Posts

ელექტროდეპო

Image
იმ დღეს დილით მოსული თოვლი შუადღეს ატალახდა . მალევე მობინდდა . სახლში ადრე მოსული მამაჩემი მთვრალი   იჯდა ღუმელთან და როგორც იცოდა , თავს აქეთ - იქით აქნევდა . დასაძინებლად ავდიოდი შიდა კიბით მეორე სართულზე . - დღეს დაწექი ადრევე , გრაფიკი დაირღვა , შუქი არ მოვა . - რამდენი დასაუთავებელი დამრჩა . დაგრისხათ , ღმერთმა . - ქალო , ვინა ხარ შენა ?! დღეს შუქი არ მოვა . დღეს ყველა ადრე უნდა დაწვეს . ტელევიზორებს არ უნდა ვუყუროთ , დღეს მე ვთიშავ შუქს მთელ რაიონში და არ მოვა . - რა მოხდა ?! რაც მაგ თანამდებობაზე ხარ , არასოდეს გაგიკეთებია ასეთი რამ . გრაფიკს არღვევ და ისედაც დღეობით რომ არ გვაქვს სინათლე , ცეცხლზე ნავთს ასხამ ?! - დაწვნენ ბავშვები და გეტყვი . - მითხარი , ავიდნენ უკვე . - მიდი , კარი ჩაკეტე მაშინ . ურდული გადაწია დედამ . გავიგე მაინც . - ბალღები ჩაქოლეს , მე მაგათი პატრონი დედები , ეგენი , ხო ხალხი არ არიან .. - ვინ ? რას ამბობ ? მთვრალი ხარ , დაწექი . - ხოო ... ვიცი , გაიგე შენ , რასაც ...

The poema

O Captain! my Captain! our fearful trip is done; The ship has weathered every rack, the prize we sought is won; The port is near, the bells I hear, the people all exulting, While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring: პოემა ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! საზარი მგზავრობა მორჩა-დასრულდა; ხომალდმა გადალახა ყველა განსაცდელი, დაჯილდოვდა. პორტი ახლოსაა. მოისმის ეჟვნების ჟღარუნი, ჟრიამული. მე კი თვალს მტაცებს   კილები გემის,   ავისმომასწავებლად გარანდულნი. But O heart! heart! heart! O the bleeding drops of red, Where on the deck my Captain lies, Fallen cold and dead. ო, სულთქმავ! სულთქმავ! სულთქმავ! ო, მომდინარე მეწამულო წვეთებო, ჩემი კაპიტანი, გემბანზე სიმწრით აღესრულე! O Captain! my Captain! rise up and hear the bells; Rise up—for : It is some dream that on the deck, You’ve fallen cold and dead. ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! აღსდექ, გიხმობენ ზარები, აღსდექ _ იქნებ ზმანებაა,   რომ შენ გემბანზე აღესრულე! My Captain does not answer, his lips are ...