გადასახლება. ადიუხ

„ვინც მიწაშია, ის ჩემს საიდუმლოს ინახავს.
ვინც ჩუმად არის, ემორჩილება ბუნებას.
რად მინდა, ადიუხ,
შენი უკვდავება,მომცილდი თავიდან.
ვარდისფერი მკლავები, შემალე ბნელში,
ხიდისთავს რას გამოგიდია, ამვლელ-ჩავლელისთვის
რა საჭორაო მიგიცია?!
ტილოს ხიდზე მოვქრივარ ჭენებით,
მე მინდობილი ვარ ცეცხლის ქალღმრთებს”.
წყალქვეშეთშიც დგას მშვენიერი ქვის სახლი,
წყალქვეშეთის ასულები იმოსებიან თევზის ქერცლებით.
მესეფების ქალიშვილები,
შემოდგომისას გამრიყავენ და საქონლის მწყემსს შემარქმევენ,
ასე, ვიხრჩობი, შენი ქმარი, ადიუხ,
ადიუხი სოსრუკოს მიყვება,
ცოცხლად დამარხული მიწიდან დგება, სოსრუკო.
ის, ვინც მიწაშია და ჩემს საიდუმლოს ინახავს.
ვისი ცრემლიც გაყინულ ტბებს ალღობს და
ვისაც ჩიტები სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.
სოსრუკო, შემოდგომისას უკანვე, მიწას უბრუნდება,
წელზე მხიარულ საკრავ შემორტყმული,
თან ჩემს ციცინათელა ადიუხს
მიუძღვება,
ადიუხს მიწისქვეშეთისკენ, წყალუხვ ალაგას,რა გინდა?!
სამთავიანი წყვდიადის ქალღმერთი, ძაღლივით გიყეფებს,
დაგკბენს და დაგფლეთავს,
მე მხოლოდ შემოდგომის ნისლებში ამოვალ,
ზღვათა მიუვალ ფსკერიდან,
შენ გაზაფხულზე სოსრუკო წყვდიადის კლანჭებიდან გაგიშვებს,
ნუთუ აღარასდროს ამინთებ,
სანთელივით ჩამოქნილ ცვილისფერ ხელებს?!
ადიუხის ვარდისფერი მკლავები წაკვეთილნი, ბნელ მიწას ანათებს,
ანათებს,
მიტოვებული მონატრებით თენდება.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო