shortcut
სამსახურისკენ მიმავლისთვის, დილის ალბათ ასე, რვისთვის , რა კარგია , გაჩერებამდე ლოკაცია სკოლა, სკოლისაკენ ჰერია, ჰერი... ახალ მზე ამოწვერილზე, ახლად კვირტებ ამოყრილზე, რამდენიმე წუთიანი გაბავშვება. რა კარგია, ასეც, რომ … მზეს აასწრებენ პატარა გოგონები, თივთიკივით რბილ თავსასთუმალს - მიანებებენ . მიყვებიან თავდახრილები, ეშმაკუნებით თვალებში, საკუთარ ბაბუა-ბედნიერებს. ისინი , ზურგზე , სკოლის წიგნების ჩანთა ამოზრდილები, თითქოს, თავად მიეჩქაროდეთ და სკოლის ზარი სანამ დარეკდეს: - აბა, შევასწროთ მასწავლებლებს კლასებში - ბაბუები შენც გიღიმიან. მათ ღიმილში მზე ირეკლება გაბადრული. რა კარგია, რომ სამსახურში დაგვიანება მხოლოდ ერთი ევრო ღირს, მე შემიძლია ეს ბავშვობა გავიხანგრძლივო. როცა პატარა გოგონები ბინავდებიან კლასებში, ხოლო ისინი, მოკლე გზით, თმა გათეთრებული თავებით უბრუნდებიან ცხოვრებას ანუ ამ აბეზარი ტყუილების სკოლას. მათთვის ზარი არასოდეს არ აგვიანებს. და ერთხელაც, როცა პაპა ნაწისქვილარზე, ვენახის ჩრდილმა აღარ...