ალბინოზი მთავარანგელოზი აწივლებულ მზესუმზირებში
მთელი ზაფხული ერთ ოთახში შემიგროვდა,
შენ სადღა დაგტიო.
ჩემი სხეულიდან რომ გამოეტიო.
აქეთ ეს აგვისტოს დაგრძელებული სიცხე,
მზის ჩრდილს დატოლებული,
გემუდარება ხელში აყვანას... იქეთ...
მე შემიძლია ყოველსისხამზე თავიდან გავჩნდე,
ახლადამოწვერილ მზის სხივივით
ახლადთვალახელილ ჩვილივით
ახლადმოგებულ ხბოსავით
ახლადმოწველილ რძესავით
დავესიზმრო ცინცხალ ღვთაებებს,
(გ)აცხადება მოვთხოვო...
ჩემ სხეულიდან გამოვიტყუო სული,
ზეცისკენ ტაატით წავწიო...
რომ მერე მიწის სპორებს ვუტეხო
ჩემივე ხელით ჩემივე გულ-მკერდი...
ეზოს კი, როგორც სექტემბრის სპლინი
ედება ხავსის მიეთ-მოეთი..
მშობლები ძილში პირღიად მწოლნი,
მერცხლის ბუდეში ბარტყებს -
მოჰგვანან..
Comments
Post a Comment