Posts

ღარიბი მღვდლების ვაჟების ნაბოლარა ასულები

Image
ქართლში რომ ხმა გავარდება, ზვავივით ჩავა  ფშავისკენ. თუ სვეტიცხოვლის დედა-ზარი რეკს, გრემს ბერები ხმას  აყოლებენ . მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ჯერ არ გამეფებულიყო წითელი ტერორი, რასაც უპირობოდ მოჰყვა შემდგომ პატიოსან ეპისკოპოსთა, მღვდელთა და ბერების დევნა-შევიწროება. ჯერ შორს იყო 1918 წლის გამარჯვებამდე და შემდეგ, 1923 წელს, სასტიკი იმერელი ბიჭის ღალატამდე – იმ დღემდე, როდესაც დადგებოდა:  არნახული ნგრევა ქართული ტაძრებისა, ჯვრებისა და ხატების წალეკვა, გუმბათთა აფეთქება და მღვდელთა წვერის შეჭრა-შეკვეცა. დღის შუქზე, ჯერ ღარიბი მღვდლების ოჯახებში ქართლში და ფშავში - ბრეთსა და ჩარგალში - ნაბოლარა ვაჟების დაბადებას ზეიმობდნენ და წმინდა საიდუმლოზე - მათ განათვლაზე სიხარულით ზრუნავდნენ.  გავა დრო, გავა მრავალი წელი და ბედის განგებულებით პატარები ერთმანეთს გორის სასულიერო სასწავლებელში ერთ მერხზე, გვერდი-გვერდ მიუსხდებიან – შიო და ლუკა.  ერთს,  წმინდა შიო მღვიმელის დღეს დაბადებულს, პატარა შიოსა და შემდეგში ძია შიოს, საქართველოს პატარების...

ორი ფოტო

Image

ჰემინგუეის ბოლო ფოტო

Image

სათანაო - მუდმივად საკითხავი წიგნი

მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის ნარკვევები ზოგჯერ ვამჩნევდი, რაოდენ დიდი იყო სევდა თანამედროვე ადამიანების სულებში, ის გოდებდა და იქიდან გამოღწევას ლამობდა. როგორი უცნაური გზებით დაჰყავდა მას ადამიანები. ღვთის რწმენა სისულელედ, სათაკილოდ ითვლებოდა. სამაგიეროდ სჯეროდათ სხვადასხვა სწავლებისა და სახელების: შოპენჰაუერის, ბუდასი, ზარატუსტრასი და სხვა მრავალთა. ჰ. ჰესე „პეტერ კამენცინდი“ ჩვენი დროის გამორჩეულობაზე მრავალი რამ მიუთითებს, ვისაც ყურნი ასხია უსმენს და ვისაც თვალნი აქვს, ხედავს. საინფორმაციო ტექნოლოგიების ერაში, მაინც ძნელად, რომ სადმე ვინმემ იკამათოს, ცოდნის შეძენისა და გარღმავების იმ საშუალებაზე, რასაც წიგნი და წიგნიერება ჰქვია. წიგნიც არის, და წიგნიც. ჩვენ დღეს, წიგნის გამოცემის ვერანაირ დაბრკოლებას ვეღარ ვხედავთ, მით უმეტეს ინტერნეტ და ელექტოგამოცემებმა ეს, დავარქვათ საფეხური, ბევრად გააიოლეს და გაამარტივეს, მაგრამ რა, როგორ, რატომ და ვის, მართლაც რჩება არიადნეს ძაფად, გნებავთ სიზიფეს მითად და გნებავთ აიეტის გამოცანებად. იშვიათად, რომ რაიმე ახალი გამოცემა წიგ...

არა ქსტნ შენ

Image
ჩ ვენ ვცურავთ ერთად სექსის დროსაც , ან მაშინ უფრო , როდესაც გარეთ მიწას შავი პირი არ უჩანს - ოზონის ხვრელი - ყინულის ქვეშ მოკრუნჩხული , პარმაღზე , როგორც უსახლკარო , პირაღმა იწვეს , მუჭიდან მარილს უხილავი ხელი ფანტავდეს - ზურგს უფარავდეს - ეს ჩვენი წილი უფლისშვილი .   ფეხისგულები , ორი , წყვილად , როგორც კუდები , ერთმანეთს ისე ეგლისება , უნდა დავიძრათ ტალღებივით , უნდა მოვდიდდეთ , ტუჩებიდან კი პირის ღრუში ჰაერს გადავცვლით - მორიგეობით . ღრმად ჩაისუნთქე .   ამოსუნთქვისას სიტყვები რომ დაგცდეს . დააკვდე . აღარ ვარსებობთ , სიტყვები ვართ და ასეც ვრჩებით . რისგანაც ნერწყვით გვაკოწიწეს , აგვტკივდება და სათითაოდ , კბილები , ფრჩხილი , თმა და წვერი - გაგვცვივდება . წყალთა საფარველს დავიფარავთ , დავიმალებით . ახლა თითებით - მუცელზე შენი ხელისგული გინდა გამფატრო , გამომიყვანო სხეულიდან ზღვა - ზღვა მატარო . ასე თევზებად ჩვენდა თავად , ასე , თევზებად , რომლებიც მოხვდნენ ...

ჩემი ბირთვული ომი

Image
სპარსელი მლოცველის ნაღვლისფერი ჩალმა, ერთკეცად, თვალებში სუფიური სიტკბოთი. თბილისის თებერვალში, შირაზის სისხლისფერა ვარდებმა კოკრებად გაიშალეს- ჩამოვიხედე მუსლიმის სულში და აღმოსავლეთის სიმხურვალეში ჩემი წინაპრების სისხლია გადამდნარი - ჩვენს შორის ფეთქდება ბირთვული ბომბი - შენ გადარჩები და როდესაც ნახავ იესოს, გადაეცი: მისკენ მიმავალს გაზაფხულზე უეცარმა ყინვამ მომისწრო.

სიზმრები - მსოფლიოს გადასარჩენად

Image
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90 თუ ამ ბმულს გაყვებით, კინორეჟისორ კუროსავას შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ და შემოქმედებით ცნობებს ამოიკითხავთ. ჩემი აზრით ეს ადამიანი არის გენიოსი და არის მოვლენილი. მისი სიზმრები, ხუთ ხილვად  გადმოცემული ტელე-ნოველების ერთი მთლიანი ზღაპარი -  მოდელია, მსოფლიოს აპოკალიფსური კოლაფსისგან თავდაღწევისა. ყოველი კადრი, მუსიკა, ფერები ეს არის ადამიანის არსებობისა და მისი მისიის შესანიშნავი აღწერა. ფილოსოფიურად თუ დავინტერესდებით, ჩვენ უხსოვარი დროის ადამიანის მეხსიერების გამონათებასთან გვაქვს საქმე. ქართული ხალხური ზღაპრების მითოსში გაცხადებული სიბრძნე, მსოფლიო კინოშედევრში, იაპონელი ავტორის შემოქმედებაში უცნაურად,  უნებურად არის გამოვლენილი. ადამიანის კოდთან ხო არ გვაქვს საქმე?! იყო და არა იყო რას პრინციპი, ერთხელ ერთ სოფელში, გოგო და ბიჭი, არანაირი კონკრეტიკა, არანაირი სოფლის დასახლება, აქ სამყარო - ბუნება, ხეები, წვიმა და ადამია...