Posts

თეთრი დევი

შენ, ჩემი ცოდვის კალოს მლეწავო, ტაფობს ჭივჭავივით გუთნის დევობ. არ გჯერა, ცეცხლის დედის, კერიისა, საჯოჯოხეთო მუგუზლების მთხოვნელისა. საახალმთვარეოდ, სურვილს ატანილო, რომელი კერპის ნანგრევებით შეკოწიწდი? შენ გამორეკავ, მათ, ვინც დარჩნენ იქეთ და მოგვბღავიან სულისწამღებად. მოადგებიან სამანს და ჯებირს , მათ თვალებში ნისლები წვებიან, რომ მერე, დაალბონ გამხმარი დარდები, რომ მერე, ქვა-მარილად იქცნენ, იქეთელები. მზე მიდგა-მოდგა, საცერივით დედამიწას ფქვილი ადინა, ანუ მტვერი, ანუ ჩვენ - მიწის ბუქნი. ახლა ვის ხელს ველოდებით? ზღვიდან წყალი გადმოინთხეს, წყლადქცევისათვის, მიწის ბალახი - შეგვერიოს, ცოტა სისხლი ანგელოზისა. ცოტა ხორცი ნაეშმაკარი. სხვა რა არის ადამიანი? დაე, ითქვას.

ივანე ამირხანაშვილი. ჩვენი მწერლობა, ივლისი

უკვე შეიძლება   ითქვას, რომ ნატა ვარადამ იპოვა თავისი სტილი, მიაგნო თავის თავს მხატვრულ-პოეტურ სტიქიაში. მას აქვს ტვითგამოხატვის წესი, ნება და უნარი. ნატა ვარადა არის ნათელხილვის ოსტატი, რომელიც ლექსს კი არ სწერს, არამედ აშენებს, აღმართავს, აყალიბებს როგორც თვითკმარ სივრცეს, სადაც ახალ სიცოცხლეს ანიჭებს მითო-პოეტურ სიმბოლოებს... პოეტურ ტექსტებში ეთერის, ყამარის, ცამცუმის, მესეფის ასულთა თუ სხვა ზღაპრულ-მითოლოგიურ პერსონაჟთა გამოჩენა იმას მოასწავებს, რომ დესტრუქციის სულიდან იბადება მხატვრული სინამდვილე. ფრანგმენტი წარმოადგენს მთელს. ვარადასეული მანერა, პოსტმოდერნისტული ციტირების ხერხს მოგვაგონებს, სინამდვილეში მიზნად ისახავს მითის დეტალებად დაშლას და ამ დეტალებიდან ახალი, სუბიექტური რეალობის შექმნას. მის ლექსში ენობრივი, ინტონაციური და აზრობრივი ნიშნები შერწყმულია ჰარმონიად, რომელიც ემსახურება ესთეტიკურ ფასეულობათა მხატვრულ გაფორმებას. ნატა ვარადას ეპიკურ ხილვებში არის წესრიგი, სისტემა, სიუჟეტი, დინამიკა და მიწიერება. წესრიგი იმისათვის, რომ სიტყვა და იდეა თანხმიერი იყოს; სისტემა...

საახალმთვარეულო

როცა ისე ცოტავდები, გალეულ მთვარეს ემსგავსები, მაშინ,   შენ ამოდიხარ დედამიწაზე - გულის მხარეს, ნაკლულ ნეკნს ვავსებ. ისევ ერთად ვართ, სიყვარულის   მიქცევამდე.

http://taobebi.site.ge/wordpress/?p=2968

გიორგი კილაძე : ქალბატონო ნატა, ალბათ დამეთანხმებით, თქვენი თაობის ჟურნალისტების უმრავლესობა მწერალიცაა…  ჩვენი ტრადიციულ კითხვა: თქვენი ლიტერატურული და არამარტო ლიტერატურული СV.   ნატა ვარადა : გამარჯობა გიორგი , რამდენი ხანია ჩვენ აღარ გვისაუბრია . გმადლობთ საინტერესო კითხვებისთვის , ვეცდები გულწრფელად გიპასუხოთ . ერთიც , საქალბატონე , ჯერჯერობით . დათანხმებით კი ნაწილობრივ დაგეთანხმები და აქვე ერთ შესწორებას შევიტან , თქვენის ნებართვით . თუ ადამიანს გააჩნია წერის ნიჭი და რაც მთავარია სათქმელი , არ არის აუცილებელი ფილოლოგიური განათლება ჰქონდეს მიღებული . ჟურნალისტიკა მეტ - ნაკლებად ახლოს არის მიმდინარე პროცესებთან , ანალიტიკური აზროვნება და ფიქრი , ზოგჯერ არღვევს სწორედ ჟურნალისტ - რეპორტიორის ჩარჩოებს და შესაბამისად ვიღებთ მხატვრულ ლიტერატურას . მწერლობა კი , ჩემის აზრით , ისეთი საქმეა , არანაირად არ მოითხოვს ზედმეტ ჩარჩოს . რაც შეეხება СV - ს . ეს ყველაზე მოსაბეზრებელი რამ არის , რისი გაკეთებაც ხშირა...

ნატალია, მანდ რამ შეგიყვანა?

(მუცოს სალოცავზე. ფ.ბ.-ზე, ფოტოზე დატოვებული კომენტარი) რა ვიცი, აბა, მუცოზე, ფურ-ირემივით ვირწევი. აქ ადამიანებს მიზანი წყალობთ, ამათი სახლისკაცს, დალი ჰყვარობს. ოქროსთმიანმა ღმერთების დამ ოჩოპინტრეც გადაიბირა - ჩვენ როდიღა გვწყალობს ჩვენი ღმერთი. დაცარიელებულ მუცოზე ავდივარ, ბოლომდე, უფრსკულებს ქვევით არ ჩავხედავ, ისინი მაგნიტით უკან მაბრუნებენ. აქ, უწონადობაა, აქ მომწონს, აქ მხოლოდ, დრო იყო, როგორც ნანადირევს, ისე მოგვათრევდნენ. მინდა ვინახულო ჩემი ძველი მტრები, რომლებმაც, რატომღაც კერაც მიატოვეს. და ვხედავ, ქვის თლილი სალოცავის ამ სიყრუეში და უკაცურებაში. უცნაურ კაცს ჯვარზე გამოკრულს, სულ მარტო დატოვებულს. ვარ ფურ-ირემი სამსხვერპლო, თავისი ფეხით ძველ სალოცავში ამოსული. ამეწვა ხის ბეჭი და რქები, სად არის ყმაწვილი მონადირე, ეხში როდისღაც შევიტყუე, ჩემმა მამებმა და ძმებმა, ცეცხლის პირას მიიწვიეს, დაუკლეს შველი მტირალი, ძვლები კერასთან მოაგროვეს, ბეჭი ფეხისქვეშ დამალა მონადირემ, ბზისგან გამოთალეს ეშმაკებმა, დამკრეს მათრახი და გამაცოცხლეს. მონადირეს, გამოყვა ჩემი ბეჭი, უნდა მოვეკალი მშვ...

„ნაკლეინკის” გოგო

Image
„ნაკლეინკის” გოგო რას წარმოვიდგენდი, რომ მათ ადგილას ყოფნას ვინატრებდი, ეს დროც დამიდგა, მაცივარზე და სააბაზანოს ცივ მეტლახზე მიკრული გადამყვანი გოგონები, დაასველებ და მერე ააძრობ და რჩება ნახატიდან, მხოლოდ გოგო, ქაღალდი ქრება. ცოცხლდება გოგო, ან მაცივარს აკვრია და თავის უცნაურ, ვიქტორიანულ მოდის მიხედვით უცნაურ მაქმანებიან შარვალს, კაბას და ბლუზს ნამდვილივით მოიხდენს და თან საყვარელი ძაღლი ახლავს, ან საყვარელი თოჯინა. ისინი დარჩნენ, ძველ სახლში, სადაც დავტოვე პაპა და ბებო, და ახლა კი მხვდებიან დედ-მამა, რომლებიც ისე დამსგავსებიან პაპას და ბებოს, ვერც განასხვავებ ერთი მეორეს. მე დაორთქლილ სარკეში ჩახედვისაც კი მერიდება და მაცივარზე მიკრულ ფუშფუშა კაბიან მხიარულ გოგონას ვთხოვ, ყელის გამოწევით, ჩამოვიდეს, გაიაროს, გამოიაროს და მე ავეკრა ახლა გრილ ადგილს, და დავრჩე, ისე რომ ვერ წამშალონ. მაგრამ გოგონა, აი, რას ამბობს: -განა არ მახსოვს, როგორ გეშინოდა, როცა წყალში დამასველე, რომ არ გადავსულიყავი ცივ ფიქალზე, რომ ნახე რომ ცოცხალივით ვარ, ყოველ დილით მ...

ყრუ ელია

გამო, გამო ელიავ, დაიგრუხუნე, გადაირბინე ბორბლებიანი ეტლითა. ღრუბლები შეკრიბე, მოშავდღევდი, ცეცხლის ბურთები გამოსტყორცნე, ყინვის ქვები დაგვიშინე, ასე დაგვაშინე, მიწის კაცები ვართ, ცის ვალი გვადევს, ხელებით მხოლოდ ლურსმნებს ვასხავთ, სანთლების ჩამოქნა აღარ გვინდა. ყრუ ხარ ელიაო, ერთს გეუბნებოდა და სხვა გაიგონეო. სხვაზე გითხრეს და ჩემ ვენახს სეტყვავო, მე შენთვის არა დამიშავებია. ნავენახარი ამტკივდა, შვილმკვდარს ვგავარ. საფლავები მიწამ ამოანთხიაო. ჩემი ცოლი თავის ხეხილს დასტირის, უჭერო სახლები ცარიელი აკვნებივით ღია ცისქვეშ დაგვირჩაო. ასე რამ დაგაბერა, ქვის გული რამ ჩაგიდგა. გამო, გამო ელიაო, ნახე, ღმერთის ვალში ყელამდე ვდგავართ. ჩვენი შინაური ცხოველები ტალახში წვანან, ჩვენი ძაღლები დაგვყმუიან, ცოცხლად გვიგლოვენო. ნავენახარში დაჩოქილა ივანე პაპა, ფესვებს მიწისგულში ეფერება, ვაზისას. ვაზის ტირილობა გვიკვირდა და აჰა, ვაზმა ჩვენც ხომ აგვატირა. ყურძენი ვეღარ მოვკრიფოთ, შენი სიყრუის შიშითა, ჭედილა ვეღარ დაგვიკლავს, რთვლობის, მაჭრობის ლხინითა, ფეხ...