გა(თ)ვლა. თვლა
მცირე რომანი თანამედროვე მკითხველის დაკვეთაა და ხვედრიც.
ქართველი ავტორი თამთა მელაშვილი პირველი წიგნით „გა(თ)ვლა" და ახალი ნაწარმოებით
ქართულმა ლიტერატურის ისტორიამ დაიმახსოვრა, როგორც წარმატებული დებიუტანტი, უცხო
ენაზე წარმატებულად ნათარგმანები და ალბათ, ყველას მიერ ყურადღების ღირსი. გამორჩეული
ენის, ხელწერის, სტილისა და გადმოცემის მანერის გათვალისწინებით.
წიგნი, ალბათ, უფრო იმიტომ, გამოვიდა ასეთი დასამახსოვრებელი, სხვადასხვა
ასაკის და გემოვნების მკითხველისათვის, რომ მასში მიმდინარე პროცესი, კონფლიქტის
ზონა, არა სტერილური, არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ცხოვრებისთვის
უჩვეულო, რომანტიული და „ლბილი” ემოციებით არის აღწერილი.
იქ, სადაც ნადგურდება ადამიანისთვის აუცილებელი მორალური ღირებულებები და არჩევანს, თავად ცხოვრება და არსებული სიტუაცია გთავაზობს, რომ გადარჩენის ინსტიქტით, მხოლოდ თავის გადარჩენის ინსტიქტით გამოძვრე, ავტორი ქალი-მწერალი, (აქ მე ვაპირებ ირონიული ვიყო გავრცელებული დასახელებისა, ქალი-ავტორი, ქალი-პოეტი და ა.შ), ახერხებს კარგად გამოძვრეს - სხვა და განზოგადოებული კონფლიქტის ზონა შემოგვთავაზოს გულისამაყუჩებელი სცენებით და არა, ბოევიკური სცენარით.
იქ, სადაც ნადგურდება ადამიანისთვის აუცილებელი მორალური ღირებულებები და არჩევანს, თავად ცხოვრება და არსებული სიტუაცია გთავაზობს, რომ გადარჩენის ინსტიქტით, მხოლოდ თავის გადარჩენის ინსტიქტით გამოძვრე, ავტორი ქალი-მწერალი, (აქ მე ვაპირებ ირონიული ვიყო გავრცელებული დასახელებისა, ქალი-ავტორი, ქალი-პოეტი და ა.შ), ახერხებს კარგად გამოძვრეს - სხვა და განზოგადოებული კონფლიქტის ზონა შემოგვთავაზოს გულისამაყუჩებელი სცენებით და არა, ბოევიკური სცენარით.
მაგალითად, როგორც აქ გათამაშდა.
გაქანებული სამოქალაქო, მომიტევეთ და ჩემი პირადი აზრით, ომია და ორი
გოგონა, ერთმანეთის მიმართ გრძნობების დალაგებისას წააწყდება ცხოვრებისეულ,
აუტანელ ერთფეროვნებას, რაც გკარნახობს რეალობის მიღმა, თამაშის წესებს. რა იწვევს
ერთი სქესის სიყვარულს?! იქნებ, ეს დაძაბული გარემოსა და ადამიანური გრძნობების
დეფიციტის დროს წარმოიშობა, როგორც ფსიქოლოგიური მოთხოვნილება?
სხვისი ომი არ არსებობს. ომი არის ომი და მსოფლიო ომის მნიშვნელობის და
გეოგრაფიული არეალის თუ არ არის, მიუხედავად ამისა, კონფლიქტი ორ ადამიანს შორისაც
კი ხდება ზოგჯერ საზოგადოების პრობლემა.
სხვათაშორის, თამთა მელაშვილის ამ მცირე რომანში, მე სოციალურმა თემამ
უფრო მეტად ამაღელვა.
იქ, სადაც ფულს არსებითად არანაირი მნიშვნელობა აღარ რჩება, რადგან
ყოფნა-არყოფნის ზღვართან იმყოფებიან ადამიანები, ხდება ნარკოტიკის გაყიდვის
მექანიზმის ამუშავება და სწორედ, დანაღმულ ველზე - კონტრასტი დიდია - ბავშვობის
თამაშს მიმგვანებული რეალობა - ბეწვის ხიდზე გავლა - საზღვრებისა და ფინალის
გარეშე.
რაც არ უნდა დავწერო ახლა ამ წიგნზე, ახალს ვერაფერს ვიტყვი, რადგან
თითქმის არაფერი დამიტოვეს სათქმელი, თუმცა, მე მაინც, ზუსტად მორგებული მგონია, სულ სხვა
წიგნსა და სულ სხვა ავტორზე, სულ სხვა ქვეყანაში და სულ სხვა მწერლის მიერ გამოთქმული
აზრი, რომელიც ამ წიგნზეც კი ერთი ერთზე მიდის:
ეტგარ კერეტის (ებრაელი მწერლისა და კინოსცენარისტის) წიგნზე „ნებროთმა
გარეკა”, ქართული თარგმანი ინგლისურიდან
თამარ ბაბუაძისა, შიდა ყდაზე დატანებულია ქლაივ ჯეიმსის, მწერლის პატარა
ანალიზი, სწორედ, ამას ვგულისხმობდი:
„მისი მახვილგონივრული მოთხრობები იმის დასტურია, რომ გამჭოლი ინტელექტი
დანაღმულ მიწაზეც შეიძლება განვითარდეს. კერეტის ახალგაზრდა პერსონაჟები ჭვავის
ყანაში თამაშობენ, ოღონდ იმ განსხვავებით რომ მათი ჭვავის ყანა სინამდვილეში
დანაღმული ველია. ძალიან იშვიათია სამყაროს ასეთი ხედვა - აშკარად შავი, მაგრამ
ხაზგასმით სიცოცხლისუნარიანი. უნდა წარმოიდგინოთ მუდმივ სამიზნეთ ქცეული ღამის
კლუბი და ამ კლუბში - ერთი მაგარი დიჯეი, რომელსაც ფსიქოდელიური სამხედრო ზედა
აცვია. ის გიჟურ სამყაროში დაბადებული ბრძენი ბავშვია, რომელიც ტრაგიკული
კონფლიქტის ორივე მხარეს ისეთ მუსიკას ატრიალებს, რომელიც ადამიანებს ამხნევებს და
იმედით ავსებს. საუკეთესო შემთხვევაში კერეტი გადმოგდებს სიგიჟეს; სიგიჟეს,
რომელიც დაგეხმარება სრულ ჭკუაზე დარჩე”.
რას იტყვით?!
მეც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს.
Comments
Post a Comment