ვოისა ვარადა
წვიმის სამკაულებს, ფიჭვის წიწვებზე ასხმულს,
ზღვის სანაპიროზე, დამრთე ნება:
შენიანად გამომაცხადე.
რადგან, ზღვის თეთრ ტალღებს
ქარ-გრიგალივით მოაქვთ შენი ხმა.
რამდენ ხანს ყურს გიგდებ, იმდენად
შეძრული ხარ, გვერდით რომ არ გყავარ:
- სი ვარაიდა, ვოისა ვარადა.
არ მესმის შენს ენაზე,
ხელების ნერვიული თითების მოძრაობით
რატომ ატირებ აფხარცას და აჩამგურს.
თან ჩემს გვარს უხმობ, თან საზღვარს მიწესებ,
თან მომტირი და თან ზურგით დგახარ?!
თვალებში რომ შემოგეხედა,
გაგივლიდა უმალ სირცხვილი:
- მე უფრო ვტირი, მე სისხლად ვტირი,
მე მონატრების სენით ვარ ავად.
ვერც დაგივიწყებ,
ბერი ძმის სიყვარულით მახსოვხარ.
შავ ზღვის ფსკერზე მორონინე წყალმცენარეს
სათავესთან შემომიერთდი,
ნელი დინებით მოვირწევი,
ვარადა.
Comments
Post a Comment