Posts

მოლაპარაკე ფრინველები

Image
აკაციის აიაზმა ღრუბლების ცხრა წყებას მზისგვარად ამოსვლია, ნაძვი გირჩებამოსხმული,  შავი ყურძენი სამტევანა და გზის ლეღვი მწიფე, ბეღურებ შეჟივჟივებული - საიდანღაც აფრიკული გვრიტიც ამოფრინდა. მე - ოთახში, ხელში წიგნით და ერთი. ლეღვის ხე უპატრონო ბეღურთა მფარველი ანგელოზი, ჩუმად თავდახრილი, მორცხვი მოცხარივით ტკბილი. თუთა არ გვემეზობლება, თან წელს ისე გაიყვითლა ფოთლების ასხმა ერთი სიმწიფე არ შეირჩინა. ალბათ მამრია მოწყენილი, რომ მისი სატფო გატკბილული შავ-შავად გზის მეორე მხარეს დგას და კაკლის დახუნძლულ ტოტებს შეჰყუდებია. ლაპარაკი მინდოდა და სარკე მოვიბეზრე, წიგნით ხელში დილის ბინდბუნდის სიშორიდან, ან ქვევიდან, ნაგვის ურნაში ჩაყუდებული მოსვირინგებულსხეულიანისთვის, ოდნავ შეშლილი მარტოსული ვიხედები აივნიდან. ის ალბათ ასეთია: პატარა ბიჭი, დედაბერივით ჭაღარა ნაწნავებით. მართალია, ძველებრაული არ მასწავლეს, რომ იესო წარმომეთქვა ერთხელ მაინც, რომ ბიჭი, როგორც ყვითელი სინდიოფალა სათონესკენ გამქრალიყო, სამაგიეროდ, დიდი ბაბუის მამა დადიოდა საქონლით მთაში და უცნაურ სიზმრებს ხედავდა. ცხენი ორთ...

პრელუდია, თითები ცელი

Image
ფლეიტის თვის ( მ ) გონია , თითები ცელია მჭრელი , მო ( მ ) კიდე , თმისსამაგრს, მზის შროშანს . ტუჩები ლავიწის ძვალს აღარ შორდება - ორი სისხლმბადი ქსოვილი სელის . ჩემ კენ – გულ - მკერდიდან გოროხი მო გიშავდა , ზურგი დან – ხალები , ხეებს ჰგავს საფლავის . სწორდი , დაგვალული გოგო რომ მორწყა , მუ ცელი , ისედაც ჭირხლით მომეყინა ოდესღაც . ვერ დაძლევ ხერხემალს , მალების გასწვრივ ბუდეა , ხითხითა , მცინ არის . ამომშრალ ტბას ( ჰ ) გავხარ , ზეგანს შეხორცებულს . დამსკდარი ფსკერიდან თევზების ფხები ჩანს . ფიჭვების გათლილი ტანიდან მო ჟონავს ჰაერი . გული კი მო ლაღურს ასწავლის გალობას : ბიჭო გოგიავ , ბიჭოვ გოგია . სარკიდან , შე ( მ ) ხე დე , გოგოა .

კადრი, პავლიკა

Image
ახალ ბინაში ხუთიოდე ნაბიჯის შემდეგ , შავი , ტყავგაცრეცილი ჩემოდნიდან ტანსაცმელი გადმოვყარე და ისეთი სიჩქარით ამოვათრიე სურათების ალბომი , ზედატუჩზე წვრილმა ოფლმა დამასხა . ოფლი ასევე ნამიანი ხელისგულით გადავიწმინდე და იქვე , ცივ აგურისფერ მეტლახზე ჩავიკეცე . ალბომის ყდა ყავისფერი იყო და ბებიაჩემის ნაქონ ნივთს სულ შემოხეოდა ის საწყალი ყდა . საქმე ისაა , რომ ბებიაჩემი როცა გარდაიცვალა მაისის ბოლოს , და ზუსტად ჩემი დის , კოხტაპრუწა მზიას დაბადების დღეს 4 ივნისს დავმარხეთ , ამ ალბომის დაპატრონება უფროსმა ბიძაშვილმა მანანამ , მწერლის ოჯახში გათხოვილმა მოინდომა , მოინდომა და გააკეთა კიდეც . თუმცა , რამდენიმე თვეში უცნაური რამ დაემართა . ბიჭი ეყოლა , რომელსაც ცხვირზე ცალი ნესტო არ ჰქონდა . ცრურწმენის მიხედვით , ეს ცოდვის გამო დასჯა იყო და ამიტომაც , ეს ალბომი ისევე უკან მოაბრუნა , სოფლის ძველ თაღებიან სახლში ბიძის მხარე გადაკეტილი იყო იმ გასაღებით , რომელიც ერთადერთი არ გახლდათ . სწორედ ასეთი კლი...