საახალმთვარეულო


როცა ისე ცოტავდები,
გალეულ მთვარეს ემსგავსები,
მაშინ,
 შენ ამოდიხარ დედამიწაზე -
გულის მხარეს, ნაკლულ ნეკნს ვავსებ.
ისევ ერთად ვართ,
სიყვარულის  მიქცევამდე.

Comments