Posts

Showing posts from November, 2018

მეთევზის გოგო

Image
„ პეტრე - პავლობა –   მოციქულების მარხვა , მეთევზეების მარხვა “ ირმა ბერიძე ჩემო გოგოო, დაიძახებს მამაჩემი და ბამბუკის ანკესს მხარზე გაიდებს. მეც გავყვები, როგორც მეზობლის ლეკვი.  მამაჩემი მოყვარული მეთევზეა, მდინარეებსა და ტბებზე, ჭალებსა და გზებზე ტყე-ტყე მიდის, კორომზე გადადის და აკვირდება დინებებს. იცის, როდის გაავდრდება, როდის ილევა მთვარე,  იცის როდის მოვა გაზაფხული,  როდის მოიყვანს იადონებს მზე და როცა იტყვის, დაე, დათბეს,  დათბეს და თბება, და იფეთქებს ალუბალი,  და ბალი, და მსხალი ისე თეთრად გაიდაიპენტება,  თითქოს მე ვარ დედოფლის კაბაში,  ხელისმომკიდეა მამაჩემი და სათევზაოდ  ასე მივდივართ. მამაჩემმა ჯერ გაიკვირვა, მერე წყრომით გამოიხედა, როცა ლოცვისას შემომისწრო,  როცა ვამბობდი „მამაო ჩვენოს“ - განა მე არ ვარ მამა და შენ კი ჩემი გოგოო?! დაიყვირა და გაიბუტა. მან არ იცის, რომ წყალზე დადის, მან არ იცის რომ მოციქულებს მეთევზეებიდან არჩევს, მან არ იცის რატომ უყვარს თევზაობა და რას ეძებს, როცა ანკესი მდინარეში ტივტივებს, როცა თევზი ქვე

დათბეს

დათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბეს დათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბეს დათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბეს დათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბესდათბეს დათბესდათბესდათბესდათბეს დათბესდათბესდათბესდათბესდათბეს დათბეს დათბეს დათბეს დათბეს დათბეს დათბეს

Crusader love

(ჩემი ჯვაროსანი) https://www.youtube.com/watch?v=iTrmZSto7Pk&index=30&list=RDywsS4WteceM&fbclid=IwAR1Lt_K7NiIvxc8mdLKIX3JG6mKHlCrGdPCrgn6rir6wclk2ktlLvW7sDlM მშიერი მგელივით დავწრიალებ   შენი ქუჩისკენ, შენი სახლისკენ, შენი ალვის ხეებისკენ - არცერთი არ დგას თავის ადგილას. ეს წრეზე ბრუნვა, ეს წრეზე სიარული გზის არევაა თუ მხარი მეცვალა - მშიერ მგელივით დავწანწალებ, მთვარის შუქს ვყავარ ატანილი, გუმბათი ბებერ სინაგოგის, ყვითლად ზიმზიმებს. მოლა მინარეთს ლურჯი სინათლით რთავს გზა მებნევა - არც ცხოველური ჟინი მშველის, არც მგლის მუხლი, არც ყნოსვა მიცავს და ჩემი ღმერთიც განს გამდგარი შორიდან მიმზერს, ჩემი ჯვარი ჩემი ჯვარია, ზურგს ვერ დავხედავ, ზურგზე შენ მყავხარ დაკრული ნიჟარასავით, და თან მიგათრევ, თან ჩემი სახლი, თან ჩემი სისხლი, თან ჩემი სუნთქვა - ჩემი ღმერთის ჯვარცმულ სხეულად.

ამნეზიური

ტყუილი ნამცხვრის გემო აქვს სიტყვას, სიტყვას, რომელიც, ჯვარცმასავით გაკრულია მთავარ მაგისტრალზე. ზღვაში დაკარგული მეზღვაურივით, მხოლოდ მისი ცოლის სიზმარში რომ ჩნდება ნაპირთან, მხოლოდ სიზმრებში გაცოცხლდება, მხოლოდ გულში, სუბტროპიკული სიმწვანესავით იხასხასებს. მარილიანი ჰაერი, სულ ოდნავ ნესტი, ჩაისუნთქე და ჩაიგუბე ფილტვებში და აღარ ისუნთქო. ასეთია ეს სიტყვა, რომელიც, გამოდებულია გზაგასაყარზე, და როდესაც სწრაფი სიჩქარით უახლოვდები, ზუსტად იმავე მანძილით შორდები, და ყოველ ჯერზე გულდაწყვეტილი, რადგან მის გასწვრივ გზის მშენებლებს კილომეტრები დავიწყებიათ. ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს სიყვარულს, როგორ ჰგავხართ ერთმანეთს - სოხუმი. შენ. სოხუმი არ მახსოვს. თუ იყო ჩვენი. არ მახსოვს, არ მახსოვს. არ მახსოვხარ... და რად გიხსენებ?!

რიმა

ზღვაში თუ ცხოვრობ, არ გჭირდება თმა, ცურავ და იქნებ, ბედნიერიც ხარ.   თუ გოგო ხარ და გაჩნდი მიწაზე, სოფელში, მთაში, მაშინ თმის სიგრძით იზომება შენი ქალწულება, და ფრთხილად, როგორც იზრდები სიმაღლეში - თმასაც გიზრდიან, ფეხისწვერებზე ცეკვას ჰგავს შენი ახლობლების ინტერესი, სახეზე ხომ არ ამოგდის თმა ან ყელზე, ან მკერდზე. თავზე კი ნაწნავები წელამდე, როგორც ორი წვრილი გველი დაგსრიალებდეს,  თუ არადა, რიმასავით უნდა იარო, გარე-გარე, სიბნელეში, ან ხელოვნური თმით, ჭრიჭინობელების სამაგრებით და დაგდევდნენ კლასელები წივილით: -უთმო რიმა, რიმა, რიმა უთმო, და „პარიკს“ გაძრობდნენ და გარბოდნენ და რიმასავით მელოტი თავით, უწარბო და უწამწამო მლაშე ცრემლით მისდევდე უკან,  ქაჯების გუნდს. ერთადერთი გოგო იყო რიმა, ერთადერთი, რომელიც ასეთი დაიბადა  სოფლის დუღილში. თმიანობაში, ნაწნავებში, დალალ-კავებში. და ელოდა ინდოეთიდან რაღაც საპონს,  უცნაური ხის ქერქისგან  დამზადებულს, ელოდებოდა ბიძამისისგან, დადიოდა ხელოვნური თმით და ჭრიჭინობელების  თმისსამაგრებით ს