Posts

Showing posts from June, 2021

7 კითხვა ანდრო დადიანთან – ვარადა

Image
 https://androdadiani.wordpress.com/2021/02/25/2698/ ნატა ვარადა  – რა ხარისხით ატარებთ თავისუფლებას შემოქმედებასა თუ რუტინაში ,  ანუ რამდენად განსხვავებული ხართ თავისუფლების მომენტში, როგორც პიროვნება და როგორც შემოქმედი? ანდრო დადიანი  – შეუძლებელია არ გრძნობდე, როგორ გაცვდა ჩვენს ირგვლივ სიტყვების მნიშვნელობები, თითქოს ენამდელი და მუნჯია ჩვენი გრძნობები, შესაბამისად უკუგების გარეშეც, ასეთია სიტყვა თავისუფლებაც, აქედან არც კი ვიცი მისი იმანენტური მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყანა არაფერს არ აწარმოებს, თავისუფლების იდეაც იმპორტირებული პროდუქტია და ამიტომაცაა ალბათ ესეთი უცხო ის, რაც დასავლეთმა მოიპოვა და გაისისხლხორცა, ჩვენ კი ვერც მოვირგეთ და ვერც შევიყვარეთ. ჩემთვის თავისუფლება მძიმე რუტინაა, როცა რუტინიდან ვვარდები ჩემი სხეული მიპყრობს მთლიანად, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინია სამყაროში, ამიტომაც – შრომა, შრომა და შრომა. ვცდილობ ჩემი საქმიანობა ჩემი პიროვნების ცალკე ნაწილი არ იყოს, ის დიდწილად ჩემი სულიერი მდგომარეობის გამოჟნვაა, ისე, როგორც ტყეში, ზოგიერთ ხეს წებო გადმო...