ზიქურათი, ეას



აჰა, დავბრუნდი, ზაფხულიდან, ველ-მინდვრებიდან.
აჰა, აქ ვარ, და შემოდგომის ნელ-თბილ სურნელში გახვეული
გიყურებ წყვილი თვალით.

როცა უპატრონო ძაღლები გიმეგობრდებიან,
შემთხვევით, ქუჩაში.
როცა დგახარ ოფისის მოსაწევ ადგილას და
აკაფულ ხეზე შემომჯდარი უცხო, გულყვითელა
შემოგჭიკჭიკებს, შემოგხარის,
შენ კი რას აკეთებ ამ დროს?!
თვალგაშტერებული გაჰყურებ
ცაზე მოსიარულე ღრუბლების ჯარს.

ასეთია სიყვარული ჩემი.
წარმართობისკენ მიდრეკილი.


და თუ მოვკვდები, მოვკვდები
მარტოდ,
და არავის არ მოვუკვდები, და არავის არ
დავამწუხრებ.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო