მესეფების ასულები. ნოემბერი
-ჩუუ, ჩუ, ჩუმად, არ გამთქვა,
არ თქვა, უღრან ტყეში ვის ასულს, ვის სულს გადაეყარე.
ჩვენ ამოვედით წყლის ქვეყნიდან,
რომ შემოდგომის ბალახები მოვაძოვოთ საქონელს.
- ჩუუ, ჩუ, ჩუმად, მწყემსო,
ენას კბილს თუ დააჭერ, მოგცემ გახვრეტილ ქვებს, ავგაროზებს,
წაგიყვან დიდი ლოდების ქვეყანაში,
ზღვის ფსკერზე გაცხოვრებ, ჩემი მამის ლამაზ ქოხში,
ზღვის მეფის ასულის სასახლეს გაჩვენებ.
გაჩუქებ ბეჭედს, ოღონდ არ უთხრა შენს ადამიან-ცოლს,
ჩემი ამბავი.
რომ ნახევარქალა, ოქტომბრის მიწურულ ღამეს,
მოვდევნი საქონელს წყვილ-ჩლიქოსანს,
რომ ქვის სახლი მიდგას უღრან ტყეში,
რომ მინდორში ხმელ ჭვავს ცეცხლი გავუჩინე,
ახლა კვამლის ხიდზე
გავდივარ.
რომ კვირიონების ბუდეებს ვიყენებ სადილად.
არ გათქვა, გამხმარი ქერცლით და ძუძუთი,
წყლის ადამიანი, ისედაც რას ვგავარ.
ენას კბილი აგიცდა,
მზეჭაბუკო, თხების მწყემსო, მოულოდნელად, უკანასკნელ დღეს
როდესაც მიწისკენ მიშვებენ,
შუადღის გულზე დავბრუნდი,
მზეს მიფიცხებულს სული აგართვი, ჩემი ბეჭედი შენ ხორციელ ცოლს,
შენი სული კი ზღვის ფსკერზე. გავთავდით.

Comments
Post a Comment