ცვალებადი ფაზები
„უღირსმა და ურცხვმა დედამ
სასიკვდილოდ გამიმეტა
და მამამ კი არამზადამ
ჩემი ჩონჩხის დახრა სცადა.
მაგრამ ჩემმა საყვარელმა დაიკომ
ჩემი ძვლები გრილ მინდორზე წაიღო.
იქ მშვენიერ ტყის ჩიტუნად გადვიქეცი
და ძალიან შორს გავფრინდი, გავიქეცი“ –
გოეთე. ფაუსტი.
I ფაზა. მიქცევა
ნუ აღმოაჩენ ჩვენს პლანეტას, ჩალმით დახურულს,
ორლესური მახვილის ფორმით გადმოგვყურებენ
თვითმკვლელობის და წვიმის ღმერთები.
უკანასკნელ დღემდე ნუ გვნახავ,
როცა ცარიელ ქარქაშში ჩასობილ
მუმიების ნაბან წყალს ვსვამთ და
ძირხვენებით ვიკვებებით – ემბრიონები გვექერცლება -
თუ გვშია შევჭამთ.
არრას ვჩივით -
ვცხოვრობთ პირის სიამტკბილობით.
როცა მთვარე ახალია, სიზმრებში შიშით ვდგებით ფეხზე,
ვდგებით ძილში და წყლის დიდი გუბის ვუსმენთ მიქცევას –
წარღვნა იქნება ამაღამ და ისე იწვიმებს,
წარღვნამდე თუ რამ დაგვებედა,
წყალი მიწასთან გაგვისწორებს, გაგვაიგივებს.
შინაური დინოზავრი –
უღელში შეაბა ჩემმა მახვილმა და ოროველა გააბა.
რას ხნავ-მეთქი, ღრუბლებს გადახნავ და რას დათეს,
თუ ყველა თესლი უნაყოფოა, შენი თესლის ჩათვლით-მეთქი.
ვატყუებ, როგორც ყველა სხვა მდედრი.
მღერის ჩემი მახვილი,
ჩემი უცნაური მხეცი და სანამ არ დაბნელდება
შინ არ შემოდის.
მთვარის შუქზე უყვარს ჩემი კოჭამდე თმის თვალიერება.
ჩემი შავ-თეთრი რბილი სხეულის
ყველა ნაკაწრი, შრამი, ისე დაიზეპირა ძილშიც მას ბოდავს.
- ქვედა ტუჩის ქვეშ ნაკბილარი,
როცა პირველად სულ პატარა მამასთან იწექ.
მამა გკბენდა და ეჭვებისგან მდომიარე,
დედა ნაღვლის ბუშტებს ბერავდა.
ყელს რომ გადაწევ,
გამჩნევია ფარისებრი ჯირკვალივით პატარა ბურთი -
როცა ურჩხულებს ყავდი ბაგაში და ზაქები გაწვებოდნენ,
ყელზე გწვდებოდნენ.
ძუძუ ცალი, ძუძუ ნაკვეთი.
ეს ნაკვეთი დაუთესავი -
მზით დაჩრდილულ ახოზე, წაგაცალა ბუღა ბიზონმა,
როცა პირველი ჩანასახის ქერცლებს მარხავდი.
ზაფხულობით წითელსითხე გამდინარე –
მოვდივარ ბნელში, შენი მახვილი და წყლულოვან ტერფებს
გილოკავ ენით.
ჩემი ცრემლი არის მწველი, მარილიანი.
შენ კი წარღვნას ელოდები,
ჯერ მიქცევაა.
საგა-ლო-ბელი
სიმინდის ყანაში,
მწვანე ხვლიკებს და ამფიბიებს ვუჩეჩქვავ კუდებს და
მათი სისხლით სახეს ვიწმენდ -
ღამე მელის უდროო და თეთრი,
დედოფალი იშჩელი მელის.
ჩაკის სძინავს კლდეებს გაბმულ ჰამაკში -
ჩაკი ყრმაა, ღმერთების ლუკმა.
მას შესწირავენ გაზაფხულზე,
შუა მარტს,
ბუნიობას და მისი ხორცით მუცლებს
ცოტას გამოიზრდიან.
ძვლებს გატკვერენ,
სისხლით კი ხარჭებს, ხარჭებს განბანენ.
იშჩელი ნეფრიტის მძივებს არ იხსნის,
სელის კაბას კი მე თვითონ გზაგზა
დანით ვუჭრი, თასმა, თასმა.
როცა თმას იშლის,
თმიდან მტკაველა მსხვილი ტილები
ფრინდებიან და ჰაერში ფისის სუნია,
თვალებს ვხუჭავ და შენი ბამბის,
თეთრ თეთრეულს ვხედავ გარკვევით.
გონებით ვუხმობ,
შენს ავგაროზებს – ვერცხლის პეპლებს და
ოქროს მზის სხივებს.
იშჩელი გობში ათასი დღის
ნადგამ წყალში წვება შიშველი და
მედუზები ულოკავენ ყავისფერ სხეულს,
ხავსი ედება ლიბრად სახეზე.
მე თვალებს ვხუჭავ და
ახალ მთვარეზე, ჩანჩქერთან ახლოს,
წყნარ ოკეანის წყალში ჩალბობილ
შენს ყარაჩ თმას ვუხმობ გონებით.
როცა მთვარე გადადის კლდეებს
იშჩელი ძღება – ჩემი ნაყოფი
ქოქოსივით წვნიანია. ეყოფა სამ დღეს.
ვბუნდები უკან.
შენ გალობა შემომაშველე,
შენი სიმღერა,
შემო.. მაშველე, მო.
II ფაზა. მოთვინიერება
გამოიძახე, ჩემი სული, გამოიძახე.
სულების ხმები ისმის სადაც ვცხოვრობთ
ხმელები, ბუნიკებით მონადირეთა
ქალიშვილები და ველით, ველით უცხო ტომის ქურუმებს.
ყინულის ფენებს აირეკლავს ჟანგმიწიანი ნაფეხურები
და კონტინეტთან შეგვაერთებს ყვითელი ჟანგი.
სვეტები თალე,
ჩვენს ქურუმებს, მამონტების სისხლში რომ წვანან,
გაუზიდე –
თავის ქალებით, მათი ქალების თავის ქალებით ამოტვიფრე
გაზაფხულის დღესასწაულზე დაგვითითოონ,
ქალწულების თასმაშებმულნი,
მარტის თავსხმაში გაგვკვეთონ და
ჩვენი სისხლით თავიაანთ ხარჭებს განბანენ.
ჯერ ნუ გვისიზმრებთ,
ნუ ააგებთ კედრის ხომალდებს, აუშვებთ აფრებს,
მოგვინადირებთ.
ჩვენმავე თემმა მოგვკვეთა და
საკუთარმა ძმამ ათას ნეფრიტად გამომისყიდა,
რადგან მკერდზე ბრინჯაოს დანას და
ჩემი გულის თითებივით გაშლას ასე გადამარჩინა.
ჩვენ წყნარად, ჩუმად გვიყვარს ერთმანეთისთვის
ერთმანეთი - ასე კი არა,
როგორც თქვენ – ოკეანის მეორე აუზის ბინადრებს,
უკაცრიელს რომ გავძახებ: მიყვარხარ, მიყვარხარ!
უკაცრიელი მპასუხობს იმავეს.
საგა-ლო-ბელი
- ახ, პუჩ.. ახ, პუჩ, კოჭლაუხა –
როცა მახვილი ახოს ჩეხს და იჩშელთან რჩება
გამოისყიდოს ჩვენი მოდგმა.
უხვად დააფერთხოს თავისი კალთა
ხეხილის ბაღსა და სიმინდის ყანას.
მე მივდივარ შავ კლდეებთან და წყნარად ვუმღერ,
დიდ გუბეში მცურავ კანიონს –
თან ნახშირისგან ვიხატავ თვალებს ამბრით და მურით.
თან ნაცრისაგან ვიბან თმას და გიმღერი ჩუმად:
- ახ, პუჩ, ახ, პუჩ კოჭლაუხა -
ჩვენი ნებით გემორჩილებით და
მიტნალისკენ ვიკვალავთ დღეებს.
შავი კლდე როცა გაიხსნება და
იქედნურად მღიმარი შავი კაცი გამოვა
გრძელი წყვილი რქით,
ახ პუჩ, ეს შენ ხარ და
მე ვახატავ გამოქვაბულს ქვის საჭრეთელით,
როგორ ნადირობს, ჩემი მახვილი, მჭრელი ხელშუბით
იმ ირმის რქებზე,
ქორის ბუდეებს ტყე-ტყე რომ ტოვებს და
ყვირილით უხმობს გულის სწორს,
მარტოობა რქებზე ჰკიდია - გამოქარული და გაქექილი.
ვახატავ, როგორ ვივლებთ წყალს ღამით
შიშველნი და მთვარეულები.
ცისფერს გავურევ, შაბიამნისფერს - და-ძმის
სიყვარულს ვაუფერულებ.
ვახატავ, როგორ მიგროვებს ველად
შროშანებს, (გა) მიკეთებს კონას ველურ ყვავილთა.
და შენზე ვმღერი:
- ახ, პუჩ, ახ პუჩ, კოჭლაუხა -
სანამ მახვილი ღამეს ართავს იშჩელთან
მე შენ გიხმობ და გეჩურჩულები.
ღმერთებთან ღალატს ვერ გვპატიობს თემი და მოდგმა,
ღმერთებთან წოლას და ღმერთებით თავის შექცევას.
III ფაზა მოქცევა
როცა გადნება ყინულის ფენა - სრუტე წაგვიღებს.
ძმაო ჩემო,
ჩვენი შვილები ჩანასახშივე გათანგულები.
ჩვენი მოკლული,
პატარა უცნაური ურჩხულები.
ჩვენთან ერთად ჭაში ჩავკიდოთ,
ჭა ამოივსოს მიტნალის მიწით.
ჭა იყოს ჩვენი თავშესანახი.
სანდალოზის ხის ფისით სხეულები გადავიზილოთ -
ჭის ფსკერს მივენდოთ.
ცის მცველები გადავიმტეროთ,
ვენერა ბურუსს გაუშვებს ქვეყნად,
კუ ღმერთების ჯარი დამარცხდეს,
მიტნალის წყალი ყინულია
სიცივე შეგვკრავს, შემოგვინახავს.
დღის, ღამის და ზეცის მეუღლეს იშჩელს გაუყოფ
სარეცელს ჩვენთვის
ჩაკი დედის გულისთვისა - მტვერს წვიმა აცხრობს.
სიმინდის ყანაში,
სიმინდის ახალგაზრდა ღმერთი
ახ პუჩს შეებას,
უკვდავების ყველა სიკეთე,
შენ ხომ იცი,
სანდალოზის ხის ფისი ვუკმიოთ ერთმანეთის სხეულებს
და ორიკალკუმის თასიდან, ჯერ-ჯერობით მოვსვათ ნახარში
ჯერ-ჯერობით, ჯერ, ჯერ მოვსვათ და
ჭის ფსკერს მივენდოთ.
მდინარე მიედინება – აღმოსავლეთია
შენსკენ პირი მოუქცევია სულყველა სულდგმულს
და ჩვენ კი ვინ ვართ?!
მზეო, პეპელა.
გადააწითლე შენი სისხლისგან წყნარი წყალი
და ჩაგვძირე მოუსავლეთში.
მცირე საგა-ლო-ბელი - ჭის კარი
დიდხანს გვეგონე ღმერთი, თეთრი კანის
ადამიანო.
თუ მობრუნდები,
ჭის პირას მჯდარი – მლაშე ფსკერიდან გამოგვიხმე,
ერთ სულად სული და გვითხარი რაც გვსურს.
ოღონდ გვითხარი რა გვსურს.
ვისი სული გსურს -
ოდესმე, იქნებ, ანაც მეორედ.
მზეში ერთად საკურთხეველთან,
ან ოღონდაც,
ახლა კი გვეყოს.
2009. 24 თებერვალი.

Comments
Post a Comment