Posts

#

* ნეტავი, მათ, ცის მსერავებს, დღე და ღამის სარტყელში დაბადებულებს, დროებითი ბუდის მშენებლებს, შვილების ნებსით გამომჩეკავებს - ნეტავი, მათ ვინც უფლის რწმენას ფრთების გაშლით დანებებია. ბებიაჩემის ფერადი ტელევიზორი, ამ ნეტარებას ვერ განიცდიდა, როცა ბებიაჩემი თავის ოთახში აკრძალვებს აწესებდა, როცა ოთახში არ მიშვებდა, მაშინ, უფრო გულმოცემული, ვეპარებოდი სამზარეულოს ქვაბების ვაშლებს, გადანახულებს, დამალულებს, აბა, ნება დაერთო და მეყურებინა პ ი ნ კ ფლოიდის კედელისთვის, სამადლიეროდ წყაროდან წყალი, გამოწმენდა იატაკის, მუსაიფი გარდასული და აბლაბუდაჩამოსაწმენდი საუკუნის ცოდვა-მადლზე. ნეტავი, თქვენ ერთჯერადო ნარგავებო, ადამიანებს აი, რითი აღგ ვ ემატებით: მინებებულნი დამბადებელს, არცერთი დარდი - მზისგულზე ისე გამობზეკავთ ნაყოფს და ფოთოლს, როგორც ჩაუშვებთ გაყვითლებულს დედამიწის გულის ა კენ.

დედის ფერი

მეც, რამდენჯერმე გავეკიდე უცხო ქალებს, დედას ფერის კაბოსნებს, როგორც ეს ბიჭი გაექცა ჩემგან, მოულოდნელ, დედის მსგავსებას: - აი, ეს ქალი დედაჩემი მეგონა, უცებ. უსიტყვებოდ, ჩემი შვილი ვის დედებს დასდევს, იქ, სადაც ჯერ არდაბადებულ სულებს ალბობენ ამ ქვეყანაზე მოსავლინებლად?!

დასწრობანა

მოდი, მოდი, გამოძვერი ფუღუროდან ვირთაგვაო, მეთამაშე, გათვლას აქვე გაგირითმავ, მოვიგონებ სახელსაო. ამ თამაშს ერქმევა დასწრობანა, უნდა დავასწრო შენს სიკვდილს, სიკვდილით, რომ მერე შენ დაგასწრო ჩემსას. ანუ “სანამ შენ მომკლავ, მე შენ მოგკალი”, ეს არის საშიში თამაშებიდან, ცეცხლთან თამაშს ჰგავს. ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო. მოდი, მოდი, გამოძვერი, ფუღუროდან, ვირთაგვავ, გამოზიდე ჩემი კბილები, ხუთი წლისა, სასკოლო ასაკში რომ ვიცვლიდი და სახლის, გალავნის სხვენის, სარდაფის ყველა ღრიჭოში მოულოდნელ სიუპრიზებად გიტოვებდი, -აჰა, თაგვო, კბილი, მომიტანე ტკბილი. შენც ჩემსავით გაიზრდებოდი, შენც ჩემსავით გაირყვნებოდი, შენც ჩემსავით მამალ ვირთხებს გადაუშლიდი აკოკრილ ძუძუსთავებს და პატარა თაგუნია იქეც ვირთაგვად. ამ თამაშს წესები რად უნდა, მითხარი, თუ არჩევანი ჟანაა. მუცელში საერთო ნაყოფით, კლინიკის ფანჯრიდან გაფრენა, ლამაზია, თეთრ თოვლში წითელი სისხლის ლაქა. თუ არადანია, მაშინ დუნკანი. ესენინი 20-იან წლების მოსკოვიდან გამოქცეული თბილისს და ტიციანს აფარებს ხელებს და პაოლოს თ...

გაიცინეთ, ახლა ჩიტი გამოფრინდება

აითქვიფება ჰორიზონტი თოხლო კვერცხივით, კოლოფში , ღერების საწოლზე , პაპის გაფუფქული ცხვრები და დაკლული ფრინველები , ჩრჩილმოდებულ პლედიდან და ბალიშიდან ამოდიან , გლდანის მასივს ედებიან . დამეძებენ შობა ღამეს . გახრწნილ შუა ნისლში წვებიან. ჩხიკ . თავდაყირა ვეკიდე და ჩიტი მივლიდა . ცოტა შევშრი და ქარმაც მზერა ისე შემავლო , როგორც გამვლელი მამაკაცის ბერწი გუგები . თვალებიდან გამდიოდა ნერწყვი ნამდვილი . შენ რომ გეძინა , ღია პირიდან გადმოგდიოდა , მე ვისრუტავდი . როცა ჩამალბე , ისიც მოლღვა , წამომივიდა ჩხაკ . ყველა ალვის ხე იწვა ჩემთან დაუკითხავად . შუაღამეს დაიწყეს დენა და განთიადზე ძლივს მოილივნენ . მახოცავდნენ თითო ტოტს , ფოთოლს . უნაყოფობას შემჩიოდნენ ულაყებივით აფაფრულები . - ჩვენი ქალები , მტევანთხელები , უშვილოები , გვაბრალებენ უთესლოებას . ნაყოფი ჩვენი შინ შეიტანე და მორცხვი გოგო თანაგვიყავ. ჩხიკ . შუადღის მზე შუბისტარზე წამოცმული დამრეც - დამრეც აგორებდა კაცსა რასმეს . კბილებშ...

ცვალებადი ფაზები

„ უღირსმა და ურცხვმა დედამ სასიკვდილოდ გამიმეტა და მამამ კი არამზადამ ჩემი ჩონჩხის დახრა სცადა . მაგრამ ჩემმა საყვარელმა დაიკომ ჩემი ძვლები გრილ მინდორზე წაიღო . იქ მშვენიერ ტყის ჩიტუნად გადვიქეცი და ძალიან შორს გავფრინდი , გავიქეცი “ – გოეთე . ფაუსტი . I ფაზა . მიქცევა ნუ აღმოაჩენ ჩვენს პლანეტას , ჩალმით დახურულს , ორლესური მახვილის ფორმით გადმოგვყურებენ თვითმკვლელობის და წვიმის ღმერთები . უკანასკნელ დღემდე ნუ გვნახავ , როცა ცარიელ ქარქაშში ჩასობილ მუმიების ნაბან წყალს ვსვამთ და ძირხვენებით ვიკვებებით – ემბრიონები გვექერცლება - თუ გვშია შევჭამთ . არრას ვჩივით - ვცხოვრობთ პირის სიამტკბილობით . როცა მთვარე ახალია , სიზმრებში შიშით ვდგებით ფეხზე , ვდგებით ძილში და წყლის დიდი გუბის ვუსმენთ მიქცევას – წარღვნა იქნება ამაღამ და ისე იწვიმებს , წარღვნამდე თუ რამ დაგვებედა , წყალი მიწასთან გაგვისწორებს , გაგვაიგივებს . შინაური დინოზავრი – უღელში შეაბა ჩემმა მახვილმა და ოროველა ...