ნატა ვარადას ბიოგრაფია
ნატა ვარადა (ვარადაშვილი) დაიბადა 1978 წლის 11 ივნისს, ყვარელში. 1994 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ტელეჟურნალისტიკის განხრით. 2000 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.
2012 წელს რადიოთეატრში დაიდგა მისი რადიოპიესა „ფოკუს-მოკუს-ფრრ” (რეჟ. ზურაბ კანდელაკი), სადაც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. რადიოპიესაში მოთხრობილია ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ცხოვრება და შემოქმედება, ამასთან მხატვრულ-ალეგორიული ხერხებით
გაკრიტიკებულია საქართველოში წლების განმავლობაში გამეფებული უსამართლობა, ასევე ციხის საკნებში პატიმართა უფლებების უკანონო შელახვა და ის დამამცირებელი პოლიტიკა, რომელიც დაკანონებული იყო ხელისუფლების მიერ 2003-2012 წლებში. რადიოპიესა „ფოკუს-მოკუს-ფრრ” ხორვატიის რადიოპიესების
საერთაშორისო კონკურსის (PRIX
MARULIC -2013) ფინალისტია.
2018 წელს
ლიტერატურული პრემია „საგურამო“ მიენიჭა პოეზიის ნომინაციაში.
2019
წელს მის მიერ იქნა შედგენილი ბილინგვური ანთოლოგია
„ვათავისუფლებ“, სადაც 18 ქართველი თანამედროვე პოეტი ქალის ლექსებია, როგორც
ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. მთარგმნელი ნინო დარბაისელი-სტრონი, გამომცემლობა
„ინტელექტი“.
ნატა ვარადას შემოქმედება მრავალწახნაგოვანია: წარმართული, მითოლოგიური და რელიგიური მოტივებით. გამოცემული აქვს წიგნები:
2010 წელი,
გამომცემლობა - „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება“ - „ერთი საათით გვიან“,
რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე. ლიტერატურულ კონკურს
„საბას“ ნომინანტი. (2011)
2012 წელი,
გამომცემლობა - „საუნჯე“ - „დედის კერძი“, მხატვარი
ქრისტინე რობაქიძე. ლიტერატურულ კონკურს
„საბას“ ნომინანტი. (2013)
2013 წელი,
გამომცემლობა „საუნჯე“ – „ამებური სიმღერებიდან“, მხატვარი თეო ლეჟავა.
2017
წელი, გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“ -
„გამრავლების ტაბულა“, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე
2019 წელი
გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“ – „საფოსტო ყუთები“ - მხატვარი სოფია ვარაზი,
რედაქტორი როსტომ ჩხეიძე
2024 წელი გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა"- პოეტური კრებული „წერილები ოდისევსს", მხატვარი უცნობი, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე
Comments
Post a Comment