Posts

კარი ბჭე - განსვლა

ვიღვიძებ დღეს საუკუნო მკვდარი - ჟანგიან სარკეებში თვალის რწმუნება. ვმოძრაობ საუკუნო მკვდარი, როგორც თბილ, ახლად ამობრუნებულ მიწის ბორცვში - ეს ერთი სასწაული, შენს თვალს გაადიდებს, ობობას გრძელი საცეცები მებჯინება სასულეს. ვკითხულობ საუკუნო მკვდრის ლოცვებს, ადის ზეცამდე, ცა კი თითქმის განწირულია. ნაკლებად სანდო, გამოგიტყუებს მარტის მზე თბილ-თბილ ღრუდან უცნობ დაღმართისკენ, არავინ შედის სადაც მღვიმეში, სადაც ქალაქის ქანცგამწყდარი ანგელოზები ცვივიან ცარიელ ხიდებიდან მდინარის სიღრმისკენ. სასწაულის სარწმუნოდ: საუკუნო მკვდარი თვალს ვლულავ, სიზმრის ელფერით გმოსავენ ელფები და ხიდები, ბაგირებისგან დაწნულია. ერთი ერთზე. დღეს პინები არ მოძრაობენ. დღეს საუკუნო მკვდარი დგება, სწრაფად იცვამს, გადის ქუჩაში, გაზაფხულისგან გახრწნილ მზიდან ჩამოაქვს სითბო - არ მიმეორო დავიწყებამდე.

დევნა

რა მაღვიძებს დილის ხუთზე , ეგეც მითხარი , დილისაა თუ შუაღამის , როცა სულდგმულებს მკვდარივით სძინავთ , უსულოები ტოვებენ სახლებს ?! როცა სხვა ძალა ( გა ) დაიბარებს , გა და იბირებს ახლად მომკვდარებს . უცხო ბინაში , მოხუცი ქალის თეთრი პროფილი . მოხრილი ზურგი დარდის სიმუნჯით . სკამიდან მტვერი ყინულივით წვეთობით ადის და იატაკიც გაიტკაცუნებს , როგორც ნაყოფი ხიდან ჩამოდის , ეცემა გამხმარ , დატეხილ ტოტებს , ოდესღაც , როგორც ხელი გაწვდილი , ახლა მიწაზე . დედამიწა თუ ამობრუნდეს , თავით ყირაზე . ვპატარავდები , მამა ჩემი , ისევ მამაა . ალვის ხეების მოძახილით ჩვენი მანქანა მიჰქრის გზაზე , მოგვდევს უკან უთავო ტანი , საქარე მინას ეღობება , ჩვენ კი გავრბივართ . ალვის ხეებს თავს ახურავთ კაჭკაჭების ხმელი ბუდე - კაკლის ხეებზე მოსახლე ფრინველები , ბარტყებ - ბუდეთი , ფუღუროში ციყვების წყვილით , ჭიანჭველები - სახალხო ლაშქრით და კოდალა ქერქზე კაკუნით - მოგვდევენ , რაღაც თავგანწირვით , გვდევნიან ხმები . ჩრდ...

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

Image
წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.) ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი) დაუჯდომელი წმინდა ადრიანე და ნატალიასი (საშინაო საკითხავი) წმინდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IVს.) ხსენება 26 აგვისტო (8 სექტემბერი) ტროპარი : მოწამეთა შენთა , უფალო ადრიანე და ნატალია ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისა , რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი , და მძლავრი დაამხვეს , და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი , მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუენნი . კონდაკი : დედაკაცისა ღმრთივ - განბრწყინვებულისა საღმრთონი იგი სიტყვანი გულსა დაიდევ , ანდრიანე , მოწამეო ქრისტესო , და სატანჯველთა მიმართ გულს მოდგინეთ შებმა ჰყავ , და მეუღლისა თანა მოიღენ გვირგვინი უხრწნელებისა . სხვა კონდაკი : მოწამეთა საღმრთო ხსენება გამობრწყინდა , და კიდენი სოფლისანი ბრწყინვალედ განანათლნა , და სიხარულით ესრეთ ღაღადებენ : შენ ხარ , ქრისტე , გვირგვინი მოწამეთა შენთა და სიხარული . ...