ხელმწიფის შვილის ყამარის მოთქმა
როდესაც მზე ლღვება , ჩემ ი საბრძანებლ ის , კოშკის ვიტრაჟი ფერებად იღვრება . აქ , სარკეებს სული აქვთ იმათი, ვისი სხეულებიც ტალღებმა შესანსლეს. ღრუბელთა მეუფემ ააგო , უპატრონო დამხრჩვალ სულების სანუგეშოთ , ასეთია მისი ერთადერთი ქალიშვილის შუა ზღვაში გაშლილი სა მყოფელი. როდესაც მზე ჩადის, როდესაც ა წითლდებ ს დასალიერ ს ავხორცული ცხელება , შემოდის ზღვის კარით მკვდრების მზე, მინები მღერიან ფერებით – მე სისხლში ვბანაობ , მო-ფერებით. და ახლა, შორიდან ჭიხვინი მომეყურა . და ახლა, ნესტოებს დავბერავ, უნებურად, ეს უცხო სუნი მამრის ა სხეულს მართმევს , თავბრუს მხვევს – მიყვარხარ . თეთრონი ღრუბელი ა თუ ცხენი აბრსკილის ?! უეჭველია, ქარბორბალა ა ცხადდება. უკარო კოშკში ჩემი თმით შემოგაძვრენ, სვილისფერი თმა – ჯიხვები მწვერვალებს გადარბიან, ღიმილი – მაღალი მყინვარი იცინის. ასეთი სი ლამაზე მე ჯერ არ მინახავს . ბრმა სარკე -ჯარისკაცი ტყდება და ამბავს ნატეხ-ნატეხ წაიღებს . უ დროზე გავასწროთ მამაჩემს, სულებზე მონადირე ბერიკაც...