდათ.
- პრაღა გაზაფხულზე ულამაზესია, - თქვა ამ გოგონას რუსმა დედამ. წითელი კრამიტის სახურავები და ვიწრო ქუჩები, ზღაპრულია.
„იმ ზაფხულს ჩვენ ჩეხური სარაფნები გვეცვა და ეს მთელმა პროვინციამ იცოდა.“ - დაწერა დღიურში ცისფერთვალამ, რომელსაც შეუმჩნევლად აეყარა ტანი და ძუძუკებთან კანი ახორკლოდა.
ჩეხური ოჯახი მოულოდნელად დარჩა სამშობლოში. ისე მოხდა, იქედან ჯარები გამოიყვანეს და იქეთ, კომუნისტურ, გაწითლებულ გოგონების რესპუბლიკაში შეიყვანეს.
სკოლაში აგვიანებდნენ. დილის ცხრა საათზე უფროსი დის შეძახილმა რომ წამოყარა საწოლებიდან. ეე, მირანდაა, - დაკეტილ ფანჯრებიდან გასძახეს. მირანდამ რაღაც ზეციური ნათელით სახეგაბადრულმა ხელი აუქნია ამათ და თავის მეგობრებს შეუერთდა, ხელში წითელი ყვავილებით.
გოგონები შიგნიდან იყვნენ ჩაკეტილები. ფანჯარა გამოაღეს, როცა კარს ვერაფერი უქნეს და გაიგონეს ასეთი რამ: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მოკლედ, ცხრა აპრილი გათენებულიყო.
უცნაურია, ტელევიზორში ტანკს, რომელსაც ბებიის დისშვილი სავარაუდოდ ჩეხოსლოვაკიაში მართავდა, ახლა ამათ პროვინციის დედაქალაქში, გამხდარი ბიჭი ხელ-ჯოხით იგერიებდა.
ორმა თიხისფერმა გოგონამ, ბოტასები, სანდლები და სარაფნები მაკრატლით დაჭრეს, სახლის უკანა ეზოში ცეცხლი დაანთეს და საჩუქრები დაწვეს.
სკოლას რომ ამთავრებდნენ, მათ ვენახებს და თხილის ბაღს ვიღაც უცნობებმა ცეცხლით გადაწვა მოუნდომეს, ნახევრად დამწვარი ვენახი, ადამიანს ჰგავდა, რომელიც იწყევლებოდა.
გოგონების მამა, ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობას ჰყავდა ჩათრეული, არადა ახალი პარტია იარაღის და დაშინების ძალით, სწორედ იმ ქვეყნიდან მოდიოდა, რომელსაც ეს ეროვნული მოძრაობა ეომებოდა. ნუ დანებდნენ, მაგრამ პატარა აჯანყება ამათ სახლიდან შოორს, დასავლეთით მაინც მოხდა. თუმცა გასაკვირია და ეს ჩეჩნეთიდან გადმოპარულმა დასავლეთელმა მარგინალებმა სწორედ აღმოსავლეთში, ამ გოგონების ბაღ-ვენახებში წამოიწყეს.
შემოდგომა იდგა.
გოგონებს უყვარდათ სოფლის გარეთ გაშენებულ ვენახში გაპარვა.
იქ, ახლო-მახლო, მხოლოდ ერთი სახლია და იმ სახლში ამათი კლასელი პატარა, ზღარბივით თმა დახვეული გოგო, ბაია ცხოვრობდა. ამ ბაიას მამას ცოლი გაექცა. არ ვიცი, რა კავშირშია, მაგრამ ეს გოგონებმაც ვერ გამოიცნეს, ბაიას მამამ პატარა შვლის ნუკრი დაიჭირა ტყეში და ლამაზ ფურ-ირემად გაზარდა.
ეს ფურ-ირემი ამ გოგონების ვენახში იწვა ხოლმე, ქლიავის ხის ქვეშ, სადაც ადრიან გაზაფხულზე იები ამოდიოდნენ და ზუსტად აქ, ამ ორ თიხისფერ გოგონას, ბაბუა ქლიავის კრეფის დროს, შუაგულ აგვისტოში, პაპანაქება სიცხეში, ავად გაუხდათ. ფეხზე ვენა გასკდა და კაცი სისხლისგან ლამის სულ დაიცალა. მეთევზეებმა იპოვნეს მდინარის პირას უგონოდ. გოგონებს ახლაც სჯერათ, რომ ქლიავის ქვეშ იები ბაბუის სისხლმა ამოიყვანა და ეს ფურ-ირემიც ბაბუის სულს ჰპატრონობდა.
ოქტობრის ბოლოს, პატარა ზაფხულის პერიოდში, სიცხეში და ყვითელ მზისგან გახრუკულ გზით მწვანეცისფერთვალება ვენახში გაიპარა.
ფურ-ირემი არსად ჩანდა, მის ნაწოლ ადგილას კი ატმის კურკები ეყარა. რა უცნაურიაა. მოულოდნელად მდინარეზე წვერ-გაბურძგნული, მშიერი, მილასლასებული კაცი გამოჩნდა. გოგონამ პირჯვარი გადაისახა, ალბათ ოჩოპინტრეაო, თუმცა ოჩოპინტრე მეგრულ ენაზე ალაპარაკდა. არც ერთ დას მეგრული არ გაეგონა, მაგრამ მოარული ხმებით იცოდნენ აჯანყების ამბავი. კაცმა ქართულად სცადა: არ ჩამიშვათ მილიციაშიოო.
გოგონები სახლში უბრად დაბრუნდნენ. მამამისი მიუხვდათ, მაგრამ ისიც უბრად დახვდათ.
ორი დღის მერე, ამ ორ გოგონას თავისი სახლის წინ ის ოჩოპინტრე, პატარა გუდით ჩაუვლის და თვალებით მადლობას ეტყვის, თუმცა ახლა შიმშილისგან და უპატრონობისგან საკუთარი ფეხით მილასლასდება, მილიციის განყოფილებაში.
ახლა უკვე თექვსმეტი წლის დებს, ძალიან უნდოდათ პროვინციიდან მალე წასულიყვნენ. რა გასაკვირია. თუმცა მიზეზი, რომ გაიგოთ, იქნებ არც კი დაიჯეროთ.
ამათ დედას ყონაღი ჰყავდა.
ლეკის მოხუცი ქალი. დიდი ფერადი შალებით და ფეხზე კი თხელი ჩუსტებით, უცნაური ნაქსოვი პატარა ფარდაგებით და წვრილმანი ნივთებით.
ქალდედა უამბობდათ: საწყალ მამაჩემს დაღესტანში ბევრი ყონაღები ჰყავდა. და ახლა უხაროდა, რომ გაიჩინა ლეკი ქალი მეგობრად.
ერთხელ, გაჩერებაზე, ეს ლეკის ქალი ამ გოგონებს დაემუქრა, იმიტომ, რომ ქართული ესმოდა და ამ გოგონებმა, რაც მასზე ერთმანეთში ილაპარაკეს ყველაფერი გაიგო.
- ლეკები ჩვენ თავს დაგვეცემოდნენ და ბავშვებს გვპარავდნენ.- მწვანეთვალება ისტორიის ექსკურსით და ინტელექტუალურ ბრძოლით უგებდა ლეკი-ყონაღის ნერვებს.
- ისე გუდა კი აქვს ახლაც, ნეტავ შიგ ბავშვი ხო არ უზის, - პროვინციულად ეღადავება ცისფერთვალა.
ლეკმა ქალმა შალი, რომელიც მექსიკური პანჩოსავით ჰქონდა შემოხვეული მთელ ტანზე, ფრთებივით მოიქნია და თვალები მოწკურა.
- აიი, ასეთ დროს ისინი მზაკვარ ფიქრებს და აზრებს გაიელვებენ თავშიი. - ახლა მწვანეთვალება ანატომიისა და ფსიქოლოგიის ცოდნას აფრქვევდა.
- იქნებ ეფსია? - ჩაიხითხითა ცისფერთვალებამ პროვინციულად.
ლეკმა ქალმა ლეკურად დაიცოფა და ისე გაბრაზდა იმ გაჩერებიდან მეორე გაჩერებაზე აინაცვლა.
არადა, ამ გოგონების დიდმა ბებიამ დაკარგა ხუთი წლის ბიჭი, ადრე, ადრე. მერე, თურმე ბაზარში, 16 წლის ლეკის ბიჭს სტაცა ხელი, გული მიგრძნობს ჩემი გიორგა ხაროო, ააარაოო, ლეკის ბიჭი გაიწია განზე, მაგრამ დიდედამ ხელი აღარ გაუშვა. სამოსახლო მისცა და სანამ არ გარდაიცვალა დედა-შვილობას ეთამაშებოდა, ბიჭიც.
თან კიდევ, სწორედ ამათ დასახლების ზევით, კავკასიონის ერთ-ერთ ქედზე გადადიოდა საცალფეხო ბილიკი დაღესტნის მთებზე, აიი, ეს მთები რომ შეაბრუნო, მელოტ მთას რომ ეძახიან, იქით უკვე ლეკები არიან. თან ისიც, ამ ზამთარს, აქაური მწყემსების დამწვარი ძვლები იპოვნეს, ასე დაყარეს ხმები, ლეკებმა დახოცეს და შეჭამესო. ისეთი ცუდი ხმა იყო, ლეკების სამი სოფელი აიყარა და წავიდა. მაშინ ხო ასე ხდებოდა, ეთნიკურ უმცირესობებს უტევდნენ, ახლა რომ ქართველია უმცირესობა, ასე არ იყო.
არადა, მიზეზი ორი პატარა, ობილი ბიჭის სიკვდილია. ისინი, შემთხვევით მკვლელობას შესწრებულნი, მოწმეების გაქრობისასთვის დაისაჯნენ. თან ცილი დასწამეს, მკვლელობა შეაწერეს, მერე სამეზობლოს ძონძროხა კაცებმა ალყაში მოაქცია ორივე პატარა, დახეულტანსაცმლიანი, მშიერი ძმა და დიდი რიყის ქვებით ჩაქოლეს.
მესამე კურსზე კი რაღაც განგების ძალით დიდქვეყანასთან დაძმობილებით და ქართული ჯარის საბრძოლო თუ სასიკვდილო გამოცდილებით ავღანეთში ქართული სამხედროების გაგზავნა დაიწყეს.
და ახმედი, უკვე ქართულ ჯარში საქართველოში ნამსახური, ინგლისური ლექსიკონებით, ერთ-ერთი ქალიშვილის გაყრილი ოჯახით და უმამო შვილიშვილით, პაპის, ქერჩში დაღუპვის ცნობით, რომელსაც სულ შემთხვევით გადააწყდა სავალდებულო სამხედრო არქივის მოწესრიგების ჟამს და ოდნავ შებერებული ცოლით, მთელი ამ ავლა-დიდების მქონე, ავღანეთში ქართველ მოხალისე სამხედროდ ჩაეწერა და ახლა, ძმასთან ერთად თალიბანებთან საომრად, ჰელმანდის პროვინციაში წავიდა.
დებმა, უკვე ახალგაზრდა მოწიფულმა ქალებმა, როგორც ტოლსტოი წერდა ანა კარენინაში, იმ ასაკში, ქალებს ოდნავ ჭკნობა რომ ეპარებათ, მობილური ტელეფონების მეშვეობით ამცნეს ეს ამბავი ერთმანეთის მეხსიერებას და გაახსენდათ ჩეხური ბოტასები.
- ავღანეთის მეომრები აფხაზეთის ომის დროს შევარდნაძემ სულ გაჟუჟა. - თქვა ორშვილიანმა მორწმუნე პედაგოგმა.
- კი, მაგრამ, მაშინ, საბჭოთა კავშირი ეომებოდა ავღანებს და ის მეომრებიც, როგორც, მესამე მსოფლიო ომში დაღუპული პაპები, ჩვენთვის არ იბრძოდნენ. - ალღო აუღო არსებულ ვითარებას მწვანეთვალებამ, პირადი ცხოვრება რომ ვერ აეწყო და თვითნებურ, თვითაღიარებულ პოეტესად მოჰქონდა თავი.
- ნეტავ ავღანეთიდან რას გამოგვიგზავნიან?!
-ელოდე.
ეს აზრები ორივეს ერთნაირად გაუჩნდა და დაემთხვიენ.
სანამ, ავღანეთის და ამერიკის მშვიდობისმყოფელური, ვითომ ომი, სინამდვილეში ჩუმი გლოვა და დატირება ქართველთა დედებისა და სამხედროებისა გამოცხადდებოდა, ეს ახმედი, გოგონების ოჯახს ჰყავდა მატერიალურად შეკედლებული.
ერთ კალოობას, როცა ხორბალი აიღეს გოგონების ოჯახში, ახმედის ძმა, შვილი, თავად ახმედი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ნათესავი კაცი, რომელსაც რატომღაც პაპას ეძახდნენ, ამ გოგონების ბანიდან ხორბლის ტომრებს საკუთარ მანქანებისკენ მიაქანებდნენ.
- - ავღანური მწვანე გამოაგზავნონ. - წაიკაიფა ამ გოგონების მამამ, ქართული ჯიშის ხორბლის ამბავში.
- - ეგ როგორ, ქაღალდები პურში?!
- - არა შვილებო, ბალახი ბალახში. ისე, ავღანეთში იბრძოდა ერთი ბიჭი, შემთხვევით გადაურჩა შევარდნაძეს გაგრაში. ადგილობრივებმა, იმან თქვა, რომ საბჭოთა ჯარი, გააცამტვერესო. გეოგრაფიული გარემოა ისეთი, იქაურები საცალფეხო ბილიკებით დაძვრებოდნენ და ამათ ტანკებს ადგილზე ადუღებდნენ. იმან თქვა, რომ ახლა მით უმეტეს, თალიბანები ფანატიკოსები არიან. სიკვდილის მაძიებლობა რწმენის სახელით რა სიმახინჯეა, რწმენისთვის სიკვდილია ჭეშმარიტება და არა პირიქით.
ამერიკელებმა, მშვიდობიანი მოსახლეობიდან, ყველაზე მეტად ბავშვების შიში ამოიღეს მიზანში. თვითმკვლელი ბავშვები, ზურგზე სასკოლო ჩანთებზე ბომბებდამაგრებულები, მიდიოდნენ სამხედრო ბაზებთან ახლოს და წამზომის ტიკტიკზე მღეროდნენ.
ახმედმა, თავდაპირველად, სანამ პირველ მწვანეებს გამოაგზავნიდა ოჯახში, ინტერნეტით მუსულმანი გოგონას ფოტო ოდნოკლასნიკებში ატვირთა. ბავშვი საკუთარ სახლისკენ მიმავალ გზას ადგას და მხოლოდ თავი აქვს მობრუნებული. მის შავ, მუგუზალივით მკვესავ თვალებიდან დიდი ჯოჯოხეთის კორიანტელი იფრქვევა. გოგონა, უცხოტომელის მობილურს განსაკუთრებული სიძულვილით გამოსცქერის და თითქოს, მასაც, როგორც მის მამას, ბიძას და ძნებს, სწამს, სამოთხის კარი ღია დახვდება, თუ ურჯულოს ტყვია იმქვეყნად გაისტუმრებს.
ახმედი ჩუმად, ყოველგვარი შოუს გარეშე, ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავისა და სახელმწიფო ჰიმნის გარეშე, აეროპორტში ახლობლებისა და მეგობრების დახვედრის გარეშე, ქვეყნის დროშების დაშვების გარეშე ჩამოასვენეს ორგოგონას პროვინციაში.
- ესეც ავღანური საჩუქარი. -თქვეს გოგონებმა, როცა საფლავს მიწას მუჭებით აყრიდნენ უცნაურად ცივ, სპილენძისფერ კუბოს.
მიწა არ გრუხუნებდა. არც ცა.
გარემოებათა აუტანელ სიმსუბუქის გამო, ახმედის დედა უხმოდ ტიროდა. ავღანელი ბერდედებისგან ახლო აღმოსავლურად ხმით დატირებულ შვილს ჩადრიანმა დედაკაცებმა დაუხუჭეს თვალები.
გაზაფხულზე კი, ახმედის საფლავის ხის ჯვარი გაგიჟებით, ყლორტებამოხეთქილი ახასხასდა და ხარებას, ყვითელმა ყვავილებმა გაიშალეს.
- იუდას ხეა. ჩვენთვის არ შემობრუნდეს, რუსის ტანკივით, ეს გაწვრთნილი ჯარი, - ევანგელისტი შინაბერასავით გადუჩურჩულა სააღდგომო შვიდგზის ცხებაზე ერთმა დამ მეორეს და სკოლისდროინდელი რიტუალიც შეახსენა, - იქნებ რამე ჰელმანდიდან გამოგზავნილი დაგვეწვა?!
თიხისფერმა მოწითალო მიწას ჩახედა.

Comments
Post a Comment